ეკატერინე ბასილაია
24.01.2019

 ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების გადაწყვეტილებით, დანარჩენ საქართველოსთან ჩაკეტილი ე.წ. საზღვრების გამო თითქმის ორი კვირაა, ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია.

ელზა პაპოშვილი
24.01.2019

ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ბიძინა ივანიშვილითან შეხვედრას ელოდებიან - რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებთან დაკავშირებით, ხუთშაბათს  საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გახდება ცნობილი.

მარი ჩიტაია
24.01.2019

 "ღორის გრიპის" გამო ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვამ ოკუპირებულ რეგიონებში სერიოზული პრობლემა შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, სურსათი და მედიკამენტები საშინლად გაძვირდა და ხალხი მათ შეძენას ვერ ახერხებს. ამ მხრივ ცხინვალში უფრო რთული ვითარებაა, რადგან ერთ კვირაზე მეტია, დიდთოვლობის გამო როკის გვირაბი ჩაიკეტა და რეგიონში ტვირთის შეტანა ვერ ხერხდება.

თეო გუდავაძე
24.01.2019

 ევროპიდან დეპორტით უკან გამობრუნებული ქართველების რაოდენობა ყოველდღე მატულობს. სამშობლოში ჩამოსული ადამიანები თავიანთ პრობლემებზე დაუფარავად საუბრობენ. ფაქტია, რომ შენგენის ზონაში ჩასვლა და იქ არალეგალურად დასაქმება თანდათან შეუძლებელი ხდება. საფრთხე შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც დაემუქროს.

ელზა პაპოშვილი
24.01.2019

 შვილის მკვლელობაში ბრალდებული 4 წლის გოგონას დედა დუმს. გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული დედა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ამჟამად ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

თამარ მუკბანიანი
24.01.2019

 ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკვე მთლიანად სეპარატისტებს მიაქვთ უფასოდ. მიზეზი აფხაზეთში გაზრდილი მოხმარებაა. უკვე გაჩნდა ეჭვი - ხომ არ ყიდიან სეპარატისტები დენს, რომელიც ჩვენგან მოსახლეობისათვის უფასოდ მიეწოდებათ?

თამარ შუკვანი
23.01.2019

 „ეს საკითხი ფედერაციის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ფედერაციის აღმასკოვი უნდა შეიკრიბოს, იმსჯელოს. შემდეგ კი, რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდნენ," - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგა) გეგეშიძის დაკავებასა და სპორტსმენების ნაწილის მიერ გამართულ მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით „რეზონანსი" საპარალამენტო უმრავლესობის წევრს, შოთა ხაბარელს ესაუბრა.

ია აბულაშვილი
23.01.2019

 "ივანიშვილი ამ ხალხს სერიოზულ თემებზე სასაუბროდ იწვევს, აბა რისთვის ხვდება, ფეხბურთზე სალაპარაკოდ ხომ არა? "ოცნება" მმართველი ძალაა და სწორედ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე. ან უნდა თქვან, შეუძლიათ თუ არა, ან თქვან რომ არ შეუძლიათ; მაშინ გამოჩნდება საზოგადოებაში სხვა ძალა, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვართ მზად და ავიღებთ ხელში მართვის სადავეებსო" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელვა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებთი გაესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
23.01.2019

 შავ ზღვასა და ბალტიის ზღვაში აშშ-ის დიდი სამხედრო გემების ყოფნა მოსკოვში დიდ აღშფოთებას იწვევს. კეთდება განცხადებები, რომ დაახლოებით 200 „ტომაჰავკით" აღჭურვილმა ამერიკულმა საომარმა გემებმა ლამის ალყაში მოაქციეს რუსეთი და მათ ქმედებებს დიდი ხანია ყურადღებით აკვირდება მოსკოვი.

რუსული პრესის თანახმად, ადგილობრივი ექსპერტები იმასაც შიშობენ, რომ შავი და ბალტიის ზღვებზე ამერიკულ ესკადრას ფრთოსანი რაკეტების ერთი ზალპით შეუძლია მთელი რუსული ფლოტის განეიტრალება.

თამარ შუკვანი
23.01.2019

 "ქართული ოცნების" იმ დეპუტატებმა, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიასა და პარტიის ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდნენ, ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების" თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის სამუშაო კაბინეტში შეხვედრა გამართეს.

თამარ შუკვანი
23.01.2019

 გრიპის დიაგნოზით გარდაიცვალა 33 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან, ოჯახის მოთხოვნით, ტრაპიზონის კლინიკაში გადაიყვანეს. იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ია აბულაშვილი
23.01.2019

 "გაერთანებული ოპოზიცია გრძნობს, რომ ინიციატივას კარგავს და როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ახალ ვირტუალურ მოძრაობას ქმნის ნაციონალურ მოძრაობა 3-ს" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია მიხეილ სააკაშვილის მიერ 10 თებერვალს, ბელგიაში საქართველოში ემიგრანტებთან ერთად დაბრუნების კონკრეტული თარიღის დაანონსებას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×