ია აბულაშვილი 29.03.2017
"რუსთავი 2"-ის ირგვლივ საინტერესო პროცესებია. თუ ძმებ ყარამანიშვილებს მართლაც უნდათ "რუსთავი 2"-ის მოშორება, როგორც ტვირთის, ისმის კითხვა - ვინ დააფინანსებს? ვინ არის დღეს, ვინც ჩაანაცვლებს ძმებ ყარამანიშვილებს (სააკაშვილს, კეზერაშვილს და სხვა) როგორც "რუსთავი 2"-ის დამფინანსებელი?"- კითხულობს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე ახალ პროცესებზე ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 29.03.2017
ვიზალიბერალიზაცია უკვე გვაქვს, შემდეგი ნაბიჯი და საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა, - ამ აზრს ეთანხმება თბილისში ყველა - მთავრობა, ოპოზიცია თუ ანალიტიკოსები, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას წელს არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის ხელს არც არაფერი გვიშლის და არც არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
|
ნინო ქეთელაური 29.03.2017
"ევროპაში ზუსტად იციან, ვინც ვართ. ვიზალიბერალიზაცია დავიმსახურეთ - კარგია, მაგრამ მოსამართლეების წარდგენის წესები არ ვიცით - ეს ცუდია," - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
|
თიკო ოსმანოვა 29.03.2017
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება. სასამართლო პროცესების შემდეგ რამდენიმე დღეა, სიტუაცია უკვე ტელეკომპანიის შიგნით დაიძაბა. კულუარებში არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლაზეც საუბრობენ, თუმცა ეს უკანასკნელი ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს, მაგრამ არც იმაზე საუბრობს, თუ რა საკითხები განიხილეს 27 მარტს ტელევიზიაში ღამე გამართულ 2-საათიან თათბირზე.
|
სალომე სარიშვილი 29.03.2017
კონფლიქტოლოგი და პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაცია ევროპასთან მიმავალ გზაზე თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რამდენად მოიტანს ეს პროცესი ქვეყნისთვის წარმატებასა და ეკონომიკურ წინსვლას, ეს, მისი აზრით, გეოპოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
|
გვანცა ღვედაშვილი 29.03.2017
ერთწლიანი პაუზის შემდეგ საგზაო მოძრაობის გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განხილულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, ცვლილების მიღება აპრილში მოხდება.
|
თიკო ოსმანოვა 29.03.2017
თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე უკვე გამოიკვეთა გარკვეული კონტურები, თუ ვინ იბრძოლებს თბილისში პირველობისთვის. როგორც ამ ეტაპზე ჩანს, მთავარი ბრძოლა სახელისუფლებლო და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის შედგება. "ნაციონალური მოძრაობის" შანსები, პოლიტოლოგთა აზრით, ამ არჩევნებზე მკეთრად შემცირებულია.
|
ეკატერინე ბასილაია 28.03.2017
"თუ უვიზო რეჟიმი პირველ ორ წელში გართულების გარეშე წარიმართება, შესაძლებელია, საქართველომ წევრი სახელმწიფოების დონეზე დაიწყოს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეებზე სამუშაო ვიზები ლეგალურად გაიცეს. რაღაც კვოტების მიხედვით.
|
ვახტანგ შამუგია 28.03.2017
დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას უვიზოდ შეძლებენ - მათ შენგენის ზონაში დარჩენა, საერთო ჯამში, წელიწადში 180 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
|
ნინო ქეთელაური 28.03.2017
"რუსეთში აშკარად იგრძნობა ეიფორია. სოციალური ქსელები, ასევე, რუსეთის ობიექტური მედია, ყველა იუწყება, რომ ასე იწყება რევოლუცია, ნავალნი უკვე ლიდერი გახდა და ა.შ - რაც, ერთი მხრივ, მართალიც არის, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც საქმე პუტინს ეხება, იმასაც წერენ, რომ ის იძულებით დათმობაზე არასდროს მიდის", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ელზა პაპოშვილი 28.03.2017
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის კოლექტივში თუ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ან პიროვნული მიზეზების გამო რამე სახის დაპირისპირებაა, ეს მაინც შიდა ორგანიზაციულ დაპირისპირებას ნიშნავს.
|
თიკო ოსმანოვა 28.03.2017
სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები" პერმანენტულ აქციებს აგრძელებენ - ხვალ მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბებიან და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.
|
|