მარი ჩიტაია
15.01.2019

 მოსახლეობის დიდი ნაწილი გასათბობად ამორტიზებულ გამათბობლებს იყენებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ვადაგასული და უხარისხო გამათბობლები და მათი არასწორი მონტაჟია, რის გამოც ხალხი თბილისსა და დიდ ქალაქებში ლამის ყოველდღიურად იწამლება. ცალკე პრობლემაა გაზის მილების ხარისხი. ენერგეტიკოსების განცხადებით, დაქსელვაზე პასუხისმგებელ კომპანიას ისეთი გადამყვანები აქვს შეძენილი, რომლებიც მალე ზიანდება და მილების გადაბმის ადგილებში გაჟონვის საფრთხე მაღალია.

თამარ მუკბანიანი
15.01.2019

 ლარის კურსი და საწვავის ფასი 2019 წელსაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იქნება როგორც მთავრობისათვის, ასევე მთელი ქვეყნის მოსახლეობისათვის. 2019 წელს ლარი 2,60-იან ნიშნულს არ ჩამოსცდება. ასეთია ბიუჯეტის პროექტის მიერ განსაზღვრული მაჩვენებელი, რომლის გარშემოც ზედა ან ქვედა ზღვარს შეიძლება მხოლოდ 10 პუნქტით გადასცდეს ეროვნული ვალუტა. რაც შეეხება საწვავის ფასს, ის, მსოფლიო ბაზრის ტენდენციების მიხედვით, ბევრად მეტად უნდა გაიაფებულიყო, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხელი ადგილობრივმა მონოპოლიამ შეუშალა.

ანა ვაჩნაძე
15.01.2019

 მეორე წელია, წარმატებით ტარდება "მაგთიკომისა" და "ნეოსტუდიის" ერთობლივი ფოტოკონკურსი "რაკურსი", რომლის მიზანი მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფების წახალისება და მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაა.

ეკატერინე ბასილაია
14.01.2019

 უკვე ერთ კვირაზე მეტია უკრაინის ეკლესია ოფიციალურად ავტოკეფალური გახდა და საქართველოს ეკლესიაში ამ საკითხზე ხმაურიანი განცხადებებიც იწყება უკრაინის მხარდამჭერთა ბანაკიდან. მიუხედავად საპატრიარქოს ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციისა, რომ განცხადებას გააკეთებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტომოსს წაიკითხავენ და საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილავენ, უკვე გამოჩნდნენ ეპისკოპოსები, მეუფე პეტრე, მეუფე იოსები და მეუფე გრიგოლი, რომლებიც უკრაინას ღიად უჭერენ მხარს.

ელზა პაპოშვილი
14.01.2019

მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც მან ორ დაპირისპირებულ მხარეს ურჩია, რომ მოსამართლეების სიის შერჩევა გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით მოხდეს, ახლა მთელი ყურადღება იმაზეა გადასული რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მოსამართლემ, რათა ამ სიაში მოხვდეს. 

თამარ შუკვანი
14.01.2019

 საქართველოში, ზამთრის სეზონზე, გრიპის ვირუსის ტალღამ იფეთქა -ლაბორატორიულად, ამ დრომდე, H1N1-ის გრიპის ვირუსით გარდაცვალების 16 შემთხვევა ფიქსირდება.

მარიამ ხვედელიძე
14.01.2019

 რა შედეგით შეიძლება დასრულდეს "ქართულ ოცნებაში" კობახიძე-ბესელიას შორის არსებული დაპირისპირება? იურისტი, ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის რღვევა დაწყებულია და ამას აუცილებლად მოყვება დაშლა.

ია აბულაშვილი
14.01.2019

 "არა მგონია, რომ სიტუაცია გართულდეს, რადგან ყველა შიშობს, რომ ასეთი ძლიერი ბანკის ხელის ხლება გამოიწვევს რყევებს. ვფიქრობთ, რომ პროკურატურაც ფრთხილი იქნება ამ თემასთან მიმართებაში"- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას.

თამარ შუკვანი
14.01.2019

 აშშ-ში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, რამაც შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაშიც უარყოფითი გავლენა ჰპოვოს - აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობა არც ისეთი აქტიურია.

ეკატერინე ბასილაია
14.01.2019

 სოხუმში დიდი შფოთვა და განხილვაა გაჩაღებული, რატომ უნდა მიაწოდოს რუსეთმა საქართველოს ინფორმაცია იმ ტვირთების შესახებ, რაც რუსეთიდან "დამოუკიდებელ სახელმწიფო - აფხაზეთში" შედის და აფხაზეთიდან რუსეთში გადის.

ია აბულაშვილი
14.01.2019

 როგორ შეიქმნა ქართული პროფესიული თეატრი, ვინ იდგა მის სათავეეთან და რას წერად იმდროინდელი პრესა - ამის შესახებ, რამდენიმე საინტერესო ამბავს შევთავაზებთ დღევანელ სტატიაში ჩვენს მკითხველს.

ელზა პაპოშვილი
14.01.2019

 ვინ უნდა მიიღოს ივანიშვილის წერილი გაფრთილებად და ვის უნდა ეშინოდეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის? ხომ არ დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირების შესრულება და პარტიაში სიტუაციის დალაგებას შეუდგა? რა ვალი და პასუხისმგებლობა გაუჩნდა მას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტიის ძველ სახეებსა და ე.წ. გვარდიასთან, რომლებიც, სავარაუდოდ, მეორე ტურის მოგებას საკუთარ წარმატებად თვლიან?


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×