ნინო ომანაძე
06.03.2017

 2017-2018 სასწავლო წლისათვის აფხაზ აბიტურიენტებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტრომ 150 ადგილი გამოუყო. ლიმიტი, რომელიც აფხაზი აბიტურიენტებისათვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლის საშუალებას იძლევა, რუსეთის ფედერაციის 2013 წლის 8 ოქტომბერის დადგენილებითაა განსაზღვრული და მას ხელს რუსეთის განათლების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ორგანიზაცია "როსსოტრუდნიჩესტვოს" ხელმძღვანელი აწერენ.

გვანცა ღვედაშვილი
06.03.2017

 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი ბარამ ბარამიძის მიერ 23 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპოზიტორთა კავშირის შენობაში (დავით აღმაშენებლის გამზ. 123) ვითომდა არსებული საროსკიპოს არსებობის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციამ შეცდომაში შეიყვანა.

ნინო ქეთელაური
04.03.2017

 სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, რაც ნიშნავს, რომ 8 მარტამდე ტელევიზიაში ქიბარ ხალვაში არ უნდა შევიდეს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

სალომე სარიშვილი
04.03.2017

 მიუხედავად 2015 წელს საჯაროდ გაცემული პირობისა, "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის მფლობელს, ქიბარ ხალვაშს საბოლოოდ ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი გაუყოფს თუ არა მისი წილის ნახევარს ტელეკომპანიის დამფუძნებლებს - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. ამ თემაზე კომენტირებისას მან განაცხადა, რომ "ზუსტად იმდენს გაუყოფს, რამდენსაც დაიმსახურებენ".

ეკატერინე ბასილაია
04.03.2017

 ჰეორედ არჩეული "ქართული ოცნების" მმართველობის პირველმა 100-მა დღემ ჩაიარა და პოლიტიკური ექსპერტები მის მთავარ მიღწევებსა და ჩავარდნებზე საუბრობენ. მათი ნაწილის აზრით, ახალი მთავრობის დამტკიცებიდან 100 დღის თავზე ხელისუფლება სახალხო მღელვარების მიჯნაზეც კი დგას. ახლა დაწყებულია ნერვების ომი და ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რომ ახალი მენეჯმენტის შეშვების ლოზუნგით "რუსთავი 2"-ში შეჭრა არ დაუშვას.

თიკო ოსმანოვა
04.03.2017

 უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ერთი შანსი რჩება. მათი ბედი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს ხელშია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სასამართლო ამორალური გარიგების მუხლს არაკონსტიტუციურად ცნობს, საქმეს უკუსვლა მიეცემა და დავა ხელახლა განახლდება.

ნინო ქეთელაური
04.03.2017

 "საქმე შესაძლოა გარიგებისკენ მიდიოდეს, რომლის შედეგადაც მოხდება მოგებული მხარისათვის ფულადი კომპენსაციის გადახდა, რითაც დაკმაყოფილდება მისი კომერციული ინტერესი. "რუსთავი 2" შეინარჩუნებს მენეჯმენტს და ხელისუფლება აიცილებს მედია პლურალიზმის ჩახშობის ბრალდებებს", - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმიდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ნინო ომანაძე
04.03.2017

 ოკუპირებულ სოხუმში გასამართ "საპარლამენტო არჩევნებამდე" ერთი კვირა დარჩა. ყოფილი "პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნების სურვილმა ამ "არჩევნებს" უფრო მეტი სიმწვავე შესძინა. აფხაზეთის მედია აქტიურად აშუქებს აქციებს, რომელიც ანქვაბის მოწინააღმდეგეების მხრიდან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მინდინარეობს.

გვანცა ღვედაშვილი
04.03.2017

 "მკერავს" ნამდვილად ვერ დაგისახელებთ, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ძალიან აბსურდული ბრალდებებია, რომელიც განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან არანაირ შესაბამისობაში არ მოდის", - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
04.03.2017

 "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

სალომე სარიშვილი
04.03.2017

 "ქართულ ოცნების" ინიციატივით, კონსტიტუციაში შესაძლოა ახალი ჩანაწერი გაკეთდეს, რომელიც საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტის უფლებამოსილებას გარკვეულწილად ცვლის, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო ძალები პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ.

თიკო ოსმანოვა
03.03.2017

 უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა - რაც იმას ნიშნავს, რომ არხის მართვის სადავეები ხალვაშზე გადადის. ახლა მხოლოდ წილების გადაფორმებაღა დარჩა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×