ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
18.02.2017

 ბრიუსელში გამართულმა ნატოს მინისტერიალისა და ნატო-საქართველოს კომისიის მორიგმა შეხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად ალიანსის შიგნით არსებული პრობლემებისა, ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა, წევრი ქვეყნები საქართველოს კვლავ განიხილავენ, როგორც ასპირანტ ქვეყანას და აპირებენ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

ეკატერინე ბასილაია
18.02.2017

 "ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ვიღაც უნდა დაისაჯოს, ვიღაც უნდა გათავისუფლდეს, ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს იმ შეცდომისთვის, თუკი ის დადასტურდება," - აცხადებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია.

თიკო ოსმანოვა
18.02.2017

 საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი ტელევიზიის შეფასების კრიტერიუმების გვერდის ავლით, ახალი კონცეფცია წარმოადგინა. ისევ რეიტინგებზე ორიენტირებული გეგმის მიხედვით, დასახურ გადაცემათა სიაში 14 სატელევიზიო პროგრამა მოხვდა, აქედან უმეტესობა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟანრისაა, მათ შორისაა "ვექტორი" და "რეალური სივრცე". დაამტკიცებს თუ არა ბორდი ამ კონფცეფციას, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ნინო ქეთელაური
18.02.2017

 "ჩემი ინფორმაციით, საეკლესიო წრეებში უკვე დაიწყო ფარული შიდა ბრძოლები იმაზე, თუ ვინ დაიკავებს პატრიარქის ტახტს. არ არის გამორიცხული, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად ყველა პოლიტიკურ ძალას მისთვის სასურველი პირის ხილვა სურდეს", - ამბობს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

სალომე სარიშვილი
18.02.2017

 "ღიად შევეხეთ ძალიან მგრძნობიარე საკითხს, რომელზეც პოლიტიკოსები გასაგები მიზეზების გამო არ საუბრობენ. ეს თემა ეხება ძალიან ბევრ ინსტიტუტს, ადამიანს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო ღრმა მსჯელობის საგანი გახდება, რათა ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან თავისუფალი იყოს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

თიკო ოსმანოვა
18.02.2017

 საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ახალი მენეჯმენტი ბორდს იმ გადაცემების დახურვას სთავაზობს, რომელიც დაბალრეიტინგულია და არხს განვითარების საშუალებას არ აძლევს.

ნინო ომანაძე
18.02.2017

 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები ერთნაირად ხელმისაწვდომია როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონის მოქალაქეებისთვის. დღემდე არსებული პროგრამით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა არაერთმა პირმა ისარგებლა.

ნინო ქეთელაური
17.02.2017

 მოსკოვმა სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში ახალი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი საიდუმლოდ განათავსა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით 1987 წელს ხელმოწერილი საშუალო და მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება დაარღვია.

ეკატერინე ბასილაია
17.02.2017

 "ციანიდის საქმე" უფრო და უფრო დიდი სკანდალით გრძელდება. სამდღიანი სპეკულაციების შემდეგ პროკურატურა ამტკიცებს, რომ არა თუ პატრიარქის, არამედ არც სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლა არ იგეგმებოდა, თუმცა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაზაფვრისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს არც პროკურატურა, არც პრემიერი, არც იუსტიციის მინისტრი და არც "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებიც ხმამაღლა ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა "დიდ უბედურებას", "ტრაგედიას" და "დესტაბილიზაციას" გადაარჩინეს.

ნინო ომანაძე
17.02.2017

 ცხინვალში, "საპრეზიდენტო არჩევნების" წინ, "პრეზიდენტ" ლეონიდ თიბილოვსა და "პარლამენტის სპიკერ" ანატოლი ბიბილოვს შორის დაპირისპირება იზრდება.

გვანცა ღვედაშვილი
17.02.2017

 გაუუქმებს თუ არა რუსეთი საქართველოს სავიზო რეჟიმს?! - ეს კითხვა აქტუალური მას შემედეგ გახდა, რაც საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღო, რის შემდეგაც რუსეთმა ანალოგიური ქმედება არ გამორიცხა.

გვანცა ღვედაშვილი
17.02.2017

 "თუ რუსეთში ვინმეს იმედი აქვს, რომ ამგვარი მიზნით საქართველოს აიძულებს, თავისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას, ვფიქრობ, მსგავს მცდელობას პერსპექტივა არ გააჩნია


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×