გვანცა ღვედაშვილი 28.03.2017
"მამა გიორგი მამალაძე პატიმრად დარჩენის შემთხვევაში უფრო უსაფრთხოდ იქნება, ვიდრე განთავისუფლებისას. რადგან თუკი დავუშვებთ, რომ მის უკან გარკვეული პიროვნებები დგანან, მაშინ შესაძლოა, გათავისუფლების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება ნაკლებად დაცული იყოს", - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბრალდებული დეკანოზის წინასწარი პატიმრობიდან მისი შესაძლო განთავისუფლების შესახებ.
|
გვანცა ღვედაშვილი 28.03.2017
გაათავისუფლებენ თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობიდან, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც საქალაქო სასამართლო მამა გიორგის წინასწარი ამღკვეთი ღონისძიების ვადის გასვლაზე იმსჯელებს.
|
ეკატერინე ბასილაია 27.03.2017
წელს თბილისის მერის პოსტზე ბრძოლაში ორი ახალი ინტრიგა შემოდის. ერთი, რომ ყველაზე ბრძოლისუნარიან და მთავარ ოპოზიციურ ძალას, "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართულ ოცნებასთან" ომში სავარაუდოდ პირველად ჩაანაცვლებს სხვა, ამჯერად უპარტიო კანდიდატი. ხოლო რადგანაც დამოუკიდებელ კანდიდატად ალეკო ელისაშვილი უკვე სახელდება, "ოცნებიდან" კი კულუარებში საუბარია კახა კალაძის დასახელებაზე, ამ ორ ფიგურას შორის საარჩევნო ბრძოლა იქნება მეორე ინტრიგა და შეთავაზება ამომრჩევლისთვის, რა სურთ მათ - მერი, რომელიც პოლიტიკური ფიგურა იქნება, თუ მერი, რომელსაც ქალაქი აინტერესებს და არა პოლიტიკური ინტრიგები.
|
თიკო ოსმანოვა 27.03.2017
ძმები ყარამაშიშვილების მიერ "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის ტელეკომპანიის კოლექტივისათვის გადაცემა შესაძლოა, ჩაიშალოს ან იმ ფორმით არ მოხდეს, როგორითაც არხის ხელმძღვანელობას წარმოუდგენია. შაბათს ტელეკომპანიაში გამართულ თათბირზე შეირჩა თანამშრომელთა 40-კაციანი ჯგუფი, რომელიც ახალ შპს-ს ჩამოაყალიბებს სახელწოდებით "რუსთავი 2 ჩემია". არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სწორედ ეს შპს უნდა გახდეს.
|
თიკო ოსმანოვა 27.03.2017
უახლოეს მომავალში ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" შესაძლოა, კიდევ ერთი რეფერნუმი ჩაატარდეს. "რესპუბლიკისთვის" სახელის შეცვლის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთთან მიერეთების შესახებ მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. ყოველ შემთხვევაში, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტთან კონსულტაციები უკვე გამართა.
|
გვანცა ღვედაშვილი 27.03.2017
რელიგიური ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაწესებულ განსაკუთრებულ შეღავათს ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.
|
სალომე სარიშვილი 27.03.2017
ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძალად იქცა და მას სხვა ინტერესი არ აქვს, თუ არა რამენაირად საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება.
|
ანი ჩოხელი 27.03.2017
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მოპოვების შემდეგ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იწყებს მზადებას. როგორც "მთელ კვირასთან" საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის მკვლევარი გოგიტა ღვედაშვილი აცხადებს, ხელისუფლებასა და არასამთავრობოებს შორის დაწყებულია ევროკავშირის წესდების 49-ე მუხლთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, რომელიც ევროკავშირში ახალი წევრის მიღებასა და ქვეყნისათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ითვალისწინებს.
|
ნინო ქეთელაური 27.03.2017
პარლამენტი პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, თუ აქამდე შინაპატიმრობა მხოლოდ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ეხებოდათ, ახლა უკვე სრულწლოვნებსაც შეეხებათ და ის ფასიანი სერვისი იქნება, რაც შინაპატიმრობის მოწყობილობის სიძვირით აიხსნება.
|
თიკო ოსმანოვა 25.03.2017
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის" წილის 91%-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები მზად არიან, მიიღონ არხის გენერალური დირექტორის შემოთავაზება და ტელეკომპანია "საქართველოს" საკონტროლო პაკეტი მფლობელობაში გადასცენ არხის თანამშრომლებს. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "საქართველო" "რუსთავი 2"-ის წილის 51%-ს ფლობს.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.03.2017
მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების მოთხოვნით მიმართა. მამალაძის ადვოკატების განცხადებით კი პროკურატურის გადაწყვეტილება დროის გაწელვის მცდილობაა, რადგან დეკანოზისთვის წაყენებული ბრალის დამტკიცებას ვერ ახერხებენ.
|
ნინო ქეთელაური 25.03.2017
თავდაცვის სამინისტრო აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს, სადაც 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან. მსახურების ხანგრძლივობა წელიწადში 45 დღე იქნება და ანაზღაურდება. საპილოტე პროექტების დაწყება 2018 წლიდან იგეგმება.
|