ეკატერინე ბასილაია 25.02.2017
კვირას სამების ტაძარში პატრიარქი ილია || ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ პირველად იქადაგებს და ყველა დიდი მოუთმენლობით ელოდება, რას ეტყვის მრევლს ეკლესიის მეთაური "ციანიდის საქმეზე" და იტყვის თუ არა რამეს საპატრიარქოში დაწყებული სხვა არაერთი სკანდალის შესახებაც. მათ შორის, იმაზეც, რატომ გადააყენეს მისი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, ასევე დაცვის 17 წევრი და მოხდება თუ არა საპატრიარქოში არსებული ფინანსური მაქინაციების აუდიტი.
|
სალომე სარიშვილი 25.02.2017
გუშინდელი დღე მეტად დაძაბული გამოდგა ერთ-როულად პარლამენტშიც და დედაქალაქის საკრებულოშიც. პარლამენტში მოსმენების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი ოპოზიციის პროტესტის, სიტყვიერი კამათის, გაწევა-გამოწევისა და და სტვენის თანხლებით მიიღეს. საკრებულოში კი ჯერ დეპუტატებმა გაიწიეს ერთმანეთზე, შემდეგ კი დარბაზში მყოფი სტიქიით დაზარალებულები დაუპირისპირდნენ საკრებულოს აპარატის წარმომადგენლებს.
|
ნინო ქეთელაური 25.02.2017
ქართველი ტურისტების ისრაელის საზღვრიდან უკან გამობრუნების გახშირებული შემთხვევების გამო საქართველოს 100 დღით ისრაელთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ამ ვადაში პრობლემის მოგვარებას სთავაზობენ. აღნიშნული, შესახებ "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემ განაცხადა, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ისრაელის ოფიციალური პოზიცია არ არის და საქართველო-ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ განიხილება.
|
გვანცა წულაია 25.02.2017
მსახობ გურამ ჯაშთან ჯერჯერობით კონტაქტის საშუალება შეზღუდულია. ამის შესახებ განცხადება მუსიკოსმა გია ბაღაშვილმა გააკეთა.
|
თიკო ოსმანოვა 25.02.2017
პარლამენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, კანონში ოპოზიციის ძირითადი შენიშვნები გათვალისწინებულია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც შესრულებულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო უკვე მეორედ დაადოს. ხოლო მოხდება თუ არა პრეზიდენტის შესაძლო შენიშვნების გათვალისწინება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს ამბობს. თუმცა ცალსახად აცხადებს, რომ ე.წ. გასაღების აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოტანა არ მოხდება.
|
თიკო ოსმანოვა 25.02.2017
ცენტრალური ავტობანის მშენებლობამ გზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ბიზნესი პრაქტიკულად შეიწირა. ბოლო 1 კვირაა გორში და ქუთაისში ხმაური არ წყდება. ადგილობრივი მოვაჭრეები მაგისტრალის მშენებლობის გამო ტერიტორიებიდან აყრას აპროტესტებენ.
|
ნინო ომანაძე 25.02.2017
სოხუმში 12 მარტს "საპარლამენტო არჩევნები" ჩატარდება. მანამდე ორი კვირით ადრე "პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის "შინაგან საქმეთა სამინისტროს" გალის რაიონის ქართული მოსახლეობისთვის ბინადრობის მოწმობის დაჩქარებული წესით გადაცემა მოსთხოვა.
|
ნინო ქეთელაური 25.02.2017
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის დაწყების პარალელურად, იურისტები მათთვის სასურველ კანდიდატებზე ალაპარაკდნენ. ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად ლია მუხაშავრია დასახელდა, რომელიც აცხადებს, რომ კონკურსში მის ჩართვას აზრი არაქვს, რადგან ხელისუფლება მის კანდიდატურას შანსს არ მისცემს.
|
სალომე სარიშვილი 24.02.2017
უკანასკნელი დღეების განმავლობაში საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. გუშინ პროტესტის ნიშნად თანამდებობა პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა დატოვა, თუმცა ვიდრე ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა, განაცხადა, რომ მოტივი ამგვარი რადიკალური ქმედებისა პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილს უკავშირდებოდა, რომელმაც "მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები" გააკეთა.
|
გვანცა ღვედაშვილი 24.02.2017
საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, იმის მანიშნებელია, რომ ნატო არ აპირებს ჩვენს მიტოვებას, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
გვანცა ღვედაშვილი 24.02.2017
მიმდინარე წელს რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, ამას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს განცხადებებიც მოწმობს.
|
ეკატერინე ბასილაია 24.02.2017
"სხვა პრობლემასაც გავიხსენებდი, პოლიციელებთან მოთანამშრომლე მამაოებს... მერაბიშვილის მინისტრობისას მამაოების დეპარტამენტი ყოფილა, სადაც ამ მამაოებს, რომლებიც პოლიციასთან თანაშრომლობდნენ, იყენებდნენ იმისთვის, რომ ბრალდებულები ისეთ ხელმოწერებზე დაეთანხმებინათ, რომელიც პროკურატურისთვის იქნებოდა სასურველი.
|