მარიამ ხვედელიძე
20.01.2019

 გერმანიის ბუნდერსტაგმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას ითვალისწინებს. თუკი გერმანიის ზედა პალატამ - ბუნდესრატმა აღნიშნული კანონპროექტი დაამტკიცა, მაშინ გერმანია ევროპის იმ 9 ქვეყნის სიას შეემატება, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ვერ მიიღებენ.

თამარ შუკვანი
20.01.2019

 „თუ არ დაკმაყოფილდა და ყველა სასამართლო ინსტანციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ კანონმროჩილი ხალხი ვართ და ამ ჯარიმას გადავიხდით. თუმცა, ვფიქრობ, შესაძლოა სხვა შედეგი დადგეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო სამართლიანი იქნება," - აღნიშნავს „პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო შტაბის უფროსი, გოჩა თევდორაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ტატა შოშიაშვილი
19.01.2019

 რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური სკანდალია ატეხილი, რომელმაც უკვე საკმაოდ მკვეთრი სახე მიიღო. კერძოდ, რუსეთი აზერბაიჯანს ეთნიკური ნიშნით სომხური წარმოშობის მქონე რუსეთის მოქალაქეების აზერბაიჯანში არშეშვებას და საზღვრიდან უკან გამოშვებას ედავება.

მარიამ ხვედელიძე
19.01.2019

 გრიპის შემთხვევების მატებასთან ერთად ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაცაა. დაავადების პრევენციის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეული მოქალაქის წითელაზე ვაქცინაციის ჩატარების ხარჯი თავად დაფაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია ვაქცინაცია სრულიად უფასოდ გაიკეთოს.

რეზონანსი
19.01.2019

 პოლიტიკური ექსპერტის ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პოლიტიკა ქუჩური გარჩევების სივრცე არ არის და მსგავსი ქმედებები არაეთიკურია. ასეთი შეფასება მან დედაქალაქის მერ კახა კალაძის გაცხადებასა და ამაზე ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის პასუხზე საუბრისას გააკეთა.

მარიამ ხვედელიძე
19.01.2019

 ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა. აპირებს თუ არა პარლამენტი ორსული ქალებითვის ბავშვის სქესის წინასწარი გამხელის აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვასა და მიღებას?

ტატა შოშიაშვილი
19.01.2019

 რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს „ისკანდერის" ტიპის სარაკეტო სისტემა გადაისროლა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 430 კმ-შია განთავსებული. ამის შესახებ, სატელისტურ ფოტოებზე დაყრდნობით, ამრიკული „ფოქს ნიუსი" იუწყება.

მარი ჩიტაია
18.01.2019

 ღორის გრიპმა ტურიზმის სექტორს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ახალი წლიდან მოყოლებული, ტურისტები, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჯავშნებს მასიურად აუქმებენ. სამთო კურორტებზე მდებარე სასტუმროებში ამბობენ, რომ დამსვენებლების სიმცირეა, რადგან ღორის გრიპის შიშით ისინი საქართველოში დასვენებაზე უარს ამბობენ. საუბარია იმაზეც, რომ რუსეთი აქტიურად ეწევა ანტიქართულ კამპანიას და მოსახლეობას აფრთხილებენ ყველა შესაძლო რისკზე, რაც შეიძლება მათ საქართველოში დასვენების შემთხვევაში შეიძლება შეექმნათ.

ელზა პაპოშვილი
18.01.2019

 ტრაგედია დიდ დიღომში, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების საგნად გადაიქცა. ოპოზიცია და თბილისის მერი კახი კალაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მომხდარ ტრაგედიაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" კახა კალაძის დაკითხვა მოითხოვა და განაცხადეს, რომ „ყაზტრანსგაზთან" ქალაქის მერია დაკავშირებული და რეალურად კომპანიის არაფორმალური მმართველი ის არის. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძემ ამ ტრაგედიაში თავისი წვლილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ეკატერინე ბასილაია
18.01.2019

 რუსული მედია აღშფოთებით წერს, რომ აფხაზეთში რუს ბიზნესმენებზე ნადირობაა გამოცხადებული და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ორ მოქალაქეს დაესხნენ თავს, ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დაბრმავდა.

თამარ შუკვანი
18.01.2019

 ორი დღის წინ მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 16 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერი გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანია. ასევე, დაშავდა 8 ადამიანი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×