სალომე სარიშვილი 02.03.2017
უწინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ დღეს რაც ხდება, ეკლესიის შიგნით არსებული ორი ჯგუფის დაპირისპირება მგონია, რომელსაც გარე ძალები სათავისოდ იყენებენ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
|
თიკო ოსმანოვა 01.03.2017
ბრძოლა "რუსთავი 2"-ისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმის განხილვა 2 მარტს ჩანიშნა. საქმე მხარეთა დაუსწრებლად განიხილება და არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილება იმ, დღესვე გახდეს ცნობილი ან, შესაძლოა, საბოლოოდ კიდევ ერთი სხდომა ჩაინიშნოს. მხარეები გამარჯვების მოლოდინში არიან, თუმცა მანამდე გარკვეული მოსამართლეების აცილების შუამდგომლობას დააყენებენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 01.03.2017
ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დაკითხვიდან გამოსული მეუფე პეტრე აცხადებს, რომ დეკანოზი თავისი გამოუცდელობით პროვოკაციას წამოეგო. მისივე თქმით, დეკანოზს "დასჯიდა სასულიერო მართლმსაჯულებით".
|
თიკო ოსმანოვა 01.03.2017
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის კონფერენციაზე პოლიტსაბჭოს 8 წევრი აირჩიეს. კონფერენცია ხმაურით, და გინებით მიმდინარეობდა, რის გამოც სამეგრელოში პარტიის ლიდერების ჩასვლა გახდა საჭირო, თუმცა საბოლოოდ ვითარება დასტაბილურდა და ლიდერებმაც ამას "დემოკრატიული პროცესი" უწოდეს.
|
სალომე სარიშვილი 01.03.2017
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მეორე ეტაპის შეხვედრები დაიწყო. კომისიის წევრების ნაწილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა სხვა თემებთან ერთად, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის საკითხზეც მსჯელობს, რაც ერთობლიობაში რამდენიმე უფლებამოსილების შეკვეცას მოიაზრებს. ამჯერად კი საუბარი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილებაზე, რაზეც შესაძლოა, მომავალში პრეზიდენტს პრემიერის თანხმობა დასჭირდეს.
|
ნინო ქეთელაური 01.03.2017
"თუ თავის საკონსტიტუციო უმრავლესობას ბოროტად გამოიყენებენ, ჩვენ პროტესტის სხვა ფორმებსაც მივმართავთ," - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
ნინო ქეთელაური 01.03.2017
"რადგან აისბერგის თავი გამოჩნდა, ეს უკვე კარგია და მისი უცბად ამოტივტივება სასურველი არც არის. საზოგადოება ვერ მოასწრებს ამასთან ადაპტირებას. არსებული პრობლემების გააზრება, ჩამოყალიბება და გამკლავების სტატეგიის შემუშავება უნდა მოხდეს. თუ საქმე ისევ მიჩუმათდა, ალბათ, ეს დაპირისპირება მომავალშიც კვლავ იფეთქებს," - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს.
|
ეკატერინე ბასილაია 28.02.2017
"თუ თქვენ გაინტერესებთ, გაჩნდება თუ არა ლარსის ალტერნატივა, გარწმუნებთ, რომ დიახ, გაჩნდება", - სომხეთის პრემიერის ამ განცხადების შემდეგ, რომ თბილისში რამდენიმე დღის წინ ვიზიტისას ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივაზე მოლაპარაკება წარმატებით შედგა, უკვე მერამდენედ გაააქტიურდა აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის შესაძლო აღდგენის თემა და ეს თბილისში მორიგი ურთიერთბრალდებების თემა გახდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
|
სალომე სარიშვილი 28.02.2017
2-კვირიანი შუალედის შემდგომ სკანდალური "ციანიდის საქმის" ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დაკითხეს.
|
ელზა პაპოშვილი 28.02.2017
საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორის, არჩილ გამზარდიას განცხადებით, ხელისუფლებაში სამთავრობო ცვლილებები სასწრაფოდ განსახორცილებელია და ის ამ ცვლილებებს უახლოეს მომავალში ელის. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ მთავრობა და პრემიერი ფაქტობრივად ვერ მუშაობენ.
|
ნინო ქეთელაური 28.02.2017
"მიგრაციის ფონზე წამოჭრილმა პრობლემებმა გამოიწვია ევროპულ ქვეყნებში მემარცხენე და პრორუსული ძალების წახალისება. დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ბევრი სახელმწიფო ან საპრეზიდენტო კანდიდატი ფიქრობს ევროკავშირიდან გასვლას", - ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე რიგი ევროპული ქვეყნების მხრიდან, საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვას.
|
ნინო ქეთელაური 28.02.2017
"მთავარია, ჩვენ, მოქალაქეებმა შევძლოთ იმის დამტიცება, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლო არ გახლავთ და საქართველო ღირსეული პარტნიორია ევროკავშირისთვის", - ასე აფასებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|