სალომე სარიშვილი
06.04.2017

 ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი განწყობა და პოლიტიკური სურათი არ შეცვლილა, რასაც სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს. ფიქრობს, რომ დღეს კრიზისში არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტაა.

ეკატერინე ბასილაია
05.04.2017

 ოპოზიციური პარტიები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ერთად გამოსვლას გეგმავენ და "ოცნებასთან" ამ ბრძოლაში თანამოაზრეები ხდებიან თვით უკიდურესად დაპირისპირებული ძალებიც - "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსი" და ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა".

ნინო ქეთელაური
05.04.2017

 შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევის იდეას "ნაციონალური მოძრა-ობა" ზუგდიდში აქციით გააპროტესტებს - ამის შესახებ "რეზონანსს" პარტიაში განუცხადეს, სადაც ვერ აკონკრეტებენ, მათ აქციას რომელიმე ოპოზიციური ძალა შეუერთდება თუ არა.

სალომე სარიშვილი
05.04.2017

 "საერთოდ, თანამედროვე სოციოლოგია, როგორც წესი, პროპაგანდისტული მიზნებით უფრო კეთდება ხოლმე; ამ პროცესს პოლიტიკა მეტად ურევია, ვიდრე წმინდა სოციოლოგიური ინტე-რესი," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეცი-ალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აი-რაის) კვლევის შედეგებს აფასებს.

თიკო ოსმანოვა
05.04.2017

 ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როდის დაიწყება ტვირთების ბრუნვის მონიტორინგი ფსოუსა და როკის გვირაბთან. რუსეთმა 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაციას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ ამ დრომდე გაურკვეველია, როდის მოხდება ტექნიკური დეტალების მოგვარება და შვეცარიულ მხარესთან შეთანხმების დოკუმენტურად გაფორმება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის თქმით, ინფორმაციას შვეიცარიელი კოლეგებისგან ელოდებიან.

თიკო ოსმანოვა
05.04.2017

 "საკონსტიტუციო კომისიაში ჩემი წინადადების ნაწილი გათვალისწინებული იქნა, ნაწილი დარჩენილია დღემდე ალრტერნატივის სახით და ახლა მესამე ეტაპზე იქნება. ასე რომ, არის საკითხები, რომლებიც, ვფიქრობ, რომ სწორად გადაწყდა, მაგრამ, ჩემი აზრით, დარჩენილია მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი, რომლებზეც ზუსტად გამიჭირდება იმის თქმა, სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული თუ არა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

ელზა პაპოშვილი
05.04.2017

 ბრიგადის გენერლის, ამირან სალუქვაძის განცხადებით, სანქტ-პეტერბურგის ტერორისტულ აქტს რუსეთის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, ახლო აღმოსავლეთში საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო მეტად განსამტკიცებლად გამოიყენებს.

თიკო ოსმანოვა
04.04.2017

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება. არხის ყოფილმა თანამფლობელებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი დაიბრუნეს, რის გამოც ახალი ამბების ნაცვლად საიტზე დამფუძნებლების მიერ პროკურატურაში შეტანილი საქმის მასალები დაიდება. ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, თავის დროზე "სააკაშვილს სიჩქარის გამო დაავიწყდა" მათთვის საიტის წართმევა. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტრი ნიკა გვარამია მათ პასუხად მომხარებელს ახალ საიტს სთავაზობს. ამბობს, რომ დვალსა და აქიმიძეს სერიოზულად არ აღიქვამს.

ნინო ქეთელაური
04.04.2017

 "ჩემი სურვილია, დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყო," - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ნინო ქეთელაური
04.04.2017

 შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა მის სახლთან მოხდა, ორმა ნიღბიანმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიაყენა.

გვანცა ღვედაშვილი
04.04.2017

 "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრა გუშინ გამართა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრება დააანონსეს. მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე, ე.წ. მოსმენის კანონსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

სალომე სარიშვილი
04.04.2017

 "იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ბიუჯეტი და ეკონომიკა მდგრადი არაა, და შესაბამისად, საშუალება არ გვაქვს, ამდენ თვითმმართველ ერთეულს ფინანსურად ცალ-ცალკე დავეხმაროთ, თვითმმართველობის რეფორმა აუცილებელია. ამ შემთხვევაში მმართველი ძალის პოზიციას აბსოლუტურად ვიზიარებ და მივესალმები," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა და იქვე დასძნეს, რომ თვითმმართველობის რეფორმის იდეას საზოგადოებაც კარგად უნდა ხვდებოდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×