ვახტანგ შამუგია 13.03.2017
ბათუმში 12 მარტის ღამით მომხდარ არეულობაში ქვეყნის ხელისუფლებამ და საზოგადოების ერთმა ნაწილმა საპარლამენტო ოპოზიციის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვალს დაუწყო ძებნა. მათი აზრით, ქაოსი წინა ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა.
|
სალომე სარიშვილი 13.03.2017
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შესაძლოა ამ კვირაში პრეზიდენტის უფლებამოსილებისა და იმპიჩმენტის წესის ცვლილებაზე იმსჯელოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სანამ ერთიანი დოკუმენტი არ შეიკვრება, ეს პროცესი მხოლოდ სამუშაო ფაზაა, სადაც კომისიის წევრები ერთმანეთს აზრს უზიარებენ, მსჯელობენ, თუმცა კი "ქართულ ოცნებაში" იმასაც აღნიშნავენ, რომ კომისია გეგმავს ყველა იმ ცვლილების განხორციელებას, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი და შესაბამისია.
|
თიკო ოსმანოვა 13.03.2017
"როგორც უნდა განვითარდეს სიტუაცია, თუნდაც გამართლდეს მამალაძე, ეკლესიის რეიტინგი კლებისკენ წავა და ეს იქნება არც ისე პატარა კლება. ვფიქრობ, 30%-მდე დაეცემა რეიტინგი", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა.
|
ნინო ქეთელაური 13.03.2017
დამწვარი მანქანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, 33 დაშავებული, 40-მდე დაკავებული - ეს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ ღამეში განვითარებული მოვლენების შედეგებია.
|
გვანცა ღვედაშვილი 13.03.2017
პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. გიგა ბოკერიამ მას "სამარცხვინოც" კი უწოდა. თუმცა ეს არც პოლიტოლოგების ნაწილმა მოიწონა. მიაჩნიათ, რომ ეს დაუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ურთიერთუკმაყოფილების გარდა სხვა შედეგს არ მოიტანს.
|
ნინო ქეთელაური 13.03.2017
"მე ვფიქრობ, აპრილის ბოლოს-მაისში საქართველოში ჩამოყალიბდება პოლიტიკური ძალა, რომელიც შესაძლოა ხელისუფლების ალტერნატივად ვერ მოვიაზროთ, მაგრამ კონსტრუქციული ძალის არსებობა ქვეყნის საჭიროებაა. 2020 წელს კი საქართველოში ჩამოყალიბდება ის ძალა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების ალტერნატიული იქნება," - ამის შესახებ პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს.
|
ვასო კაპანაძე 13.03.2017
5 ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და პოლონეთის - წარმომადგენლებმა თბილისში რუსეთის მხრიდან არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე ისაუბრეს. იმ პირობებში, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგი არ წარმოებს, განსხვავებული და ცალკეულ შემთხვევებში მოულოდნელი ხედვები, რაც საერთაშორისო კონფერენციის მუშაობის პროცესში დაფიქსირდა, სავარაუდოდ, ქართველი პოლიტიკოსების, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტების და საზოგადოების ყურადღებას მიიქცევს.
|
ეკატერინე ბასილაია 11.03.2017
ხელისუფლება ვერა და ვერ თმობს "ფარული მოსმენების გასაღებს". ბოლო ორი წლის განმავლობაში ე.წ. მოსმენების კანონპროექტი უკვე მეორედ ხდება დიდი ომის საგანი, სადაც ერთ მხარეს დგას მარტო "ქართული ოცნება", მის წინააღმდეგ კი დაპირისპირების მეორე მხარეს პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია, მობილური კომპანიები და ექსპერტების დიდი უმეტესობაა და უკვე აშკარაა, რომ 2-ჯერ ჯიუტად მიღებული კანონი სულ მალე ისევ გასაჩივრდება, ამჯერად სტრასბურგში.
|
ნინო ომანაძე 11.03.2017
კვირას, 12 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში "საპარლამენტო არჩევნები" ჩატარდება. დე ფაქტო ცსკ-ის ხელმძღვანელის, თამაზ გოგიას განცხადებით, "საარჩევნო უბნების" 90% მზადაა და ისინი სოხუმში 40-მდე "საერთაშორისო" დამკვირვებელს ელოდებიან.
|
თიკო ოსმანოვა 11.03.2017
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ თებერვალში დაანონსებული პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გაურკვეველი დროით გადაიდო. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პარტიის შექმნა ისევ გეგმაშია და ახლა მეტნაკლებად აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა ვისთან და საბოლოოდ როდის გაიმართება პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერს ამბობს უსუფაშვილის თანაგუნდელი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება.
|
თიკო ოსმანოვა 11.03.2017
"საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოსთვის ნაადრევია, ვინაიდან არ გვაქვს შემაკავებელი ინსტიტუტები, არ არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები. რა სიტუაციაც ახლა რუსეთშია, ის ვითარებაა საქართველოშიც. მაგალითად, იქ პუტინის დამმარცხებელი არავინ არ ჩანს და ასეა საქართველოშიც. ამიტომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე ლაპარაკი უხერხულია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.03.2017
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყების გამო კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშულებს და მის ქმედებას შემაშფოთებელ უპატივცემულობას უწოდებს. მისივე აზრით, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის ინიცირებით კანონმდებლობასაც არღვევს, რადგანაც ამგვარი განხილვის ორგანიზება პარლამენტის ექსკლუზიური უფლებაა.
|
|