თიკო ოსმანოვა
17.03.2017

 ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 6 პირი დააკავეს. ოღონდ ამჯერად საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" საფუძველზეა აღძრული.

ეკატერინე ბასილაია
17.03.2017

 მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" უკვე გადაწყვიტა, რომ 2023 წლიდან პრეზიდენტს ხალხი არ აირჩევს და ამის გამო კრიტიკასაც არ მიიღებს, საკონსტიტუციო კომისიაში ახლა უკვე არაპირდაპირი არჩევის წესის მოდელებს განიხილავენ, მათგან ერთია, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს 300-კაციანმა ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიამ, სადაც შევა პარლამენტის 150 დეპუტატი და პლუს, თვითმმართველობებიდან, ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოებიდან 150-კაციანი დელეგაცია.

თიკო ოსმანოვა
16.03.2017

 საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციას რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო. ახლა ორივე მხარემ შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტები უნდა გააფორმოს, რომლის დეტალების შესახებ დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, მოლაპარაკებებში შვეიცარიელები აქტიურად არიან ჩართულები და უკვე თვის ბოლოს გამოიკვეთება საბოლოო სურათი.

გვანცა ღვედაშვილი
16.03.2017

 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხი საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მაინც ვერ მოხერხდა. კომისიის წევრები ვერ თანხმდებიან, სრულად უნდა აიკრძალოს თუ არა უცხოელებზე მიწის მიყიდვა. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს აღნიშნული ცვლილების კონსტიტუციაში ჩაწერის საკითხიც.

გვანცა ღვედაშვილი
16.03.2017

 "დეკანოზმა ეს ყველაფერი აკადემიურად გააფორმა, თუმცა სინამდვილეში, მამა გიორგიმ დაცვის სამსახურს ჩემთან "დალაპარაკებისკენ" მოუწოდა, რათა ჩემზე მომხდარიყო ფსიქოლოგიური, მორალური ან ფიზიკური ზეწოლა, უარეს შემთხვევაში ლიკვიდაცია," - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" მამა გიორგისა და უცნობი ადამიანის სატელეფონო ჩანაწერის კომენტირებისას, რომელიც "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა.

თიკო ოსმანოვა
16.03.2017

 სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე 21-წლიანი მუშაობის შემდეგ "რუსთავი 2"-ს ტოვებს. ჩვენი ინფორმაციით, ობოლაძესთან ერთად "იმედში" სპორტის პროდიუსერი როსტომ წულუკიძეც გადავიდა.

სალომე სარიშვილი
16.03.2017

 "არ გამოვრიცხავ, რომ აჭარაში განვითარებული მოვლენები ნამდვილად სოციალური პროტესტი იყო, რადგან ამ კუთხით ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა როგორც აჭარაში, ისე სხვა რეგიონებშიც, უბრალოდ, აქ სხვა ფაქტები იკვეთება, უფრო ზუსტად კი, ამ პროცესში კონკრეტული ძალის შესაძლო ჩართულობა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.

ნინო ომანაძე
16.03.2017

 12 მარტს სოხუმში "საპარლამენტო არჩევნები" ჩატარდა, ცესკ-ს მონაცემების საფუძველზე, 35 საარჩევნო ოლქიდან 22-ში "არჩევნების" მეორე ტური ჩატარდება, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება.

ნინო ქეთელაური
16.03.2017

 ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1350 პაციენტი სამედიცინო ცენტრ "ურანტში" მომსახურებას ვეღარ მიიღებს, ხოლო ცენტრში დასაქმებული 70-მდე ადამიანი უმუშევარი რჩება - ამის შესახებ "ურანტის" ხელმძღვანელები ზურაბ სიხარულიძე და ზაზა შენგელია აცხადებენ, რომლებმაც გუშინ მთავრობის კანცელარიასთან უვადო შიმშილობა დაიწყეს.

ნინო ქეთელაური
15.03.2017

 რა მოხდა ბათუმში, იყო თუ არა სიტუაცია პროვოცირებული და რა მოწოდებები ისმოდა აქტივისტებისგან? - ეს ის კითხვებია, რომლებიც საზოგადოებაში აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. ამ ინფორმაციის მიღებას "რეზონანსი" უშუალოდ აქციის შემსწრე პირისგან შეეცადა, რომელიც მოვლენებს მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდა.

ნინო ქეთელაური
15.03.2017

 იყო თუ არა ბათუმელების პროტესტი ლოგიკური და ამჟამად როგორ მუშაობენ პატრულის თანამშრომლები ქალაქში - "რეზონანსი" სიტუაციაში გარკვევას შეეცადა.

ეკატერინე ბასილაია
15.03.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ციებ-ცხელება ახლა უკვე 26 მარტს დანიშნული მეორე ტურისთვის გრძელდება, რადგან პირველ ტურში 35 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ 12 "დეპუტატი" აირჩიეს. თანაც, მათი ნახევარი ყოფილი "პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბის გუნდის წევრია, მოქმედი "პრეზიდენტის" გუნდმა კი კრახი განიცადა, მხოლოდ 3 კაცის გაყვანა შეძლო, რის გამოც ქართველი ანალიტიკოსები ბევრად დაძაბულ მეორე ტურს ელოდებიან და აცხადებენ, რომ ხაჯიმბას კლანი 26 მარტს ყველანაირი ხერხით ეცდება, ახლა მაინც არ იწვნიოს დამარცხება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×