ნინო ქეთელაური 23.02.2017
"დღეს ეკლესია გახლეჩილია. ვისაც ამ თემის წამოტივტივება და საზოგადოებაში შემოგდება უნდოდა, თავისი მისია უკვე ეასრულა. ახლა მშვიდად ელოდება მოვლენების განვითარებას," - ამის შესახებ პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს და ამატებს, რომ საპატრიარქოში არსებული დაპირისპირების უკან ოპოზიცია დგას.
|
თიკო ოსმანოვა 23.02.2017
დიდი ოპოზიციური ერთობა, სავარაუდოდ, არ შედგება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა და, ნაკლებსავარაუდოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს.
|
ეკატერინე ბასილაია 22.02.2017
"საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა... ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსი და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს," - ეს განცხადება გააკეთა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ||-ემ იმ საქმეზე, რომელიც ერთ კვირაზე მეტია განხილვისა და არაერთი სკანდალის მთავარი თემაა.
|
სალომე სარიშვილი 22.02.2017
"პროკურატურისა და ხელისფლების წარმომადგენელთა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები საზოგადოებისთვის გაუგებარია და ეს ცხადია... იმის მაგივრად, რომ ხალხს სიმშვიდისკენ უბიძგონ, პირიქით, მის განწყობაში დეზორიენტაცია შეაქვთ," - ამბობს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და იქვე დასძენს, რომ ინფორმაციაზე მიუწვომლობის გამო, რთულია რაციონალური შეფასება და მით უფრო რომელიმე ჯგუფის დამაჯერებლობაზე საუბარი.
|
ელზა პაპოშვილი 22.02.2017
ერთი კვირის განმავლობაში სიყვარულის სახელით ჩადენილი ორი თვითმკვლელობა. 15 და 17 თებერვალს ორმა ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე საცხოვრებელი სახლის მე-5 და მე-7 სართულებიდან გადმოხტომის შედეგად დაასრულა. ერთი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე - საავადმყოფოში მიყვანისთანავე.
|
ნინო ქეთელაური 22.02.2017
შესაძლოა, 31 მაისიდან თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით საქართველოში ახალი კანონმდებლობა ამოქმედდეს, რომელიც ყველა დახურულ სივრცეში, გარდა საკუთარი სახლისა, მოწევას კრძალავს. აღსანიშნავია, რომ მოწევა აიკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და იმ ღია სივრცეებშიც, სადაც არასრულწლოვნების თავშეყრის ადგილებია.
|
ელზა პაპოშვილი 22.02.2017
ვარკეთილში სამი დღის წინ 25 წლის გოგონა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. ა.ლ. მისმა მეუღლემ კალაუბნის ქუჩაზე მდებარე სახლში ძაღლის ჯაჭვით ჩამომხვრჩვალი აბაზანაში აღმოაჩინა.
|
თიკო ოსმანოვა 22.02.2017
საზოგადოებრიი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილმა რიგით მეორე გეგმამ შესაძლოა, პირველის ბედი გაიზიაროს და ჩავარდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 21.02.2017
კათოლიკოს-პატრიარქი ილია || გერმანიიდან საქართველოში უკვე დაბრუნდა და მცირე კომენტარიც გააკეთა იმაზე, რომ "ციანიდის საქმეს" ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლიან და სჯერა, რომ "ყველაფერი მშვიდობით დასრულდება".
|
მარი ჩიტაია 21.02.2017
დაახლოებით 5 თვეში მოსახლეობას გაზის ტარიფი გაუძვირდება. ჯერჯერობით უცნობია რამდენი თეთრით მოიმატებს გადასახადი. ფაქტია, რომ ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით "გაზპრომთან" ხელისუფლების წარუმატებლობის საზღაურს - გაძვირების სახით, მოსახლეობა გადაიხდის. სპეციალისტების არ გამორიცხავენ, რომ გაზის ტარიფის ზრდას სოციალური უკმაყოფილება მოჰყვეს, რამდენადაც ეს სოციალურ ფონს ქვეყანაში მკვეთრად გააუარესებს.
|
ელზა პაპოშვილი 21.02.2017
პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე პროცესების დეტონაცია და აფეთქება არა პროკურორის მოუზომავმა და დაუფიქრებელმა განცხადებამ, არამედ პრემიერის აპოკალიპტურმა კომენტარმა გამოიწვია.
|
ელზა პაპოშვილი 21.02.2017
პოლიტოლოგ და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საპატრიარქოს შიგნით არსებული პრობლემებით ვიღაც სარგებლის ნახვას ცდილობს.
|