ეკატერინე ბასილაია 25.01.2019
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება - აქციების ლიდერი დროებით პრეზიდენტად გამოცხადებული ოპოზიციონერი, პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდოა, მადურო კი ძალაუფლების დათმობას არ აპირებს და მომიტინგეებს სასტიკად უსწორდება, უკვე 16 ადამიანია გარდაცვლილი. არსებობს საფრთხე, რომ პროცესი სამოქალაქო ომშიც გადაიზარდოს.
|
თამარ მუკბანიანი 25.01.2019
ტექდათვალიერების ცენტრებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი რიგებია. მანქანებს, რომლებსაც ტექდათვალიერების გავლა იანვარში ეკუთვნით, საათობით უწევთ ლოდინი. გარდა ცენტრების სიმცირისა, მიზეზი მძღოლების დაგვიანებული მიმართვაცაა. აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ორი კვირის ვადაში ქვეყანას კიდევ 20 ახალი ცენტრი შეემატება.
|
მარი ჩიტაია 25.01.2019
დასაქმების აღრიცხვის მეთოდოლოგიის შეცვლა უმუშევრობის მაჩვენებელს დაახლოებით 20-25%-ით გაზრდის. შესაძლოა, მან შრომით ბაზარზე არსებული ვითარება ზუსტად ვერ ასახოს, მაგრამ გამოასწორებს მდგომარეობას და ქვეყანას ექნება ისეთი სტატისტიკა, რომელიც რეალობას შეესაბამება. ყოველ შემთხვევაში, როგორც ექსპერტები აცხადებენ, "თეთრს შავად არავინ მოგვაჩვენებს". ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებლები გაუარესდება, მაგრამ მეთოდოლოგიის შეცვლით მიღებული შედეგი რეიტინგულ უკუსვლას გადაწონის.
|
ეკატერინე ბასილაია 24.01.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ისტერიული განცხადებები და „ფეისბუქ“ თავდასხმები გრძელდება. ამჯერად მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი საკუთარ 12-კაციან „შავ სიას“ აქვეყნებს, რომელშიც ის არასამთავრობოები, პოლიტიკოსები, საბჭოს ის არამოსამართლე წევრები შედიან, ვინც მოსამართლეების შესახებ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ და აცხადებს, რომ სწორედ ამ ადამიანების წაქეზებით მას ქუჩაში ემუქრებიან. მეთოფიშვილი ხელისუფლებასაც საყვედურობს - „რას ელოდებით, სანამ ქუჩებში დახოცვას არ დაგვიწყებენ?“
|
თამარ შუკვანი 24.01.2019
ხუთშაბათს, 24 იანვარს „ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა. მთავარი სამსჯელო თემა უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სია და შერჩევის კრიტერიუმები იყო. შეკრებას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
| |
ელზა პაპოშვილი 24.01.2019
ცხრა წლის შვილის გაუპატიურებაში მსჯავრდებულმა ვ.მ.-მ რუსთავის N6-ე დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ „რეზონანს“ მისმა უფლებადამცველმა მზია თოდუამ აცნობა. მისი თქმით, ვ.მ-ს რეალურად დანაშაული არ ჩაუდენია და ის 2016 წელს უკანონოდ დააკავეს. ადვოკატს ამის დამადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნა მოჰყავს, რომლის თანახმად, გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება და ამბობს, რომ მსჯავრდებული კარგად დადგმული სცენარის მსხვერპლი გახდა.
|
თამარ შუკვანი 24.01.2019
„ყველა შევთანხმდით, რომ ეს პროცესი ისე არ უნდა წარმართულიყო, როგორც წარიმართა და აუცილებელია, პროცესი იყოს ღია და გამჭირვალე იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მხოლოდ ღირსეული კანდიდატის შერჩევა.
|
მარიამ ხვედელიძე 24.01.2019
იურისტის ლია მუხაშავრიას განცხადებით, შესაძლოა ის პირები, ვინც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშიარიან შეყვანილი, ევროპის ქვეყნებში შესვლისთანავე დააპატიმრონ.
|
ია აბულაშვილი 24.01.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ ბოლო დღეებში დაიწყო მოსამართლეების დევნა და ხშირად ისმის მუქარა. იგი ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს და საერთშორისო ორგანიზაიცებს მიმართავს, ნუ იქნებიან „პასიური მაყურებლის როლში“ და ყურადღება გაამახვილონ იმ განცხადებებზე, რომელიც მოსამართლეების მიმართთ კეთდება.
|
თამარ შუკვანი 24.01.2019
„შემადგენლობის გადახედვა არ ვიცი სამართლებრივად როგორ შეიძლება დარეგულირდეს. არ ვიცი გადადგებიან თუ არა სხვები - ეს არის სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა და ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა საჭიროა," - ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „რეზონანსთან"უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფზე არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.
|
მარიამ ხვედელიძე 24.01.2019
საქართველო არ სცნობს ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდოს აღიარებს. შესაბამისი განცხადება ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა თავის „ტვიტერზე“ განათავსა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|