ელზა პაპოშვილი 12.01.2019
დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობაში და დაანონსებული შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში - ამბოხებული დეპუტატების ბედი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გადაწყდება.
|
ია აბულაშვილი 12.01.2019
"ბიძინა ივანიშვილმა "ოცნებიდან" ჯერ მასში შემავალი პარტიები მოიშორა, ახლა ინდივიდებზე გადავიდა და ცდილობს, პარტიაში მკაცრი წესები დაამყაროს" - ასე ეხმიანება მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს პოლიტოლოგი გია ნოდია.
|
თამარ შუკვანი 12.01.2019
"პროცესი დაწყებულია, პოზიციები, თითქმის, - გარკვეული. ფაქტობრივად, დაშლილი არიან. გააგრძელებენ თუ არა უმავლესობაში ყოფნას, ამ ეტაპზე, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გაყოფილი პოზიციები გამოკვეთილია; ისინი, ვინც არ ეთანხმებიან მოსამართლეთა დანიშვნის ამგვარ წესს და მისი მოწინააღმდეგეები," - აღნიშნა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
|
მარი ჩიტაია 12.01.2019
ახალი წლიდან მოქმედმა რეგულაციებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საყრდენი გამოაცალა. სწრაფი სესხების კომპანიები საფინანსო ბაზარს ტოვებენ და ეს ტენდენცია მთელი 2019 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სპეციალისტების განცხადებით, მიკროსაფინანსოებს სესხების გაცემის მექანიზმი მაქსიმალურად შეეზღუდათ და ისინი საქმიანობას ვეღარ ახერხებენ.
|
მარი ჩიტაია 12.01.2019
ხალხს გაძვირებული პურის საბოლოოდ შეაჩეჩეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხით მთავრობა დაინტერესდა და პურის გაძვირების მიზეზს კონკურენციის სააგენტო პრემიერის უშუალო დავალებით სწავლობს, მომხმარებელს პური არ გაუიაფდება. მეტიც, ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ 1 ლარით გაძვირდა ფქვილი, რასაც მეპურეები რუსული ხორბლის გაძვირებას უკავშირებენ. იანვრიდან მოყოლებული, 1 ტონა ხორბლის ფასი 800 ლარია.
|
ეკატერინე ბასილაია 11.01.2019
ცხინვალის რეჟიმმა ახალგორიდან დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა აკრძალა და ახალგორთან არსებული ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. მათი განცხადებით მიზანი „ღორის გრიპის" შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებაა.
ე.წ. საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება, იმავე მიზეზით, მიიღო სოხუმის რეჟიმმა და ენგურის ხიდზე 2 თვით კარანტინი გამოაცხადა. ამ დროისთვის აფხაზეთიდან მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლები და ის ადამიანები გადმოდიან, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.
|
ია აბულაშვილი 11.01.2019
"ძნელი სათქმელია, ბესელიას ჩართვა ორშაბათს იქნება თუ არა არსებითი ცვლილებების მომტანი. გააჩნია, რა აქვს მას სათქმელად მომზადებული. ხშირად არის მუქარა, აი, ვიტყვიო, მაგრამ მერე არსებითი არაფერი ითქმება-ხოლმე. ამიტომ შეიტანს თუ არა რაიმე ცვლილებებს ბესელია ამ პროცესში, ეს ცოტა გაზვიადებულად მეჩვენება" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ეკა ბესელიას მუქანარევ პასუხს ივანიშვილის განცხადებაზე.
|
ელზა პაპოშვილი 11.01.2019
გასული წლის ოქტომბერში გორში სასტიკად მოკლული ცხრა წლის გოგონას, ნანა ბერიაშვილის საქმეში რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. მის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვე გაუხანგრძლივდა. ამის მიზეზი კი გამოძიებაში არსებული გარკვეული სამხილების არარსებობა გახდა. „რეზონანსთან“ გოგონას ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური და პაპა გოჩა ბერიაშვილი არ გამორიცხავენ, რომ იაგო ნებიერიძეს ბავშვის გვამის მოშორებაში ვიღაც ეხმარებოდა.
|
მარიამ ხვედელიძე 11.01.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა ფაქტობრივად, არ მომხდარა. ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ანა დოლიძესთან ერთად აპირებს, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინოს.
|
თამარ შუკვანი 11.01.2019
„ეს დღეს რომ ხდებოდეს, რა თქმა უნდა, არ დავუჭერდი მხარს. ამ ეტაპზე, იძულებული ვიქნებოდი, მხოლოდ საზოგადოების განწყობით მეხელმძღვანელა, რომელიც დღეისათვის არსებულ მოცემულობას არ ღებულობს. მე პირადად უკამრისობის გრძნობა მაქვს, გარკვეულ ინფორმაციას შესაძლოა არ ვფლობდე, თუმცა მნიშვნელოვანია დინამიკაში წარმოვიდგინოთ, საბოლოოდ რა შედეგი მოყვება," - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია „რეზონანსთან" საუბრისას.
|
მარიამ ხვედელიძე 11.01.2019
მოსალოდნელია თუ არა თებერვალსა და მარტში სეზონური გრიპით დავირუსებულთა შემთხვევების ზრდა? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირის წინასწარი მონაცემებით, შემთხვევების ზრდა არ უნდა დაფიქსრიდეს.
|
ია აბულაშვილი 11.01.2019
"ჯერ- ჯერობით "ოცნებას" დაშლა არ ემუქრება, შემდგომი განვითარების ტენდენციები კი საგაზაფხულო სესიაზე გამოიკვეთება" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|