ნინო ქეთელაური
09.02.2017

 საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ პრობლემად თანამშრომლების კვალიფიკაცია სახელდება. არხის გენერალური დირექტორის მრჩევლის, ია ანთაძის განცხადებით, "საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანები არიან სხვა ტელევიზიის კოლეგებთან შედარებით," რასაც არხის თანამშრომლები არ იზარებენ და აღნიშნავენ, რომ ეს მათი "უპატივცემულობა და სტრესულ ვითარებაში ჩაყენებაა."

ეკატერინე ბასილაია
09.02.2017

 "ხელისუფლებას არ უნდა, ყოფილი დეპუტატები მტრად გადაიკიდოს და ამიტომ სასათბურე ადგილები გამოუძებნა. ესენი არიან "ნახლებნიკები", არაფერს გააკეთებენ და ისე მუთქად მისცემენ ხელფასს. ამგვარი დანიშვნები დასავლეთში რომ მომხარიყო, ეს დიდ ხმაურს გამოიწვევდა," - ასე აფასებს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე "ოცნების" ექსდეპუტატების დასაქმებას და მიიჩნევს, რომ საქართველოში მრჩევლის პოსტი მხოლოდ ახლობლებისთვის შექმნილი ე.წ. კარმუშკაა და სხვა არაფერი.

ვასო კაპანაძე
09.02.2017

 2050 წლისთვის ყაზახეთი მსოფლიოს 30 ლიდერ სახელმწიფოთა ჩამონათვალში მოხვედრას გეგმავს. ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის მიზნით, პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი საკუთარ უფებამოსილებათა ნაწილს პარლამენტსა და მთავრობას გადასცემს.

სალომე სარიშვილი
09.02.2017

 ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, თუმცა ეს არ ეხება ერთ მდგრად სუბიექტს, ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ ხელისუფლების რომელიღაცა გავლენითი ჯგუფი, რომელსაც ტელევიზიის მიმართ ინტერესი აქვს," - ამბობს "რეზონანსთან" სუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზადია. მისი აზრით, ამ ჯგუფის დაინტერესება შესაძლოა მედიაგავლენასა და ფინანსურ მოტივებს უკავშირდებოდეს, რაც მომავალში გამოჩნდება.

ეკატერინე ბასილაია
08.02.2017

 "ქართული ოცნების" ექსდეპუტატების სასათბურე პოსტებზე დასაქმება გრძელდება. ზურაბ ზვიადაური საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში კონსულტანტად დასაქმდა, სოსო ჯაჭვლიანი კი დასაქმებულთა სიაში პირველი იყო და ის თეთნულდის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. კიდევ რამდენიმე ექსდეპუტატი შეპირებული სამსახურის მოლოდინშია. "ოცნების" სხვა ყოფილი დეპუტატებიდან ნაწილს სამინისტროებში მრჩევლობაზე შეთავაზება მიღებული აქვს, ნაწილი კი - დაპირების რიგს ისევ მოთმინებით ელოდება და ამბობს, რომ ხვალ-ზეგ მასაც გამოიძახებენ.

ნინო ქეთელაური
08.02.2017

 "ალანიას თემა საქართველოს წინააღმდეგ ახალი სქემაა, რაც გულისხმობს ჯერ სახელის შეცვლას, მერე უკვე სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებას," - ასე აფასებენ ექსპერტები ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტის დანიშვნას, რომელიც 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.

ნინო ქეთელაური
08.02.2017

 "ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ნახევარი მილიარდი დაიხარჯა და სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს სრულიად გაპარტახებული ინფრასტრუქტურა და კოლაფსის პირას მყოფი ტექნიკური საშუალებები," - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველი, ჟურნალისტი ია ანთაძე და უმატებს, რომ თუ სამეურვეო საბჭო მათ სამოქმედო გეგმას დაეთანხმება, 1 წლის განმავლობაში ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება და სხვადასხვა ჟანრის ფილმები გავა.

თიკო ოსმანოვა
08.02.2017

 ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიასა და საკრებულოს წევრის ალეკო ელისაშვილის დაპირისპირება გრძელდება, თუმცა ამჯერად სასამართლოში.

ია აბულაშვილი
08.02.2017

 "ის, რომ რვა ნოემბერს არ ჩაცხრებოდა ამერიკაში წინასაარჩევნო ვნებათაღელვა, თავიდანვე ცხადი იყო, მაგრამ თუ არც გარდამავალი პერიოდი გახდებოდა საამისოდ საკმარისი, ამას უკვე ცოტა თუ ელოდა შტატებშიცა და მის გარეთაც. ახალი საომარი ბრძოლის ყიჟინად ქცეული საინაუგურაციო სიტყვა და პრეზიდენტის პირველივე გადაწყვეტილებები ნაღვერდალზე დასხმულ ნავთად იქცა და კიდევ უფრო დაძაბა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება," - აცხადებს სოსო ცინცაძე.

გვანცა ღვედაშვილი
08.02.2017

 მცხეთის მუნიციპალიტეტში მორატორიუმი კიდევ 2 წლით გაგრძელდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ მცხეთის საკრებულოში და მიიჩნევენ, რომ ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მორატორიუმის ვადა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გააგრძელა. ამასთან ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე აცხადებს, რომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენგეგმა საკრებულოსა და კერძო პირთა ინტერესების გამო დაბლოკეს.

სალომე სარიშვილი
08.02.2017

 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე მომუშავე მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურამ ახალი, შუალედური მასალები გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ ისინი წერილებსა და გზავნილებს ვინმე დ. საყვარელიძისგან იღებდნენ, თანაც უკრაინიდან. მართალია, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად უკრაინის მოქალაქე დავით საყვარელიძეზე პირდაპირ მასალებში საუბარია არაა, ყველასთვის ნათელია ამ საქმეზე პროკურატურის ვერსია.

სალომე სარიშვილი
07.02.2017

 "უსაფუძვლო ეჭვის გამო საზღვრიდან გამობრუნება არ ხდება, თუმცა თუკი ასეთი შემთხვევები მასობრივად მოხდება, საქართველოს მხარეს უფლება აქვს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი და იმ მიზეზებზე საუბრობს, რა შემთხვევაშიც შესაძლოა საზღვრიდან უკან გამობრუნება მოგვიწიოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×