თიკო ოსმანოვა
23.03.2017

 "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" წევრ გიორგი ახვლედიანის თქმით, ხელისუფლებას ბლოკებისა და პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბების აკრძალვა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. შესაბამისად, მისი აზრით, დიდი ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებაზე ფიქრი უადგილოა. მისივე თქმით, თამაშის წესებზე ოპოზიციური სპექტრი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ შეჯერდება.

ნინო ქეთელაური
23.03.2017

 აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო დედა მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ ერთი მათგანი მოცურდა და გაჩერებაზე მდგომ დედა-შვილს დაეჯახა.

ელზა პაპოშვილი
23.03.2017

 მას შემდეგ, რაც "ქრონიკა პლუსის" რედაქტორ ელისო კილაძის შვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახის მეგობარი მიხეილ თათარაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ხატია დეკანოიძის ვაჟი პოლიციამ ნარკოტიკების შენახვის ფაქტზე დააკავა, სამივე შემთხვევაში ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მათ ეს ნარკოტიკული ნივთიერება თან არ ჰქონიათ და "ჩაუდეს".

ნინო ქეთელაური
22.03.2017

 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები ტურისტულ სეგმენტზე ნეგატიურიად აისახა, აქციის მეორე დღესვე რეგიონის სასტუმროებში ასობით ჯავშანი გაუქმდა. გარდა ამისა, როგორც ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, ბათუმს 150 ათასი ლარის ზარალი მიადგა.

ნინო ქეთელაური
22.03.2017

 "სახელმწიფომ უცხოურ ბაზრებზე უნდა ჩაატაროს საიმიჯო კამპანია, რომ ეს შემთხვევა მიიღონ არა პრეცედენტად, არამედ ისეთივე იშვიათ შემთხვევად, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში შეიძლება მოხდეს და ამით ტურისტისთვის არაფერი შეიცვალოს", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, პიარტექნოლოგი არჩილ გამზარდია ბათუმის მერის გაკეთებულ განცხადებას, რომ ქალაქში განვითარებულმა მოვლენებმა ტურისტულ სეზონზე ნეგატიური ასახვა ჰპოვა.

თიკო ოსმანოვა
22.03.2017

 ნატო-ს რიგით 29-ე სამიტი ბრიუსელში ახალ შტაბბინაში გაიმართება და მთელ რიგ საკითხებთან ერთად ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც იმსჯელებენ. თუმცა ქართველი სპეციალისტები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან შავი ზღვის ფლოტის შექმნას და შემდეგ გაძლიერებას სკეპტიკურად უყურებენ.

ეკატერინე ბასილაია
22.03.2017

 უკვე გადაწყვეტილია, რომ დღეს "ქართული ოცნება" ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე გიორგი მარგველაშვილის ვეტოს არგუმენტების გარეშე და დიდი ნიშნისმოგებით დაძლევს, რასაც ჯერ კიდევ ვეტოს შინაარსის წაკითხვამდე ერთგვარი თითის ქნევით აანონსებდნენ კიდეც.

თიკო ოსმანოვა
22.03.2017

 ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ნატო-ს შავის ზღვის ფლოტის შექმნასა და გაძლიერებას სკეპტიკურად უყურებს. ამბობს განცხადება ერთია, მთავარია მოქმედება, რომელიც არ შეიმჩნევა. რომ ამ მხრივ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაცვლად მოქმედებს რუსეთი, რომელიც შავ ზღვაში ფლოტს პერიოდულად აძლიერებს.

ელზა პაპოშვილი
22.03.2017

 კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აქტიურობა და მოსახლეობასთან შეხვედრა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მან შესაძლოა, წინასაარჩევნო აქტიურობა უკვე დაიწყო ან დამოუკიდებლად პოლიტიკური თამაშის სურვილი გაუჩნდა.

გვანცა ღვედაშვილი
22.03.2017

 მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ავტომობილები და სარეკლამო ბანერები, საცხოვრებელი სახლებისა და კერძო შენობების სახურავები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ათასი აბონენტი, - ეს ის შედეგია, რომელიც 20 მარტს ძლიერმა ქარმა საქართველოს სხვადასხვა რაიონში გამოიწვია.

გვანცა ღვედაშვილი
22.03.2017

 ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს მხარი არ დაუჭირა.

ნინო ქეთელაური
21.03.2017

 რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული ბაზების შეიარაღების გაძლიერებას სპეციალისტები "ძალების დემონსტრირებას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×