თამარ მუკბანიანი
16.01.2019

 წყლის შემდეგ, საოჯახო ტიპის სასტუმროებმა შესაძლოა, გაზის გადასახადიც შეღავათიანი ტარიფით გადაიხადონ. ცვლილება, რომელიც 2018 წლის ბოლოს მცირე ბიზნესის ამ ნაწილს შეეხო, უფრო მეტად ფართოვდება. სემეკ-ში აცხადებენ, რომ ამ კუთხით მუშაობა ჯერჯერობით არ დაუწყიათ, მაგრამ მისი განხორციელების შანსი არსებობს.

მარი ჩიტაია
16.01.2019

 იმპორტი კატასტროფულად მატულობს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შანსს სპობს. ყოველწლიურად საქართველოდან მილიარდობით დოლარი გაედინება და მთავრობა ამას ვერაფერს უხერხებს. ოფიციალურმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ 2018 წელს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ოდენობის იმპორტი დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, მან ნახტომისებრი ზრდა განიცადა და 9,122 მლრდ დოლარი შეადგინა.

ტატა შოშიაშვილი
15.01.2019

 ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლოკვიდაციის ხელშეკრულების განხილვას ეძღვნებოდა, ფაქტობრივად, ჩაიშალა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთი დასასრული პროგნოზირებადი იყო და ამან სამომავლოდ შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვიოს.

ეკატერინე ბასილაია
15.01.2019

 „ვანო ზარდიაშვილი ჩინჩალაძის ნათელ-მირონია. ასევე ამ კლანს მეგობრული ურთიერთობა აქვს მამუკა მდინარაძესთან და ჩინჩალაძის კურსელია ირაკლი კობახიძე. დავით მათიკაშვილი, რომელიც ახლა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, მისი მეუღლეც 2017 წელს დაინიშნა მოსამართლედ. ეს არის შეკრული ქსელი და ამ ადამიანების მეშვეობით მმართველი პარტია ცდილობს გავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემაზე," - აცხადებს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

მარიამ ხვედელიძე
15.01.2019

 „ანანურში მცხეთის ჯვარზე გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს. ტურისტს ვერ გადაუღია ანანურის კომპლექსი იმის გამო, რომ გარემოვაჭრეები პარაზიტებივით არიან შეფენილი," - ეს განცხადება არქიტექტორ-ურბანისტმა, ლადო ვარდოსანიძემ მცხეთის ჯვრის დაკეტვის კომენტირებისას გააკეთა.

ტატა შოშიაშვილი
15.01.2019

 2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდა. 2019 წლის 1 იანვრიან 15 იანვრამდე არსებული ოფიციალური მონაცემებით, ჯამში 21 276 მანქანაა შემოწმებული, რომელთა დაახლოებით 50%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა, რის მიზეზადაც ხშირად მაშუქი ფარების, საქარე მინის გაუმართაობა და სხვა ვიზუალური დეფექტები სახელდება.

თამარ შუკვანი
15.01.2019

 დავით ჭიჭინაძე პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციას ტოვებს. როგორც მან „რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, ეს ეკა ბესელიას მიერ ახალი ფრაქციის შესაძლო შექმნასთან არაა დაკავშირებული, რომელშიც სავარაუდოდ ჭიჭინაძეც მოიაზრება.

თამარ შუკვანი
15.01.2019

 „არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომლითაც აღიარებულია, რომ ეკლესია-მონატრები საპატრიარქოს საკუთრებაა. გადაცემა და რეგისტრაცია უკვე შესაბამისი ადმინისტრაციული კანონის გათვალისწინებული წესით ხდება.

მარიამ ხვედელიძე
15.01.2019

 დედაქალაქში ტყვიის წყაროების აღმოსაჩენად მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი ჯგუფი 20 ოჯახის საცხოვრებელ სახლში კვლევას უფასოდ ჩაატარებს. კვლევაში ჩართვა თბილისში მცხოვრებ იმ მოქალაქეებსაც შეეძლებათ, ვისაც შემოწმებისას სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა.

ტატა შოშიაშვილი
15.01.2019

 საქართველოს და უკრაინას, შესაძლოა, ნატო-ში გაწევრიანების ახალი გზა გამოუჩნდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს. „შემოვლითი სქემა", რომელიც ორ ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების საშუალებას მისვემს, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაშია შემუშავებული.

მარი ჩიტაია
15.01.2019

 დღეიდან ახალი სამშენებლო რეგლამენტი ამოქმედდა. მისი დაწესება, დიდი ალბათობით, უძრავი ქონების ფასს გაზრდის, თუმცა მშენებლები ფიქრობენ, რომ ცვლილება ეტაპობრივად გაგრძელდება და ხარისხიც უფრო მეტად დაიხვეწება, რაც სახელმწიფოს მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯია. ჯერჯერობით რეგლამენტი ყველა სახის სამშენებლო მასალას არ ეხება და ყველა მხრივ ხარისხის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

მარი ჩიტაია
15.01.2019

 სავაჭრო ქსელების პოლიტიკა მეწარმეებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისათვის მიუღებელია. პრობლემა განსაკუთრებით ე.წ. ქეშ-ბექებს უკავშირდება, რის გამოც იმპორტიორები სუპერმარკეტებთან პოზიციებს იძულებით თმობენ, საბოლოოდ კი მომხმარებელი ზარალდება. ისინი ამბობენ, რომ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ფულს ითხოვენ იმისათვის, რომ დისტრიბუტორების მიერ შემოტანილი პროდუქცია დახლებზე დაალაგონ და გაყიდონ. უკან არც მაშინ იხევენ, როცა საქმე პურსა და პურპროდუქტების ეხება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×