ეკატერინე ბასილაია
18.01.2019

 რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ ჩინოვნიკებს სასამართლო დამნაშავედ არ აღიარებს და როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა.

ბოლო ინციდენტი ურალში, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ვეხოტურიას მერს ეხება, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ არ მიიჩნია მას შემდეგ, რაც ავარიის შედეგად 12 წლის ბავშვს ფეხი მოტეხა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მანამდე კი სხვა ქალაქში კიდევ ერთმა ჩინოვნიკმა ავარიაში ორი კაცი მოკლა, მაგრამ პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

მარიამ ხვედელიძე
18.01.2019

 "თუ რამენაირად ბატონმა კობახიძემ გაიმარჯვა, ჩათვალეთ, რომ ის აღარ იქნება კობახიძე, ის უკვე ოფიციალურად უნდა ჩავინიშნოთ, როგორც კობახიძე-ივანიშვილისა. ეს გვარი მან უსათუოდ უნდა მიიწებოს," - ეს განცხადება პოლიტოლოგმა, სოსო ცისკარიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე გააკეთა.

ელზა პაპოშვილი
18.01.2019

 თბილისის პოლიციამ პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დიდ დიღომშიბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. 

მარიამ ხვედელიძე
18.01.2019

 H1N1-ით, ანუ ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილთა ოფიციალურმა რაოდენობამ დღეის მდგომარეობით 18 ადამიანი შეადგინა. დაღუპულთა რიცხვის მატების მიუხედავად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამტკიცებს, რომ ეპიდემიის ზღვარზე არ ვართ.

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო კი ამბობს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. წითელაზე აცრა კი ყველა მოქალაქისთვის უფასო გახდება.

თამარ შუკვანი
18.01.2019

 „ბესელიას, ალბათ, დაუძახებენ. ჯერ კომისიას მუშაობა არ დაუწყია. ეკა აუცილებლად უნდა იყოს ამ კომისიაში," - მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია ჯერ კიდევ არ მიუწვევიათ, რასაც „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი ასე გამოემხაურა.

თამარ შუკვანი
18.01.2019

 ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის კრიტიკასა და ბრალდებებს პასუხობს და ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც მეუფე პეტრე მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამტკიცებას მეუფე სპირიდონისაგან მოითხოვს.

ელზა პაპოშვილი
18.01.2019

 დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, სულ უფრო მეტი კითხვები ჩნდება, რა გახდა გაზის აფეთქების მიზეზი და ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე. ორ თვეში ეს უკვე მეორე ტრაგიკული შემთხვევა,  რამაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია. ვინ აგებს 4 ადამიანის და 1 მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხს, ჯერჯერობით უცნობია.  როგორც ცნობილი ხდება, კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ იყო, თუმცა ბინებში მოქალაქეები მაინც ცხოვრობდნენ.

თამარ შუკვანი
18.01.2019

 "2018 წლის პირველი თვეებიდან აღინიშნებოდა ამ დაავადების მატების შემთხვევები, რომელსაც, განსაკუთრებით, ნოემბერ-დეკემბერში პიკური მაჩვენებელი ჰქონდა. ძალიან მოიმატა და ახლაც შენარჩუნებულია, 15 დღის განმავლობაში იმდენი პაციენტი შემოვიდა, რამდენიც ნოემბერ-დეკემბერში - ერთად", - აღნიშნავს ინფექციონისტი მარინა ეზუგბაია "რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
18.01.2019

 15 იანვარს ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილსა და კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის დადგენილება ადუაშვილს კლინიკაში გააცნეს, სადაც ის ამ დრომდე რჩება. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

თამარ შუკვანი
18.01.2019

 "სასამართლოსთან მიმართებაში საზოგადოებას გარკვეული შთაბეჭდილება უკვე ჩამოუყალიბდა და არა მარტო პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგადოებაც, არასამთავრობოებიც, მეცნიერებიც და ადვოკატებიც, ყველა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს აღნიშნავს. ამ ახალგაზრდებს ცხოვრების გამოცდილება, ეტყობა, მცირე აქვთ, ვერ ხვდებიან და ჰგონიათ, რომ იმ ქვეყანაში იმყოფებიან, სადაც კლანურ ცხოვრებას მოაწყობენ", - აღნიშნავს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ მუკბანიანი
18.01.2019

 "ქართუს" მიერ შესყიდული სესხების განულების პროცესი სრულდება. მსესხებლებს, რომელთა დავალიანებაც ფონდმა გადაიხადა, სტატუსი "დახურულია" მიენიჭებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მომენტალურად შეძლებენ სესხის თავიდან აღებას. სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მკაცრი პარამეტრების გარდა, სესხის თავიდან ასაღებად, მინიმუმ, 6 თვის გასვლაცაა საჭირო. ამის შემდეგ ბანკები მათ, სავარაუდოდ, უფრო მაღალ პროცენტში შესთავაზებენ სესხს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×