ნინო ქეთელაური 21.03.2017
"აფაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების მოძლიერება პარალელურად სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ნიშნავს, რაც რუსი მოსახლეობის რაოდენობის ზრდას გამოიწვევს, რისკენაც რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია, მიილტვის", - ამის შესახებ აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.
|
სალომე სარიშვილი 21.03.2017
ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის საქმეში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილისა და მეუფე დიმიტრის შესაძლო, რაიმე სახით ფიგურირებას მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიებამ პასუხისგებაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მხოლოდ ერთი პირის მიმართ შეგროვებული მტკიცებულების საფუძველზე მისცა.
|
თიკო ოსმანოვა 21.03.2017
ე.წ მოსმენის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უკვე მეორედ გამოიყენა. ამჯერად ქვეყნის პირველი პირი ვეტოს დადებას ორი ძირითადი ხარვეზით ხსნის. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არც ამ შემთხვევაში აპირების გიორგი მარგველაშვილის შენიშვნების გათვალისწინებას და, დიდი ალბათობით, ვეტოს დაძლევას შეეცდება. როგორც გიორგი
|
ელზა პაპოშვილი 21.03.2017
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ბათუმის აქციის შემდეგ ხელისუფლებამ უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. მისი თქმით, ბათუმში სეპარატისტული განცხადებების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ერთი და ორი დღის დაწყებული პრობლემა არ არის.
|
გვანცა ღვედაშვილი 21.03.2017
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებამ ევროპაში წასვლის მსურველთა რიცხვი საოცრად გაზარდა. ბოლო კვლევების მიხედვით, იკვეთება, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა რამდენიმეჯერ არის გაზრდილი.
|
ეკატერინე ბასილაია 21.03.2017
"კობახიძეს კი მიაჩნია, რომ მთვარია პარლამენტი და მან ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი განცხადებებიც გააკეთა, რომელიც მმართველ გუნდში მაინცდამაინც არ მოეწონათ.
|
თიკო ოსმანოვა 21.03.2017
თბილისის წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად წითელ ჯვარს უნგრეთის მთავრობა 32 ათას ევროს გამოუყოფს. პროექტით გათვალისწინებულია ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ფსიქოსოციალური ცენტრის საშუალებით. ცენტრში ამჟამად 140 ბენეფიციარი ირიცხება.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.03.2017
პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთმევა. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეეჩბის კანდიდატურებს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს. როგორც საკონსტიტუციოს წევრები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებით მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.03.2017
გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი ოღლიზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია უწყების საიტზეა გამოქვეყნებული. როგორც ექსპერტები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, მსჯავრდებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც ინტერპოლის უფლებამოსილება არ ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთში ყოფნისას ოთხოზორიას მკვლელი ხელშეუხებელია.
|
სალომე სარიშვილი 20.03.2017
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც საკონსტიტუციო კომისია ახლა მსჯელობს და რაც, სხვა ცვლილებებთან ერთად, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას მოიაზრებს, სხვა არაფერია, თუ არა ამ ინსტიტუტის დაკნინება და პრეზიდენტის ბუტაფორიად ქცევა. ზურაბიშვილის აზრით, ამით მმართველი გუნდი ძალაუფლების მხოლოდ საკუთარ ხელში მოგდებას ცდილობს.
|
ნინო ომანაძე 20.03.2017
სოხუმი "საპარლამენტო არჩევნების" მეორე ტურისთვის ემზადება. როგორც აფხაზური მედია იუწყება, 26 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე განმეორებითი ტური 22 საარჩევნო ოლქში გაიმართება, ერთ ოლქში კი კენჭისყრა ხელახლა ჩატარდება.
|
ეკატერინე ბასილაია 18.03.2017
უკვე გადაწყვეტილია, რომ 7 აპრილს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება და, მართალია, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "კონკრეტული შეტევა დაგეგმილი არ არის", მაგრამ ემზადებიან, საკონსტიტუციო ცვლილებების თემასა და პრეზიდენტის თუ მისი ადმინისტრაციის მხრიდან "დაპირისპირების პროვოცირებაზე" ისაუბრონ და გააკრიტიკონ ქვეყნის პირველი პირი.
|