ია აბულაშვილი 11.01.2019
"არა მგონია ასეთი თავსატეხი იყოს მოსამართლეების თემა, რადგან ზედაპირზე დევს მოქმედებები ადმიანისა, რომელიც წლების განმავლობაში გახლავთ ქვეყნის კადრებთუხუცესი. როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო დიდი ღელვა, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მისთვის პერსონალურად მიუღებელია, სასწრაფოდ მოგვარდეს, დანარაჩენებს კი თავში ქვა უხლია" - ასე აფასებს მმართველ გუნდში შექმნილ სიტუაციას პოლიტიოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
|
ეკატერინე ბასილაია 11.01.2019
"ქართულ ოცნებაში" ე.წ. ძველ და ახალ სახეებს შორის უკვე მეორედ აგორებულ დიდ ბრძოლაში, როგორც იქნა, მთავარი ინტრიგა - ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა და საგანგებო განცხადებით ის ღიად დაუპირისპირდა ეკა ბესელიას, ვისაც "გუნდისა და გუნდურობის პრინციპის დარღვევაში" დასდო ბრალი და ამით ასევე ნათლად გამოაჩინა, რომ ის ე.წ. ახლების მხარეს დგას.
|
თამარ შუკვანი 11.01.2019
"იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომლებიც გასარკვევია. მაგალითად ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღნიშნულ პერსონალს მძღოლთან ერთად. არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისათვის, რომ ეს მედპერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია.
|
მარი ჩიტაია 11.01.2019
საქონლის ხორცზე მოთხოვნაც და ფასიც გაზრდილია. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასი მატულობს და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. სანაცვლოდ, იაფდება ღორის ხორცი და იგი დაბალ ნიშნულზე კარგა ხანი შენარჩუნდება. პირველ შემთხვევაში, პრობლემა წარმოების სიმცირეა. რაც შეეხება ღორის ხორცს, ბოლო პერიოდში ღორის მოშენება საკმაოდ ორგანიზებული გახდა, რაც უკრაინიდან გოჭების შემოყვანას უკავშირდება.
|
თამარ მუკბანიანი 11.01.2019
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი შესაძლოა, მაინც ძალაში დარჩეს. მგზავრობის ღირებულება ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლომდე 1.50 ლარს შეადგენდა, მაგრამ მძღოლების გადაწყვეტილებით ის 2 ლარი გახდა. მერიის თავდაპირველი პოზიცია ძველი ტარიფის უპირობო შენარჩუნება იყო, ბოლო გადაწყვეტილებით კი შეიქმნა შემსწავლელი კომისია, რომელიც მის მიზანშეწონილობას დაადგენს.
|
თამარ მუკბანიანი 11.01.2019
დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე ამოქმედდა, თუმცა მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, ვისთვის და რა ვადით არის სავალდებულო რეფორმაში ჩართვა ან ვის უნდა მიმართონ 40 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა, თუ არ სურთ დაგროვება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ახალი მიღებულია პარლამენტში, უკვე მუშაობენ შესატან ცვლილებებზე, საპენსიო ფონდში კი "რეზონანსის" კითხვებს არ პასუხობენ.
|
ეკატერინე ბასილაია 10.01.2019
რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა იძაბება და შესაძლოა, მოსკოვმა დასავლეთის ტერიტორიაზე მისი ერთადერთი მოკავშირეც დაკარგოს, ბელარუსის სახით. ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვიდან ითხოვს, რომ ნავთობის სფეროში რუსეთის მიერ ახალი საგადასახადო წესი შემოღების გამო მას კომპენსაცია გადაუხადოს. პლუს, ბელარუსის ლიდერი აცხადებს იმასაც, რომ მისი ქვეყნის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო მიერთებაზე საუბრები უნდა შეწყდეს და "აქ არავინ არავის წახრის".
|
ია აბულაშვილი 10.01.2019
"ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ, დღეიდან დაიწყოს ცვლილებები, რადგან ამ შემადგენლობით "ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მმართველ გუნდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 10.01.2019
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დუმილს არღვევს და პარტიაში დაწყებულ დაპირისპირებას კრიტიკული "ეპისტოლეთი" პასუხობს. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კარგად ჩანს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ივანიშვილი ვის მხარეს დგას. წერილიდან ირკვევა, რომ პარტიის თავმჯდომარე ეკა ბესელიათი უკმაყოფილოა. თუმცა ანალიტიკოსების და დეპუტატების ნაწილმა მისი განცხადების შინაარსი სრულიად სხვაგვარად აღიქვა და ფიქრობენ, რომ ივანიშვილის ბესელიას მიმართ კრიტიკა კობახიძის მხადაჭერას არ ნიშნავს. ამიტომაც საზოგადოების ნაწილი ვერ ჩამოყალიბდა ივანიშვილი, ვის ლობირებს.
|
მარიამ ხვედელიძე 10.01.2019
"საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე," - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მირიან ივანუშამ სეზონურ გრიპთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ხელმძღვანელის განცხადებით კი საქართველო ეპიდემიის ზღვარზე არ არის.
|
მარიამ ხვედელიძე 10.01.2019
"მმართველი გუნდის მხარდაჭერა ამ სიისადმი ცხადია," - ეს განცხადება თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დეკომპლექტებასთან დაკავშირებით გააკეთა.
|
თამარ შუკვანი 10.01.2019
„ალბათ, დარეგულირდება სიტუაცია. ყველანაირად უნდა ვეცადოთ საერთო ენა მოინახოს და ნორმალურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რაც ქვეყნას წაადგება. ნუ დავარქმევთ დაპირისპირებას. ეს არის განსჯის საგანი და ზუსტად იმიტომ, მოხდა შეჩერება მოსამართლეების განხილვის, რომ ეს ძირეულად იქნას განხილული. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ სანამ, არ იქნება კონსენსუსი," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|