გვანცა ღვედაშვილი 18.03.2017
საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით ვერ ისარგებლებლენ, თუ ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით ითვალისწინებს; ასევე იმ შემთხვევაში, თუ საფრთხეს უქმნიან შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებს, ანდაც უვიზო მიმოსვლის ვადის გადაჭარბების შედეგად დაარღვევენ დაწესებულ 5-წლიან შეზღუდვას და არ გადაიხდიან შესაბამის ჯარიმას.
|
თიკო ოსმანოვა 18.03.2017
"ქალბატონი თეა წულუკიანი ამახინჯებს რეალურ სურათს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან შეცდომები თავად აქვს დაშვებული, რის გამოც პროცესი არასწორად წარიმართა. რომ დაწყებულიყო გამოძიება 2013 წელს, საქართველო ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში საქმეს არ წააგებდა და დღეს არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მათ შორის არც დიდ პალატაში გასაჩივრდებოდა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.03.2017
ბათუმში განვითარებული მოვლენები შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემებზე მიუთითებდეს, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას და არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ მოვლენებში უცხო ქვეყნის ინტერესებიც იკვეთებოდეს.
|
ნინო ქეთელაური 18.03.2017
შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებითი უფლებამოსილება მიენიჭოს, რომლის მიხედვითაც, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა გადაისინჯება.
|
ნინო ომანაძე 18.03.2017
ოკუპირებულ ცხინვალში "საპრეზიდენტო არჩევნების" წინა პერიოდი უკიდურესი დაპირისპირებითა და აქციებით გამოირჩევა. ადგილობრივმა ძალოვნებმა ცხინვალის "მთავრობის სახლს" მეტალის კონსტრუქციები შეოავლეს და გაძლიერებულად იცავენ. დე ფაქტო უშიშროების სამსახურის პირადი შემადგენლობა კი ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი.
|
თიკო ოსმანოვა 18.03.2017
განხორციელებული მასშტაბური ამნისტიის მიუხედავად, პატიმართა რაოდენობის მიხედვით საქართველო კვლავ მოწინავე ქვეყნებს შორისაა. დანაშაული კი ძირითადად ნარკოტიკსა და ქურდობას უკავშირდება.
|
ნინო ქეთელაური 18.03.2017
"როგორც ჩანს, სამთვიანი ვადა იყო იმისთვის, რომ ხელისუფლებას მხოლოდ რამდენიმე საკონსტიტუციო ინიციატივის განხორციელება უნდა, რომელიც აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს", - ამის შესახებ პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახლვლედიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.
|
ვახტანგ შამუგია 17.03.2017
აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მე-7 სამხედრო ბაზამ ს-300 ტიპის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისი ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები შეიტანა.
|
გვანცა ღვედაშვილი 17.03.2017
"პრეზიდენტი ცდილობს, წინასაარჩევნო მოთელვა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს არანაირი პრობლემა არ არის და მარგველაშვილს ასეთი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია", - ასეთ შეფასებას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" მას შემდეგ აკეთებს, რაც პრეზიდენტმა კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" დაიწყო.
|
გვანცა ღვედაშვილი 17.03.2017
პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ კამპანიას "კონსტიტუცია ყველასია", პიარსპეციალისტთა და პოლიტოლოგთა გარკვეული ნაწილი წინასაპრეზიდენტო არჩევნებისთვის გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, ამ კამპანიით მარგველაშვილი, შესაძლოა, წინასაარჩევნო მოთელვას ახორციელებდეს.
|
სალომე სარიშვილი 17.03.2017
ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ერთიანობაში პრეზიდენტის არჩევის წესისა და მისი უფლებამოსილების შეკვეცას მოიაზრებს, მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული ინტერესიდან მომდინარეობს და ის გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგაა მიმართული.
|
თიკო ოსმანოვა 17.03.2017
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება - მომჩივანი მხარე სარჩელზე მუშაობას თვის ბოლოსთვის დაასრულებს.
|