ნინო ომანაძე
14.02.2017

 დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში წინასაარჩევნო ვნებათაღელვა პიკს აღწევს, 10 თებერვალს აფხაზეთის ცსკო-მ საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია დაასრულა, როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის "საპარლამენტო" არჩევნები 2017 წლის 12 მარტსაა დანიშნული.

ნინო ომანაძე
14.02.2017

 "ხაჯიმბას დასაყრდენს წარმოადგენს მხოლოდ მისი კლანი და სომხური მოსახლეობა, რომლებიც ცდილობენ სათავისოდ ევაჭრონ "პრეზიდენტს" და მიიღონ ის სიკეთეები, რაც სურთ.

გვანცა ღვედაშვილი
14.02.2017

 "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციების ციკლი გრძელდება. გუშინ პატიამ "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად გამართული მორიგი აქცია თბილისის მერიასთან გამართა. დემონსტრანტები დავით ნარმანიასთან შეხვედრას და არსებულ კითხვებზე პასუხს მოითხოვდენ. მერიაში შესვლის მცდელობის გამო სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც 13 პირი დააკავეს. რის შემდეგადაც დემონატრანტებმა დაკავებულთა მხარდასაჭერად აქცია შსს-ს ოფისთან გამართეს.

გვანცა ღვედაშვილი
14.02.2017

 "ერთი მტკიცებულება არასდროს არის საკმარისი, არც ბრალის წასაყენებლად და არც განაჩენის გამოსატანად. თუ გამოძიებაში საბოლოო ჯამში დაიდება მტკიცებულებათა ერთობლიობა, მაშინ ბრალის წაყენების საფუძველი იქნება, თუ არადა, არა," - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ. ამასთან აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყება შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის გაცხადებისას, თუკი მასში დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

თიკო ოსმანოვა
13.02.2017

 საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ე.წ. სამხერთ ოსეთის მონაკვეთზე ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციას რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო. შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც საზღვრის მონიტორინგი უნდა განახორციელონ, თბილისსა და მოსკოვს ბოლო ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად მარტის ბოლოეს ეწვევიან. ამას თბილისში და მოსკოვში განსხვავებულ ინტერპრეტაციას უკეთებენ.

სალომე სარიშვილი
13.02.2017

 გასულ კვირას დაგეგმილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტ,ის კენჭისყრა მომდევნო სასეიო კვირისთვის გადაიდო. კენჭისყრის გადადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სხვადასხვაგვარად ხსნიან. მათგან ერთი ნაწილი ამბობს, რომ პროცესს განგებ "ნაციონალური მოძრაობა" აჭიანურებს, დანარჩენი კი აცხადებს, რომ საკანონმდებლო პაკეტის მოცულობის გამო, მისი განხილვა გასულ კვირას ვერ მოესწრო.

ნინო ქეთელაური
13.02.2017

 "არც კაცი გაარჩიეს და არც ქალი. გვაგინეს, ხულოდან ჩამოთრეულები და ორი კაპიკის მათხოვრები გვეძახეს", - ასე "იხსენებს ბათუმში, ხიხანის ქუჩის მოსახლეობისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" წამომადგენლების დაპირისპირებას ადგილობრივი თამაზ ვანაძე.

სალომე სარიშვილი
13.02.2017

 "ეს არ გახლავთ ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცამ რაღაც გააპროტესტა. ეს გახლავთ მომწიფებული საპროტესტო მუხტი, რომელიც გამოვლენას ხან ტელევიზიაში იწყებს და ხანაც რუსთავის აზოტში, რაც პერმანენტულ ხასიათს სხვადასხვა ადგილებში მიიღებს. ტელევიზია კი ამ შემთხვევაში მხოლოდ საბაბი იყო," - ამბობს საზოგადოებრიც მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

ნინო ომანაძე
13.02.2017

 ამ რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. ძალოვან სამინისტროებს ინტერნეტ სივრცის გაკონტროლება და "ხელისუფლების" წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების ავტორების დასჯა დაავალა.

გვანცა ღვედაშვილი
13.02.2017

 საქართველოში მასშტაბური ამერიკული სამხედრო ცენტრის გახსნა იგეგმება, რომელიც გერმანიაში, არსებული საწვრთნელი ბაზის ანალოგი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, ექსპერტების ნაწილი სამხედო საწვრთნელი ბაზის სავარაუდო აშენების ადგილად ვაზიანის დასახლებას მოიაზრებს, ნაწილისთვის კი არსებული ცენტრების მოიდერნიზება უფრო მისაღებია. მათივე შეფასებით, უმჯობესი იქნება, თუ ყურადღება ჯარისკაცებისთვის თავდაცვითი ბრძოლების შესწავლაზე გამახვილდება და არა -ანტიტერორისტულ მიმართულებებზე, რადგან ჩვენი არმიის ძირითადი მიზანი გარე აგრესიისგან ქვეყნის დაცვაა.

ეკატერინე ბასილაია
13.02.2017

 8 რელიგიური ორგანიზაცია ითხოვს, რომ იგივე პრივილეგიები მიენიჭოთ, რითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია სარგებლობს. კონკრეტულად საუბარი იმაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გათავისუფლებულია დღგ-ს, მოგების და ქონების გადასახადებისგან, სხვა რელიგიური კონფესიები - არა. ეს კი, მათი თქმით, დისკრიმინაციული და უთანასწოროა და კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპებს არღვევს. ამიტომაც მათ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს.

ნინო ქეთელაური
11.02.2017

 მოსმენების შესახებ კანონპროეტზე, შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტოს უფლება მეორედ გამოიყენოს. როგორც ექპერტები აცხადებენ, "პრეზიდენტი იძულებული იქნება ვეტო გამოიყენოს, სხვა შემთხვეავში გამოდის, რომ პოზიცია შეიცვალა". როგორც ცნობილია, პრეზიდენტს მოსმენების კანონთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არც მის გათვალისწინებას აპირებს და არც კონსულტაციების გამართვაზეა თანახმა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×