თიკო ოსმანოვა
10.04.2017

 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დასასრულს უახლოვდება. დღეს და ხვალ ბოლო - მესამე ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომელთაც, დიდი ალბათობით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები სრული შემადგენლობით დაესწრებიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ გააგრძელებს კომისიაში მუშაობას და ვინ - არა.

გვანცა ღვედაშვილი
10.04.2017

 "პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები ღირებულ პოლიტიკურ გზავნილებს არ შეიცავდა. ეს იყო რიგითი პოლიტიკური აქტი, თუ შეიძლება, მას ასე ვუწოდოთ. ამ გამოსვლით მარგველაშვილმა საკუთარ ოპოზიციურ პრეზიდენტობას დამატებითი შტრიხები შემატა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და აქვე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ქმედებები, შესაძლოა, დამოუკიდებელი პოლიტური თამაშის დაწყების სურვილზე მიუთითებდეს.

ნინო ომანაძე
10.04.2017

 აფხაზეთში ე.წ. შსს-ში დაწყებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კონფლიქტი ოკუპირებულ აფხაზეთში კვირის მთავარ მოვლენად იქცა წლის დასაწყისში დე ფაქტო შს მინისტრის-ასლან კობახიას ბრძანების საფუძველზე, სეპარატისტთა ძალოვან სტრუქტურებში თანამშრომლების განთავისუფლება და რიგი განყოფილებების ლიკვიდაცია მოხდა.

თიკო ოსმანოვა
08.04.2017

 გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე საანგარიშო გამოსვლა პარლამენტში შედარებით მოკლე და ლაკონური იყო. ამასთან, ექსპერტების შეფასებით, იგი წინა გამოსვლებთან შედარებით უფრო აკადემიური ტონითაც გამოირჩეოდა. თუმცა, კრიტიკა ამ გამოსლვში საკმაოდ იყო.

გვანცა ღვედაშვილი
08.04.2017

 თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი სახელდება თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებიც. როგორც "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, "ქართული ოცნება" თბილისის მერის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს - მოქმედ პარლამენტარ გრიგოლ ლილუაშვილს, ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძესა და ფინანსთან მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს.

გვანცა ღვედაშვილი
08.04.2017

 ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, რამდენიმე მოწმე ხელახლა დაიკითხა. მათი ახალი ჩვენებები კი თავდაპირველისგან განსხვავდება და გარკვეულ შემთხვევებში წინააღმდეგობაშიც მოდის.

მარიამ ელიაშვილი
08.04.2017

 "ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი საკმაოდ თამამი გადაწყვეტილების მიღებისთვის აღმოჩნდა მზად, რაც მისი წინასაარჩევნო განცხადებებისგან მკვეთრად განსხვავდება", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გუშინ აშშ-ის მიერ სირიის სამთავრობო ძალებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე საუბრისას.

ნინო ქეთელაური
08.04.2017

 "თუ პრეზიდენტი რაღაცნაირად მონახავს საერთოს დანარჩენ ლიდერებთან, მაგალითად, დათო უსუფაშვილთან, ასევე დავით ბაქრაძესთან და ის ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის რჩეული გახდება, მას აქვს შანსი, რომ საკუთარი რეიტინგით გახდეს პრეზიდენტი და არა "ნასესხებით", როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, თსუ-ს პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

გვანცა წულაია
08.04.2017

 ხვალ მართლმადიდებელი სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განსაკუთრებულადაა გაძლიერებული კონტროლი ბზის ჭრაზე.

გვანცა ღვედაშვილი
08.04.2017

 ადვოკატების ცნობით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს, მანამდე კი შიმშილობას აცხადებს. თუმცა, შიმშილობის ფაქტს საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს არა შიმშილობა, არამედ გაძლიერებული მარხვაა.

ნინო ქეთელაური
08.04.2017

 სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურადა გაუსწორდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ამ მოქალაქის ახლობლები ავრცელებენ. დაზარალებული ქართველი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მკურნალობს და მას პოლიცია იცავს, რადგან იგი თურქ მებაჟეებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

ეკატერინე ბასილაია
07.04.2017

 პრეზიდენტი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს მეოთხედ გამოვა და მოლოდინია, რომ მისი სიტყვა მმართველიმ გუნდის საკმაოდ კრიტიკული იქნება და დებატებიც მწვავედ ჩაივლის. "ოცნების" დეპუტატები კრიტიკული შეპასუხებისთვის უკვე ემზადებიან კიდეც.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×