თამარ მუკბანიანი 18.01.2019
მცხეთაში ჯიხურები სრულად აიკრძალება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც 2019 წლის ბოლოს მორატორიუმი სრულად გაუქმდება. იქამდე კი, 1-ლი მარტიდან დოკუმენტში ცვლელებები შევა, რომლითაც გარემოვაჭრეებს შესაძლოა, მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მაღაზიებისა და საოჯახო სასტუმროების მშენებლობის უფლება მიეცეთ.
|
მარი ჩიტაია 18.01.2019
თბილისში გაზის მილების სრულ რეაბილიტაციას ნახევარი მილიარდი ლარი დასჭირდება. სპეციალისტების გაანგარიშებით, "ყაზტრანსგაზს" ქსელების რეაბილიტაციისათვის დაახლოებით ამ თანხის დახარჯვა მოუწევს, თუმცა აუცილებელია ასევე კანონმდებლობის გამკაცრება და არსებული სტანდარტების გაუმჯობესება, რის გარეშეც პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია.
|
თამარ შუკვანი 17.01.2019
„არ ვიცით, საბოლოო ჯამში, რა ხდება და როგორ ხდება. რატომ მოხდა შარშან და რამ გამოიწვია დღევანდელმა. ეს ყველაფერი ხელისუფლებისადმი აჩენს უნდობლობას და რა თქმა უნდა ეჭვს, რომ ვიღაცის ინტერესებში არის დამალოს რეალური მიზეზი, თუ რატომ ხდება ეს ტრაგედიები," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დიდი დიღმის ტრაგედიაზე საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 17.01.2019
სკანდალური განცხადების შემდეგ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, სინოდიდან გარიცხვას ელოდება. უფრო მეტიც, ის არ გამორიცხავს, რომ მას სასულიერო პირის წოდებაც კი შეუჩერონ. ამის მიზეზი კი უწმინდესის მიმართ გაკეთებული შეფასებაა, რომ მას „პატრიარქის მწყემსიკეთილიანობის აღარ სჯერა“ . ტვ "პირველის“ ეთერში მეუფემ განაცხადა, რომ ის ყველაფრისთვის მზად არის.
|
ეკატერინე ბასილაია 17.01.2019
ცხინვალის პარლამენტში სულ მალე დიდი განხილვა იწყება, როგორ მოხდა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გავლება და „სამხრეთ ოსეთის კუთვნილი მიწებიდან" რა ნაწილი აღმოჩნდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ცხინვალის რეჟიმი აცხადებს, რომ ოსების კუთვნილი ტერიტორიების ნაწილი, საცხოვრებელი სახლები, მიწები და მათ შორს წიაღისეულით მდიდარი ტერიტორიები „საზღვრის" გავლების შემდეგ რატომღაც „მეზობელი - საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა" და უნდა გაირკვეს ეს როგორ მოხდა და პრობლემა უნდა გამოსწორდეს, რადგან მათივე თქმით, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას" დასაკარგი მიწა არ აქვს.
|
თამარ შუკვანი 17.01.2019
პოლეითილენის მილებში გაყვანილი ბუნებრივი გაზი მოსახლეობისთვის დიდი რისკის შემცველია. საცხოვრებელ შენობებში ხანძრის გაჩენის დროს ადვილად აალებადი პოლიეთილენის მილები, რომელშიც გაზი გადის, მარტივად იწვება, რაც აფეთქებას იწვევს და საბოლოოდ კი, სამწუხაროდ, ფატალური შედეგით სრულდება. ამასთანავე, ბუნებრივი გაზის მილები ისეთი მასალითაა გაყვანილი, შესაძლოა პატარა ბავშვებმაც მარტივად დააზიანონ, - გვაფრთხილებენ სპეციალისტები.
|
თამარ შუკვანი 17.01.2019
საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გუშინ საღამოს აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში არ იყო შესული, თუმცა, როგორც ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელი აცხადებს, ბინებში მოქალაქეები მაინც ცხოვრობდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 17.01.2019
მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია შეჩერებულია, "ოცნება" მის უკან, პარლამენტიდან გაწვევას არ აპირებს და შერჩევის კრიტერიუმების მორგებას, სავარაუდოდ, სწორედ ამ მოსამართლეებისათვის აპირებს.
|
თამარ შუკვანი 17.01.2019
მიუხედავად არსებული პრობლემებისა, საქართველოს მაინც გააჩნია პერსპექტივები - გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. რა შანსი აქვს საქართველოს, ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე, პროცესი დაჩქარდეს და საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსი" ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს გაესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 17.01.2019
აშშ-მა შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) დატოვოს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუკი, ნატო-სთვის ისეთმა მნიშვენელოვანმა სახელმწიფომ, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დატოვა, ეს ალიანსის დაშლასა და გაქრობას გამოიწვევს.
|
ვასო კაპანაძე 17.01.2019
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებმა ფილმმა "ცივი ომი" საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
|
თეო გუდავაძე 17.01.2019
გრიპის ვირუსის დასამარცხებლად თითო ოჯახს, საშუალოდ, 150 ლარის გაღება უწევს. ამის მიზეზი გაძვირებული მედიკამენტებია, ვირუსი კი იმდენად გავრცელებულია, რომ თითო ოჯახში ორ ადამიანს მაინც სჭირდება მკურნალობა, რადგან ჩვეულებრივი გრიპი იქნება ეს, H1N1 თუ სხვა ნებისმიერი ვირუსი, ყველა მათგანი გადამდებია.
|
|