ეკატერინე ბასილაია
21.02.2017

 "გამომძიებელმა ძალიან კატეგორიულად მომთხოვა გაუთქმელობაზე ხელწერილი დამედო. მე უარი ვუთხარი, მიუხედავად მისი გაფრთხილებისა, რომ შეიძლება ჩემს წინააღმდეგ სს საქმე აღძრან", - "ციანიდის საქმეზე" დაკავებული დეკანოზის ახალი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა მას მამა გიორგი მამალაძის პოზიციის გასაჯაროვებას უკრძალავს და გამომძიებელი ერთგვარად დაემუქრა კიდეც, რომ მის წინააღმდე სს საქმეს აღძრავს.

გვანცა ღვედაშვილი
21.02.2017

 "ნატოს საზღვაო ძალებთან ერთად სხვადასხვა სახის ოპერაციებში მოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი შეიარაღებული ძალების ინტეგრაციის პროცესს.

გვანცა ღვედაშვილი
21.02.2017

 საქართველო მზად არის, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე დისკურსში აქტიურად ჩაებას - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს.

ეკატერინე ბასილაია
20.02.2017

 დღეს კათოლიკოს-პატრიარქი ილია || საქართველოში ჩამოდის და "ციანიდის საქმისა" და საპატრიარქოში არსებული დაპირისპირების ირგვლივ შეიძლება ბევრი ახალი რამ გავიგოთ. ერთი, რომ, პროკურატურის განცხადებით, პატრიარქის ჩამოსვლისთანავე მტკიცებულებების გამოქვეყნებას აპირებს და მოლოდინია, რომ ილია || უფრო მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს ამ საქმეზე და მეორე, ასევე გამოჩნდება საპატრიარქოში არსებული კორუფციის შესახებ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიის მეთაურს - გაჩუმებით ამ სკანდალის ჩაცხრობას ეცდება, თუ დათანხმდება შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს აუდიტს.

ნინო ქეთელაური
20.02.2017

 "ეს კაცი მუდმივად გვიყურებს, გვისმენს, გვითვალთვალებს. ამ კაცს არ ვუყვარვართ. ეს კაცი არ არის ჩვენი. ეს კაცი არ ზრუნავს ჩვენზე. ამ კაცს სძულს არა მარტო "რუსთავი 2", არამედ ყველა ის სიკეთე, რასაც "რუსთავი 2" გამოხატავს - დასავლეთი, კრიტიკა, რაციონალიზმი. მაგრამ ჩვენ არ ვმაუწყებლობთ ამ კაცისთვის", - ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა "რუსთვი 2"-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელევიზიის მხარდასაჭერ აქციაზე.

სალომე სარიშვილი
20.02.2017

 რუსეთში, ტუვის კოლონიაში დაწყებული ქართველ "კანონიერ ქურდსა"და ჩეჩენი ეროვნების პატიმრებს შორის მომხდარი ინციდენტი შესაძლოა, სისხლიან მწვავე და სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, რუსულ მედიაში ამაზე ღიად მიუთითებენ და წერენ, რომ უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს. მათივე აზრით, ამ დაპირისპირებამ თავისი მასშტაბებით შესაძლოა 1950-იან წლებში სსრკ-ში აგორებულ "ქრედების ომსაც" გადააჭარბოს.

თიკო ოსმანოვა
20.02.2017

 საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი ახალი გეგმა, შესაძლოა, წინა გეგმის მსგავსად ჩავარდეს. ამასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭო დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს, ხვალ კი კენჭს ოფიციალურად უყრის. თუმცა, როგორც "მთელი კვირისთვის" გახდა ცნობილი, ბორდის წევრები უკმაყოფილონი არიან, რომ არხის განვითარების კონცეფციაში არ მოხდა იმ ინდიკატორების სრულად ასახვა, რითაც, მათი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შეფასდეს.

თიკო ოსმანოვა
20.02.2017

 სახალხო დამცველის თქმით, ციანიდის საქმეში არის მთელი რიგი წინააღმდეგობები ოფიციალურად გაჟღერებულ ვერსიას და დეკანოზის მონათხრობს შორის. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, მამა გიორგი მამალაძემ მას უთხრა, რომ საქმეში არანაირ სასულიერო პირზე საუბარი არ ყოფილა. ომბუდსმენის განცხადებით, ბრალდებული დეკანოზი საქმეში პროკურატურის მიერ ნახსენები ჩანაწერების არსებობასაც არ გამორიცხავს.

გვანცა წულაია
20.02.2017

 2016 წელს საქართველოს მასშტაბით სულ 6 939 ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 9 951 ადამიანი დაშავდა და 581 დაიღუპა.

გვანცა ღვედაშვილი
20.02.2017

 "ხალხისთვის დაიმალება სიმართლე, მაგრამ სახელმწიფო ამ პროცესს დაასრულებს ისე, როგორც მსოფლიოში მსგავსი რანგის პოტენციური მკვლელობები დამალულა", - ამბობს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში საზოგადოებისა და კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "ციანიდის საქმეზე" საუბრისას.

სალომე სარიშვილი
18.02.2017

 საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის საკითხზე მსჯელობს. კომისიის წევრი დამოუკიდებელი ექსპერტების თქმით, დისკუსია რამდენიმე საკითხზე უკვე გაიმართა, მათ შორის საუბარი საერთაშორისო ურთიერთების მხრივ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებასა და ელჩების დანიშვნის უფლების შეკვეცაზეა.

ეკატერინე ბასილაია
18.02.2017

 ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი ფიგურანტი, დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ ღამით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატის სიტყვებიდან ცნობილია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და წნევა აწუხებდა. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გუშინ სხვა ცნობები არ გავრცელებულა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×