ეკატერინე ბასილაია 16.02.2017
"ქურდი მეუფე, ვინც მილიონებს იპარავს, ბევრ რამეზე წავა, რომ ეს ფული შეინარჩუნოს. ფული ადამიანს აფუჭებს. მაფიაში მკვლელობები იმიტომ ხდება, რომ ფულის ნაკადებზე კონტროლი და გავლენები შეინარჩუნონ. აქაც ასეა და რას ნიშნავს, ქურდი მეუფე არ არის დიდი პრობლემა? სწორედ ქურდი და ბანდიტი მეუფეა მკვლელობაზე წამსვლელი," - აცხადებს თეოლოგი ლევან აბაშიძე და საპატრიარქოს დიდ ფინანსებზე საუბრობს.
|
ეკატერინე ბასილაია 15.02.2017
საპატრიარქოსთან დაკავშირებული უპრეცედენტო სკანდალური საქმის, სავარაუდოდ პატრიარქ ილია ||-ის შესაძლო მკვლელობის მომზადების ირგვლივ, დღითი დღე უფრო მეტი კითხვა ჩნდება. მაგალითად, სახალხო დამცველმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "რაღაცები ლოგიკაში არ ჯდება", მამალაძე უარყოფს საწამლავის ფლობას და თავს მსხვერპლად მიიჩნევს.
|
სალომე სარიშვილი 15.02.2017
"სოციალურ ქსელში ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პარტიარქის შესაძლო ლიკვიდაციას ეხებოდა, არ გახლდათ წყაროს მიერ მოწოდებული, ეს იყო ჩემი მოსაზრება, რომელზეც თავშივე ვთქვი, რომ შესაძლოა ან იყო რეალისტური ან არა, მას მხოლოდ პრევენციის მიზანი ჰქონდა," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელმაც სოციალურ ქსელში ერთი თვის წინ დაწერა, რომ შესაძლოა პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის ლიკვიდაცია მზადდებოდა, ხოლო რამდენიმე დღით ადრე კი დაწერა, რომ პატრიარქი სერიოზული რისკის ქვეშ იყო და შესაძლოა იგეგმებოდა მისი ლიკვიდაციაც.
|
სალომე სარიშვილი 15.02.2017
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა სამხრეთ ოსეთისთვის "ისტორიული სახელის - ალანიას" დაბრუნებაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. აღნიშნული რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოს მთავრობის მისამართით გაჟღერებული ღია გზავნილია, ხოლო უმოქმედობის შემთხვევაში შესაძლოა მას მძიმე შედეგი მოჰყვეს. მათი თქმით, ამგვარი რეფერენდუმი შესაძლოა ანექსიის წინაპირობაც გახდეს.
|
ნინო ქეთელაური 15.02.2017
გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებული ბორის ჩაგუნავა საპატიმროდან თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა. აღნიშნულ ინფომაციას "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ლიდერი გიორგი კანდელაკი ავრცელებს და გადაწვეტილებას "შოკისმომგვრელს" უწოდებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 15.02.2017
"რუსთავი 2" სიტყვის თვისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად აქციის გამართვას გეგმავს. ამათან, არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ის არც შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას აპირებს, რადგან არ აქვს იმ უწყების ნდობა, რომელიც ექსპეტიზის მონაცემებს აყალბებს.
|
ნინო ქეთელაური 15.02.2017
"როგორც ჩანს, საგამოძიებო ორგანოებს აქვთ უტყუარი მტკიცებულებები, თორემ პრემიერი და სხვა მინისტრები ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. მე ვფიქრობ, საქმის გამოძიება დამთავრებულია და მხოლოდ ფორმალური ნაწილიღა დარჩა," - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა დეკანოზ გიორგი მამალაძეზე მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს.
|
ნინო ქეთელაური 14.02.2017
"საკუთარი საქმის კარგად მცოდნე", - ასე ახასიათებენ მაღალი იერარქიის პირის მოწამვლის მცდელობაში ბრალდებულ დეკანოზ, გიორგი მამალაძეს "რეზონანსთან" საუბრისას თავისი მეზობლები. მას საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ასევე პარალელურად წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი იყო.
|
ეკატერინე ბასილაია 14.02.2017
პატრიარქ ილია II-სთან ბერლინის საავადმყოფოში დაცვა გაძლიერებულია, სასულიერო პირების ნაწილს პროკურატურის განცხადება, დეკანოზ გიორგი მამალაძის მხრიდან პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე, არ სჯერა და კითხვები აქვს, ნაწილი პროკურატურას სრულად ენდობა.
|
ეკატერინე ბასილაია 14.02.2017
რელიგიის საკითხთა შემსწავლელი სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი, თეოლოგი ვლადიმერ ნარსია აცხადებს, რომ პატრიარქი ილია ||-ის სიცოცხლეშივე დაწყებულია მომავალი პატრიარქობისთვის ბრძოლა და მოწამვლის დაგეგმვაზე თემის აწევით რაღაც ჯგუფი ცდილობს სავარაუდო ერთი კანდიდატის დისკრედიტაცია მოახდინოს და ამით საკუთარ კანდიდატურას გაუმყაროს პოზიციები.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.02.2017
"დღევანდელი სურათი გარკვეული დეჟავუს განცდას ბადებს. ასეთი სისტემა, როცა მასობრივად ხდებოდა მედიაში დიდი გადალაგება და რყევები მიხეილ სააკაშვილის შესრულებით 2005-2006 წლებში იყო, რაც 2007 წელს "იმედის" დარბევით და გაკონტროლებით დასრულდა... ხომ არ აქვს ვინმეს იმის მცდელობა, რომ ავადსახსენებელი 2006-2007 წლები დააბრუნოს, როდესაც ყველაფრის უზურპაცია მოხდა", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრის დროს აკეთებს.
|
თიკო ოსმანოვა 14.02.2017
"ამ ხელისუფლებისგან მოსმენებთან დაკავშირებით ნორმალურ კანონს არ ველოდები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, განხეთქილება გვქონდა ჯერ კიდევ კოალიაციაში ყოფნის დროს. მაშინვე არ გვეთანხმდებოდნენ და, როგორც ჩანს არ უნდათ რაღაცის გაგება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|