ეკატერინე ბასილაია
17.02.2017

 "ჯერ კიდევ წინ გველოდება, ეს კრიმინალი საერთოდ დადასტურდება თუ არა. რომ ეთქვათ, ჩვეულებრივ კრიმინალზე იყო საუბარი, ამას არც საზოგადოებაში და არც ეკლესიაში განხეთქილება არ მოჰყვებოდა.

თიკო ოსმანოვა
17.02.2017

 რას ნიშნავს, იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი საქართველოში, რა პრობლემებს ხვდებიან ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მათ კომფორტული და თანაბარუფლებიანი გარემო შეუქმნას?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივი ნამდვილად არ აღმოჩნდა.

თიკო ოსმანოვა
17.02.2017

 "რუსთავი 2-ისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მხარეები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზეპირი მოსმენით, უახლოეს მომავალში ელოდებიან. მანამდე კი ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას, ეს უკანასკნელი კი ხელისუფლებას ტელევიზიის, შესაძლო წართმევაში ადანაშაულებს. უფრო მეტიც - ორივე მხარე, შიშობს, რომ სასამართლო ზეგვალენის ქვეშ მოექცა.

ეკატერინე ბასილაია
16.02.2017

 პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არაპატრიარქის, - აცხადებენ "რეზონანსთან" საუბრისას მთავარ პროკურატურაში და ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს, რადგან მათ არსად უთქვამთ - პატრიარქი.

გვანცა ღვედაშვილი
16.02.2017

 მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციისა, კვირას, "რუსთავი 2"-ის მიერ დაანონსებულ აქციაზე ერთმანეთის გვერდით რამდენიმე პარტია დადგება. "რეზონანსის" ინფორმაციით, აქციაზე გამოვლენ ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია და თავისუფალი დემოკრატები. ამასთან, ცნობილია, რომ აქციას არ შეუერთდებიან "დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, რადგან მათთვის "ნაცმოძრაობასთან" ერთად რაიმე აქტივობის განხორციელება წარმოუდგენელია.

ნინო ომანაძე
16.02.2017

 არაღიარებულ აფხაზეთში, "საპარლამენტო არჩევნებამდე" ერთი თვით ადრე, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია "ამცახარა" დაიშალა.

სალომე სარიშვილი
16.02.2017

 "მკაფიოა, რომ ისეთი უიღბლო ინსტიტუტი, როგორიც პროკურატურაა და რომელიც მხოლოდ ხელისუფლებასთან ასოცირდება, თემას მხოლოდ პოლიტიზირებულს ხდის. აქ ძალიან კარგად ჩნდება პოლიტიკური ვნებები, ვიდრე თავად თემის შინაარსი. დარწმუნებული ვარ, პატრიარქი არ დადუმდება და თავის პოზიციაში მკაფიო იქნება, მანამდე კი მას ყველა ასეთი ზედაპირული ინფორმაცია მხოლოდ ტკივილს აყენებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ვიდრე კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო არ გახდება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბარი დაუშვებელია.

თიკო ოსმანოვა
16.02.2017

 სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. მეუფე პეტრე ცაავა პროკურატურას პატრიაქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის წარსულით დაინტერსებას ურჩევს. საუბარია 36 წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც დაიღუპა თეთრუაშვილის მეგობარი ნაზი ზვიადაური, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა. თეთრუაშვილმა შემთხვევიდან მალევე ეკლესიას შეაფარა თავი. გარდაცვლილის ოჯახი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. პატრიაქის მდივნის მიმართ ბრალდებები აქვს დაღუპულის ძმას. თუმცა ამ ეტაპზე რაიმე განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს.

სალომე სარიშვილი
16.02.2017

 საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული აქტი არაკონსტიტუციურად სცნო, რაც ნიშნავს, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის საპატიმრო სასჯელი გაუქმებულია. ნარკოლოგების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ლოგიკურსა და ბუნებრივს უწოდებს. ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდგომ, მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვის მატება ნაკლებადსავარაუდოა და ის მოხმარების მსურველებს არ წაახალისებს.

თიკო ოსმანოვა
16.02.2017

 გაჩერებული სამართალი - სასამართლო სამოქალაქო დავების განხილვას პრაქტიკულად ვერ ახერხებს. ამის მთავარი მიზეზი კი მოსამარლეების ნაკლებობაა. თითო მოსამართლეს დაახლოებით, 500-600 საქმე აწერია, რის გამოც ერთ კონკრეტულ საქმეზე ვერდიქტის გამოტანას წლები სჭირდება. "კატასტროფული მდგომარეობა" - ასე აფასებენ იურისტები და ადვოკატები სასამართლოებში არსებულ სიტუაციას და დაუყონებლივ რეფომის გატარებას ითხოვენ.

ნინო ქეთელაური
16.02.2017

 საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეჩერების მექანიზმის დამტკიცებამდე რამდენიმე დღე რჩება. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ელჩები აღნიშნულზე გადაწვეტილებას 22 თებერვალს მიიღებენ. მანამდე კი სტრასბურგში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიხსნა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობენ.

ვახტანგ შამუგია
16.02.2017

 გასულ კვირას სტუდენტთა და დასაქმებულთა ნაწილმა მშრომელთა უფლებების უხეში დარღვევა ხალხმრავალი მანიფესტაციებითა და მსვლელობით გააპროტესტა. საჯარო მიმართვები გაავრცელეს რუსთავის "აზოტის", სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოსა" და წიგნების მაღაზიების ქსელ "ბიბლუსის" თანამშრომლებმაც, რომლებიც დამსაქმებელთა მხრიდან მათი უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×