გვანცა ღვედაშვილი 25.03.2017
პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის დაპირისპირება გასცდა დაწესებულ ჩარჩოებს და არაჯანსაღ ურთიერთობაში გადაიზარდა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესზე, ისე საერთაშორისო არენაზე - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანასთან საუბრისას აკეთებს.
|
ნინო ომანაძე 25.03.2017
კვირას აფხაზეთის 22 საარჩევნო ოლქში "საპარლამენტო არჩევნების" მეორე ტური გაიმართება, 14 მაისს კი - განმეორებითი "არჩევნები" გუდაუთის #17 ოლქში. სპეციალისტთა უმეტესობა ვარაუდობს, რომ დე ფაქტო მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო უმრავლესობის მოპოვებას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს.
|
ნინო ქეთელაური 24.03.2017
"ამ ფაქტმა გვანახა, რომ ტერორმიზმისგან არცერთი ქვეყანა არ არის იმუნური და მათ შორის არც ბრიტანეთი, მიუხედავად ყველაფრისა", - აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებშიც განმეორდეს.
|
თიკო ოსმანოვა 24.03.2017
"ამ ეტაპზე ერთი შემიძლია გითხრათ, სრულიად ცალსახად და მკაფიოდ - არ არსებობს არანაირი გეგმა, შეთანხმება, რომ ხვალ მე და გიორგი მარგველაშვილი ვითანამშრომლებთ. მაგრამ ამასობაში არ არსებობს არანაირი აკრძალვა, ტაბუ, რომ მე როგორ გავეკარები გიორგის, ან ის როგორ გამეკარება მე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
|
სალომე სარიშვილი 24.03.2017
"აქციზებისა და ფასების გაზრდამ სოციალური პროტესტი საგრძნობლად გაზარდა. თუ უფრო მეტად არა, სამუშაო ადგილების დეფიციტი ისევ ისეთივეა, როგორიც ადრე იყო, ამიტომ ბუნებრივია, ეს განწყობა, საზოგადოებაში მატულობს, რაც ძალიან სახიფათოა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.
|
ელზა პაპოშვილი 24.03.2017
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადებით, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო. ხუხაშვილის თქმით, ვეტოს დადება მისი უფლება კი არა, პირდაპირი ვალდებულება იყო.
|
თიკო ოსმანოვა 23.03.2017
დიმიტრი ობოლაძისა და სპორტულ პროდიუსერ როსტომ წულუკიძის შემდეგ "რუსთავი 2"-დან "იმედში" გადასვლაზე, კულუარული ინფორმაციით, ფარული მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ადამიანთან წარმოებს. უფრო მეტიც, ერთი მათგანის დათანხმება უკვე მოახერხეს. ისინი ძირითადად ტელევიზიის ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. "რუსთვი 2"-ის გენერალური დირექტორი თანამშრომლების გადაბირების მცდელობას "მთავრობის მიერ წახალისებულ კონკურენციას" უწოდებს, თუმცა დასძენს, რომ ამით "რუსთავი 2"-ს არაფერი დააკლდება და იგი ძველებურად გააგრძელებს მუშაობას.
|
ვახტანგ შამუგია 23.03.2017
ომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სომხეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიიდან შეტანილი პორტატული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "იგლა" ამოიღო. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური იუწყება. სომეხი სამართალდამცავების თქმით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქეთა ჯგუფი აღნიშნულ იარაღის სომხეთში შეტანას საქართველოდან გეგმავდა.
|
ეკატერინე ბასილაია 23.03.2017
აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ზუსტად 3 დღეა დარჩენილი და "დეპუტატობისთვის" ბრძოლაში მაღალჩინოსნების მანქანებზე, პირდაპირი მნიშვნელობით, ნადირობა გამოცხადდა - ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი ავტომანქანა დაწვეს, ერთი კი ჩაცხრილეს.
|
ნინო ქეთელაური 23.03.2017
თვითმმართველობის არჩვენების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, ვის კანდიტატურებს დააყენებენ პოლიტიკური ძალები დედაქალაქის მომავალი მერის პოსტზე? უკვე დასახელდა რამდენიმე დეპუტატის გვარი, ვინც აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას ან არ გამორიცხავს, ან აცხადებს, რომ გუნდში ამ თემაზე არ უმსჯელიათ და ღიად პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
|
სალომე სარიშვილი 23.03.2017
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა მიიჩნევს, რომ მოსმენის კანონთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ინიციატოვა მისასალმებელი და გასაზიარებელია. თუმცა ფიქრობს, რომ კანონი მცირე კორექტივებს მაინც საჭიროებს, რადგან აუცილებელია მართვის ბერკეტს, ანუ ე.წ. გასაღებს, გარდა სახელისუფლებო ორგანოსი, დამატებით დამოუკიდებელი ჯგუფიც აკონტროლებდეს. ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში კანონი რეალობას გაცილებით უფრო მორგებული იქნება და არც დავის საგანი გახდება.
|
ია აბულაშვილი 23.03.2017
"სკანდალიდან სკანდალამდე" - ასე თუ დაახასიათებენ მომავალში "ქართული ოცნების" მეორედ მოსვლის პირველ გაზაფხულს. შუღლი და დაპირისპირება არც ერთი ხელისუფლების დროს არ აკლდა პოსტსაბჭოურ საქართველოს, მაგრამ ასეთი უპაუზო თანმიმდევრობით ადრე არასდროს ქცეულა იგი ცხოვრების წესად. რელიგიით დაწყებული და იურისპრუდენციით დამთავრებული, საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო აღარ დარჩა, რომ რაიმე სკანდალში არ იყოს ჩართული", - აცხადებს სოსო ცინცაძე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|