ეკატერინე ბასილაია 11.02.2017
რუსი დიპლომატის განცხადებაზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს, რომ მოსკოვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მიმდინარე წელს გეგმავს და ქართულ მხარესთან ამაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.02.2017
 პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობის წარმომადგენლები ერთმანეთს ბანერებით დაუპირისპირდნენ. მედიისა და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა ბანერი წარწერით "არა მედიაზე შტურმს" გამოაკრეს, რამაც უმრავლესობის წევრთა უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა, თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ ბანერი მაინც გააკრეს.
|
ია აბულაშვილი 11.02.2017
"ვფიქრობ, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს იმის თანხები, რომ დაიქირავოს უცხოური კომპანიები, რომლებიც თავად ჩაატარებდნენ ატესტაციასაც და რეკომნედაციებსაც მისცემდნენ", - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც "რეზონანსი" საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა,
|
სალომე სარიშვილი 11.02.2017
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჩაზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები გარკვეულ კითხვებს მართლაც აჩენს. უჩა ნანუაშვილის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საუბარია მასობრივ დათხოვნაზე, ეს ქვეყანაზე პირდაპირ აისახება, რადგან ასეთი გადაწყვეტილება გარკვეულწილად შესაძლოა მასშტაბური სოციალური პრობლემების დასაწყისი გახდეს.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.02.2017
"თავდაცვის დრო დამთავრდა, უშეღავათო შეტევა თაღლითი ოლიგარქის რეჟიმს", "რუსთავი 2" ხალხის ტელევიზაა", "ივანიშვილო, შენამდეც მოვალთ!" - მსგავსი ლოზუნგებისა და დროშების ფონზე წარიმართა "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მხარდამჭერების აქცია, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.
|
ნინო ქეთელაური 11.02.2017
"იქნებ უშიშროების სამსახურის დახვეწაზე, მისთვის პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებაზე, ასევე ამ სტრუქტურის მიმართ საკანონმდებლო კონტროლის გაძლიერებაზე ვიზრუნოთ და არა ახალ-ახალი სტრუქტურების შექმნაზე", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მოსმენების კანონპროექტს, რომელზეც ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას მოიყენებს.
|
ეკატერინე ბასილაია 11.02.2017
სოხუმში დიდი აღშფოთება გამოიწვია ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადებამ იმაზე, რომ აფხაზეთი ან რუსეთს უნდა შეუერთდეს კრასნოდარის რეგიონის ნაწილად, ან დაფინანსება უნდა შეუწყდეთ და დარჩნენ, როგორც "დამოუკიდებელი მათხოვრები".
|
თიკო ოსმანოვა 11.02.2017
9 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდსა და ახალ მენეჯმენტს შორის პირველი შეთანხმება შედგა და ერთ კვირაში სამეურვეო საბჭო წარმოადგენს პროექტს, თუ რით უნდა გაიზომოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატება.
|
სალომე სარიშვილი 10.02.2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილმა საზოგადოებრივმა ვნებათაღელვამ პიკს მიაღწია. გუშინ რამდენიმე ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის მიწურულს ვითარება უკიდურესად დაიძაბა, როცა აქტივისტების ნაწილი ტელევიზიის შენობაში შეიჭრა.
|
ეკატერინე ბასილაია 10.02.2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეებიდან დაწყებული მცირე საპროტესტო აქცია შესაძლებელია სხვა ბევრი პატარა თუ დიდი აქციის ერთგვარ სიმბოლურ დასაწყისად იქცეს და ახალგაზრდების კიდევ უფრო გააქტიურება გამოიწვიოს, რაც, პოლიტოლოგების თქმით, ხელისუფლებისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა გახდება.
|
ნინო ქეთელაური 10.02.2017
"ყალბი არჩევნები, პრივატიზებული პარლამენტი და კონსტიტუცია, გზაკვალ- აბნეული "რუსთვი 2", ყველაფერი ის, რაც მიუღებელია ევროპისთვის, არის სამიზნე ჩვენი კადრებთუხუცესისთვის", - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი და აღნიშნავს, რომ, ის რაც დღვანდელ პარლამენტში ხდება, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მეორე არხის საშუალებით იყო, ეს კი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი "დაებნელებინათ".
|
თიკო ოსმანოვა 10.02.2017
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სამართლებრივი დავა შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვე გაჭიანურდეს. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გადაწყვეტილება 10-დან 15 თებერვლამდე გამოცხადდება, საქმის იურისტები არარეალურს უწოდებენ.
|
|