ელზა პაპოშვილი
15.03.2017

 რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ბათუმში 11 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ პრემიერმა რეაგირება აშკარად დააგვიანა და ამასთან დაკავშირებით სვამს რიტორიკულ კითხვას: "სად იყო ის აქამდე? შეიძლება იმ ადამიანს ეძინა, ვისთვისაც ჭკუა უნდა ეკითხა და გაღვიძება ვერ შეჰბედა."

სალომე სარიშვილი
15.03.2017

 პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მოსმენის კანონის ირგვლივ შექმნილი ურთიერთწინააღმდეგობა სხვა არაფერია, თუ არა ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. პოლიტოლოგი ამგვარ დამოკიდებულებას იმით ხსნის, რომ ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეების მოსმენა მაინც გაგრძელდება და, შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის ხელში იქნება მართვის მექანიზმი, ანუ ე.წ. გასაღები.

გვანცა ღვედაშვილი
15.03.2017

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის შვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ გუშინ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თიკო ოსმანოვა
15.03.2017

 ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიასა და საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილის დაპირისპირება გრძელდება, თუმცა ამჯერად სასამართლოში. "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ცილისწამების გამო ალეკო ელისაშვილისთვის 20 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვს. მოუწევს თუ არა ოპოზიციონერ დეპუტატს ამ თანხის გადახდა, 20 მარტს გაირკვევა, მანამდე კი ორივე მხარე გამარჯვებაში დარწმუნებულია.

თიკო ოსმანოვა
15.03.2017

 ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია, რომლის რეკონსტრუქციისთვის 26 მილიონი ლარი დაიხარჯა, კვლავ უფუნქციოა. თუ რომელი სამთავრობო უწყება განთავსდება ამ შენობაში, ამ დრომდე გაურკვეველია.

ეკატერინე ბასილაია
14.03.2017

 ბათუმის 11-12 მარტის 12-საათიანი უმართავი თუ ვინმეს მიერ მართული აგრესიის შემდეგ პოზიცია-ოპოზიცია ისევ ერთმანეთისკენ თითის გაშვერასა და ურთიერთბრალდებებში არიან, ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მოსახლეობაში ნელ-ნელა აგრესია დაგროვდა და ახალგაზრდებმა დაიწყეს გამოსვლები, უფრო აგრესიული, ვიდრე ამას მიჩვეულები ვიყავით და სამომავლოდ ახალგაზრდების მიერ კიდევ არაერთ ამგვარ სახიფათო, ქვებით და ცეცხლის წაკიდებით აგრესიას პროგნოზირებენ.

ელზა პაპოშვილი
14.03.2017

 ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბათუმში მოხმდარი ფაქტი მოსალოდნელი იყო, რადგანაც ქვეყანაში მძიმე სოციალური კრიზისია. ხუხაშვილის აზრით, ეს იყო სპონტანური სოციალური ბუნტი, რომლის გამოყენებაც გარკვეულმა ძალებმა სცადეს.

სალომე სარიშვილი
14.03.2017

 სკანდალური "ციანიდის" საქმეზე ბრალდებული პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქმის გამოძიების პროცესში წმინდა სინოდის წევრების დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, მათი დაკითხვა მნიშვნელოვანია.

თიკო ოსმანოვა
14.03.2017

 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყების გამო კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშულებს და მის ქმედებას შემაშფოთებელ უპატივცემლობას უწოდებს, რასაც თავად პრეზიდენტი არ ეთანხმება და ამას ხალხისგან მინიჭებული მანდატით ხსნის.

თიკო ოსმანოვა
14.03.2017

 "ხელისუფლების რეაგირება რომ ყოფილიყო დროული და ადეკვატური, ეს არ მოხდებოდა. ამიტომაც ასეთი უცნაური დამოკიდებულება "ოცნებისა" მიჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, სწორედ ხელისუფლებაშია გარკვეული ძალა, რომელსაც აწყობდა, რომ პროცესი ასე წარმართულიყო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ბათუმის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი.

ელზა პაპოშვილი
14.03.2017

 პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ბათუმში მომხდარი ფაქტი შინაგან საქმეთა მინისტრმა ყველა მიმართულებით უნდა გამოიკვლიოს. მისი თქმით, მღებრიშვილმა აქციის მონაწილეების მხრიდან გახმაურებულ ბრალდებასაც ყურადღება უნდა მიაქციოს, რომელიც აჭარის პოლიციის მისამართით გაკეთდა.

თამარ მუკბანიანი
14.03.2017

 საქართველოს ექვს რეგიონში სიკვდილიანობა შობადობას აღემატება. ამის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიური სიდუხჭირე და მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია სახელდება. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის მიხედვით, 2045 წლისათვის ქვეყნის მოსახლეობა 28%-ით შემცირდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×