ია აბულაშვილი 28.01.2019
როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე. მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული ოფისი". ამას მოჰყვა ის, რომ იმ განძეულობის ოფიციალური მფლობელი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ საფრანგეთში გაიტანა და მის მესაკუთრედ მიიჩნეოდა, საფრანგეთის მთავრობა ხდებოდა. ამ მდგომარეობით შეშფოთებული ექვითმე თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს გადასცემოდა და მოხსენებითაც მიმართა. საქართველოში კი მეგობარ მეცნიერებს სთხოვდა, რომ ქართული განძის სავალალო მდგომარეობაზე მაშინდელი ხელისუფლებისთვის მიეწვდინათ ხმა.
|
ია აბულაშვილი 27.01.2019
"ეს მოსამართლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. მთელი შემადგენლობა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ერთი წარმომადგენელი შეიძლება იყოს კომისიის წევრი, ამით არაფერი დაშავდება“, - ასე ეხმიანება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელშიც მოსამართლეთა სკანდალური 10-კაციანი სიის 8 მოსამართლის მონაწილეობა დაპირისპირების მიზეზი გახდა.
|
ტატა შოშიაშვილი 27.01.2019
„რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრისათვის, რომელსაც დეტალებში ჩახედვის ვალდებულება არ აქვს, ალბათ, მისაღები იქნებოდა მათ გარეშე (10 მოსამართლის) ამის გაკეთება", - ასე შეაფასა უმრავლესობის წარმომადგენელმა რომან კაკულიამ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განმსაზღვრელ სამუშაო ჯგუფში იმ მოსამართლეების მონაწილეობა, რომლებიც პარლამენტისათვის წარდგენილ სკნდალურ სიაში იყვნენ.
| |
ელზა პაპოშვილი 27.01.2019
საქართველოს მცოცავი ანექსია გრძელდება. უკვე ორი დღეა, რაც სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალი მავთულხლართი გაავლეს და ადგილობრივი ოჯახის, ბატონისაშვილების ბაღი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს.
|
ტატა შოშიაშვილი 27.01.2019
„არ ვიცი და არც მაინტერესებს, რა ცვლილებებს ითხოვს „ევროპული საქართველო", რადგან ამ საკითხისადმი მაქვს ჩემი დამოკიდებულება. ვიმსჯელებ ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მომეჩვენება გონივრულად და არ მაინტერესებს ვინ დააყენებს ამ წინადადებას", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მოსამართლეთა შერჩევის სამუშაო ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის მოთხოვნას.
|
ტატა შოშიაშვილი 27.01.2019
გასულ ღამეს აშშ-მა და კანადამ საკუთარ სამხედრო-საჰაერო ძალების ხუთი თვითმფრინავი გაააქტიურა, რათა ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის თავზე 2 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენისა და რაკეტმზიდის, „ტუ-160"-ების ფრენა გაეკონტროლებინა. მიზეზი ის იყო, რომ რუსული ბომბდამშენები კანადის საზღვარს მიუახლოვდნენ და მათი მხრიდან კანადის საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხე გაჩნდა.
|
თამარ შუკვანი 26.01.2019
„ეს „პრინციპული გადაწყვეტილება“ ჯერ არ გვინახავს რაში მდგომარეობს. ზოგადი საუბრები მოვისმინეთ ამ „პრინციპული გადაწყვეტილების“ შესახებ, მაგრამ რას წარმოადგენს, - ქაღალდზე დაწერილია თუ ჩამოყალიბებული - არ ვიცით. შეიძლება ის ბუნებაშიც არ არის და მხოლოდ მონახაზის დონეზე არსებობს. ვიდრე ამ „პრინციპულ გადაწყვეტილებას“ საჯაროდ წარმოდგენილს არ ვიხილავთ, მანამდე რთულია გავიგოთ, საერთოდ რა გადაწყვეტილებამდე მივიდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, - აცხადებს ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 26.01.2019
ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესაჩევად სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. იქნებიან თუ არა ამ სამუშაო ჯგუფში იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მომხრე დეპუტატები?
|
რეზონანსი 26.01.2019
წითელას მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძე განაცხადა, რომ ყველამ უნდა გამოიყენოს შანსი და გაიკეთოს უფასო ვაქცინა წითელას წინააღმდეგ. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში იქნება ეპიდ აფეთქება, რომელიც კონცენტრირებულია ძირითადად ოთხ რეგიონში - ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში.
|
თამარ შუკვანი 26.01.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ტყვარჩელის რაიონ სოფელ წარჩეს მკვიდრი, 1962 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე გია ფარულავა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა და სოხუმის იზოლატორში იმყოფება.
|
ეკატერინე ბასილაია 25.01.2019
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და აშშ-რუსეთს შორის ამ დიდ გეოპოლიტიკური თამაშის პროცესში დიდი შფოთია ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებში, რომ რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში ისინი კრემლის ფულით ნაყიდ „აღიარებას" კარგავენ, რაც მათთვის „საგარეო ფლანგზე უდიდესი დარტყმაა".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|