გვანცა ღვედაშვილი 04.02.2017
საზოგადოებრივ მაუწყბელზე კონკრეტული გადაცემების დახურვას შესაძლოა პირადი ანგარიშსწორება ედოს საფუძვლად, ანდა პოლიტიკური მოტივები ჰქონდეს - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ ისაუბრა.
|
გვანცა ღვედაშვილი 04.02.2017
საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიწვევაზე უარი თქვა და გუშინდელ შეხვედრას არ დაესწრო. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ამ სახის შეხვედრით პრეზიდენტი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდა.
|
ეკატერინე ბასილაია 04.02.2017
"ქართული ოცნება" მაჟორიტარული საარჩევნო წესის შენარჩუნებაზე ვაჭრობის გარდა კიდევ ერთი "არაპოპულარული ნაბიჯის" გადადგმას გეგმავს და ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციით პოლიტიკურ პარტიებს ბლოკების სახით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს. ეს კი ისედაც დასუსტებული ოპოზიციური ძალების მთლიანად განეიტრალებას გამოიწვევს, რაც ოპოზიციის აღშფოთებას იწვევს და "ოცნების" მიერ საკუთრ თავზე კონსტიტუციის მორგების გასაპროტესტებლად შესაძლოა საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტიც გამოუცხადონ და პროცესები ქუჩაში გადავიდეს.
|
ვახტანგ შამუგია 04.02.2017
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გაკეთებულმა განცხადებამ, დევნილთათვის სოციალური შემწეობის გაცემის პრინციპის სავარაუდო ცვლილებასა და თანხების ოპტიმიზაციის შესახებ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამ ინფორმაციამ თავად დევნილებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
|
თიკო ოსმანოვა 04.02.2017
რუსთავის აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული მუშები სამსახურში აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. მათი განმარტებით, ადმინისტრაციამ ისინი კანონის უხეში დარღვევით გაათავისუფლა. აქციების პარალელურად კი პროფკავშირები სარჩელზეც მუშაობს, რომელსაც სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ.
|
თიკო ოსმანოვა 04.02.2017
საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი გენერალური დირექტორი არხზე რეორგანიზაციას იწყებს, რასაც შესაძლოა რამდენიმე გადაცემის დახურვა მოჰყვეს. კონკრეტულად, თუ რომელ გადაცემებს ემუქრება დახურვა, ორშაბათს გაირკვევა. მანამდე კი ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი ეჭვობს, რომ ამ გადაცემებს შორის ერთ-ერთი მისი გადაცემა "რეალური სივრცე" იქნება.
|
ეკატერინე ბასილაია 03.02.2017
"საქართველოს მოქალაქე კარგად ინფორმირებული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში შეიძლება საზღვრის კვეთის დროს არ შეუშვან ტერიტორიაზე და საქართველოში უკან დაბრუნება მოუწიოს," - აცხადებს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და თვლის, რომ უვიზო მიმოსვლის მიღების შემედეგ საქართველოს ხელისუფლებამ გამოსვლებში უნდა დაამკვიდროს სიტყვა "ევროკავშირი" და უკვე გაწევრიანებაზეც უნდა გააკეთოს ოფიციალური განაცხადი.
|
სალომე სარიშვილი 03.02.2017
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში დაინტერესებას გამოიწვევს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ცხინვალსა და აფხაზეთში რუსიფიკაციისა და იზოლაციის ინტენსიური პროცესი მიდის. მინისტრი არ ვარაუდობს, რომ დასაწყისისთვის ქართული პასტორტის მიღების მსურველთა რიცხვი მყისეულად და მკვეთრად გაიზრდება, თუმცა იმაში კი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაცია ყველა მოქალაქისთვის მიმზიდველი იქნება.
|
ეკატერინე ბასილაია 03.02.2017
სულ რაღაც ერთი ნაბიჯი და საქართველოს მოქალაქეებს ვიზის რიგებში დგომის გარეშე, 39 ევროდაც კი, ევროპაში თავისუფლად მოგზაურობა შეეძლებათ. ეს შეიძლება უკვე მარტის ბოლოსთვის მოხდეს, ან აპრილის დასაწყისში.
|
თიკო ოსმანოვა 03.02.2017
"ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით ჩემი აზრით, გასამკაცრებელია მონიტორინგი, არის თუ არა კანონიერი მოსმენა, რაც არ არის იოლი საქმე. მერე დასაყენებელია იმ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალება ამ სფეროში ისე მუშაობა, რომ არ იყოს ხელყოფილი ადამიანის უფლებები," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
|
ნინო ქეთელაური 03.02.2017
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. როგორც მისი ექიმი ცისანა შარტავა აცხადებს, ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია შემდგომი გართულება, რის გამოც სპეციალისტებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ გამოკვლევა და დაკვირვება ბერლინში მოხდეს.
|
რეზონანსი 02.02.2017
ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრისას ულტრა-მემარჯვენე ბრიტანელი პარლამენტარის, სტივენ ვულფის გამოსვლას ქართულ საზოგადოებაში გაურკვევლობა მოჰყვა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|