თამარ მუკბანიანი 17.01.2019
ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, ახალ მანქანებზე ფასი კიდევ უფრო მოიმატებს, რაც გაყიდვის შემცირებასაც გამოიწვევს. გარდა ამისა, ავტოიმპორტს კიდევ ერთი საფრთხე ემუქრება - შესაძლოა, შუა აზიის რამდენიმე ქვეყანამ, ყაზახეთის მსგავსად, საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შესულ მანქანებზე განბაჟების გადასახადი მკვეთრად გაზარდოს.
|
მარი ჩიტაია 17.01.2019
საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი იაფდება, ხოლო საქართველოში ფასი მატულობს. ამის მიზეზი რუსული მარცვლეულის ფასია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში იმატებს. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი სტრატეგიული რესურსია, ბაზარი არ არის დივერსიფიცირებული და თითქმის 100%-ით რუსულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული, როცა ალტერნატივა რეალურად არსებობს.
|
ეკატერინე ბასილაია 16.01.2019
„უნდა დავამთავროთ ის ეპოქა, როდესაც ისე კეთდებოდა ყველაფერი, როგორც სურდა ივანიშვილს. ძალიან ბევრი წლებია ვუყურებთ, როდესაც ქვეყანაში ასე კერძო სურვილებით წყდება საკითხები. ბაბილონის გოდოლი აგვიშენეს, რომელიც ახლა ინგრევა.
|
ია აბულაშვილი 16.01.2019
"ჩემთვის მართლაც გაუგებარია ეს მოსამართლეების თემა და ვერც ვერავინ ამიხსნა, რატომ უნდა იყოს ერთი და იგივე ადამიანი მთელი ცხოვრება, უვადოდ, მომსამართლედ არჩეული, პატრიარქი ხომ არ არის" - ასე ეხმიანება კინორეჟისორი გოგი თორაძე "ქართულ ოცნებაში" დაწყებულ ახალ დაპირიპისრებას, რომელიც პარლამენტში იმ ჯგუფის შექმნას უკავშირდება, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტებაზე უნდა იმსჯელოს.
|
მარიამ ხვედელიძე 16.01.2019
საქართველოში მძიმე სინოპტიკური სიტუაციაა შექმნილი - ხვალ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზვავი, ზღვისპირაქალაქებში კი 4-5 ბალიანი შტორმი.
|
მარიამ ხვედელიძე 16.01.2019
„მათ სჭირდებათ, რაც შეიძლება შეზღუდონ ადამიანების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მურუსიძეებით და ჩინჩალაძეებით დააკონმპლექტონ სასამართლოს სიტემა," - ეს განცხადება იურისტმა, ზაზა ხატიაშვილმა პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ კანონში ცილისწამებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
|
აკაკი გვიმრაძე 16.01.2019
ლუბლინი ყველაზე პოლონური ქალაქია პოლონეთში და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი, რაც კი ამ ქვეყანაში აქამდე მინახავს. ეს არის ქალაქი, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, უნიკალურობა, ნამდვილობა და რეალურობა.
|
ელზა პაპოშვილი 16.01.2019
„ქართულმა ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანიდტები შესაძლოა სასამართლო სისტემის გარეთ მოძებნოს. თუმცა გუნდში ამ საკითხზე მზაობა რამდენად იქნება ჯერჯერობით, უცნობია. ამ ეტაპზე ამის შესახებ მხოლოდ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილი გამოთქვა მზაობა.
|
ეკატერინე ბასილაია 16.01.2019
ორი დღეა, მცხეთის ჯვრის მონასტრის შესასვლელი დაკეტილია და არავინ იცის, როდის გააღებს კარიბჭეზე დადებულ დიდ ბოქლომს ტაძრის წინამძღვარი, რომელიც კატეგორიულად ითხოვს, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან სუვენირებითა და სხვა ნივთებით მოვაჭრე ადგილობრივები გაყარონ.
|
ელზა პაპოშვილი 16.01.2019
"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების ახალი ტალღა იწყება. დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ჯგუფია, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტების შესახებ უნდა იმსჯელოს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფი გადახალისდება და დადგინდება, ვინ იქნებიან ამ ჯგუფის წევრები. კობახიძე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა ახალ შემადგენლობაში ეკა ბესელია, რაც, სავარაუდოდ, მათ შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდება.
|
თამარ მუკბანიანი 16.01.2019
კერძო ბიზნესი საპენსიო რეფორმით გათვალისწინებული 2%-ის გადახდას არ აპირებს. დამსაქმებლები ამას კანონის გვერდის ავლითი გზების გამონახვით ახერხებენ. კომპანიების ნაწილმა დასაქმებულებს ხელშეკრულების ფორმა შეუცვალა და თავი ასე აარიდა დამატებით ხარჯს. ზოგან თანამშრომლებს შეუთანხმდნენ, რომ აღნიშნული 2%-ის გადახდას მათ დააკისრებენ. პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ მთავრობა ასეთი ფაქტების წინაშე უძლურია.
|
თამარ შუკვანი 16.01.2019
"მურუსიძის თემა სააკაშვილისათვის ყელზე ჩამობმული ლოდი იყო. მაშინდელი ოპოზიცია და საზოგადოება იბრძოდა იმისათვის, რომ ასეთი სასამართლო როგორმე გამოესწორებინა ან პერსონები, ვინც ამ პროცესებში იღებდა მონაწილეობას, სასამართლო საქმიანობას მაინც ჩამოშორებოდა. ეს თემა მათთვის იყო მტკივნეული. იმ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება ცდილობდა, ეს საქმე ერთ თვეში "მოემთავრებინა", ამ გამოსვლამ საზოგადოებრივი ეფექტი შეიძინა", - აღნიშნავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
|