გვანცა ღვედაშვილი
28.02.2017

 ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მგზავრობისთვის 2017 წლის აპრილიდან.

გვანცა ღვედაშვილი
28.02.2017

 ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 1 მარტს ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ხელს მოაწერენ მიღებულ რეგულაციას, რის შემდგომაც ტექსტი გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.

თიკო ოსმანოვა
28.02.2017

 საქართველოსა და ბელარუსის დიპლომატიური ურთიერთობა 23 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მხარეებს შორის რეგიონრუ თუ საერთაშორისო ფორმატებში არაერთი პოლიტიკური თუ ეკონომიკური შეთანხმება შედგა.

მარი ჩიტაია
28.02.2017

 ენგურჰესის მარტის დასაწყისიდან ჩაირთვება. ამ ეტაპზე წყალსაცავის შევსება დაწყებულია და უკვე დღეიდან მოხდება ენგურის აგრეგატების გაშვება. სრულად ჰესი ივლისის ბოლოს ამუშავდება.

სალომე სარიშვილი
27.02.2017

 დეკანოზი გიორგი მამალაძე სკანდალურ "ციანიდის საქმეზე" უკვე 2 კვირაზე მეტია დაკავებული, თუმცა, მისი დაკითხვა ჯერ კიდევ არ მომხდარა. სავარაუდოდ, იგი დღეს მისცემს ჩვენებას გამოძიებას. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურამ ამის შესახებ ღია განცხადება ჯერ კიდევ 2 დღის წინ გააკეთა. მანამდე კი დაცვის მხარე ბრალდებულის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ წნეხზე საუბრობს და აცხადებს, რომ დეკანოზის დაკითხვა განგებ ჭიანურდება, რათა სიმართლეს ფარდა რაც შეიძლება გვიან აეხადოს.

გვანცა ღვედაშვილი
27.02.2017

 საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასა და შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი 1 მარტს ბრიუსელში გაიმართება. როგორც "მთელი კვირისთვის" გახდა ცნობილი, აღნიშნულ ცერემონიალს საგარეო საქმეთა მინისტრს დაესწრება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს ერთგვარი გამონაკლისი იქნება ევროკავშირში დადგენილი წესიდან, რადგანაც საქართველო 1 მარტს ხელს არაფერს აწერს, ხოლო მსგავს ღონისძიებებზე მესამე ქვეყნის წარმომადგენლის დასწრებას ევროკავშირის შიდა რეგულაციები არ ითვალისწინებს.

გვანცა ღვედაშვილი
27.02.2017

 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავს. სასამართლოს დიდმა პალატამ პირველი სხდომა 8 მარტს დანიშნა.

ეკატერინე ბასილაია
27.02.2017

 "შეიძლება დღევანდელ თაობას რა ახსოვს, მაგრამ ფილმებიცაა და ლიტერატურაც, მთელი კომუნისტური პროპაგანდა აგებული იყო იმაზე, რომ ეკლესიის მსახურები არიან თაღლითები. ამის რეანიმაცია თუ დაიწყო საზოგადოებრივ აღქმაში, ეს კატასტროფა იქნება. ერთხელ და სამუდამოდ ხალხს უნდა უთხრან, სად მიდის ის ფული, რომელსაც სახელმწიფო ეკლესიას აძლევს და რა ხდება ამ სტრუქტურაში ფინანსური კუთხით," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

თიკო ოსმანოვა
27.02.2017

 საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის დათბობა იწყება. 20-თვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში ელჩი დანიშნა. ასევე 27 მარტს უკრაინაში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტიც იგეგმება.

ნინო ქეთელაური
27.02.2017

 როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, თუკი თბილისის მერი ოთხშაბათამდე საკრებულოში არ მივა, შესაძლოა, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან ეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება. თუმცა, როგორც ირკვევა, საკრებულოს დეპუტატებს შეუძლიათ, მხოლოდ მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ, ან თავად უჩივლონ სასამართლოში.

თიკო ოსმანოვა
27.02.2017

 ე.წ. მოსმენის კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო და სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, ახლად მიღებული კანონი წინა ნორმაზე უარესია. ამიტომ, მისივე თქმით, "ეს შენ გეხება"-ს ფარგლებში, შესაძლოა, აქციებიც განაახლონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სასამართლოზეა.

ნინო ომანაძე
27.02.2017

 "საპრეზიდენტო" არჩევნებამდე ორი თვით ადრე დე ფაქტო ცხინვალის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი "საპასპორტო სკანდალში" გაეხვია. სამხრეთ ოსეთში, რომლის მოსახლეობაც, "ოფიციალური მონაცემებით, სულ რაღაც 53 532 ადამიანს შეადგენს, სავარაუდოდ, "არჩევნების" გაყალბებისთვის ემზადებიან. "პრეზიდენტსა" და "პარლამენტს" შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, დე ფაქტო ლიდერი საკუთარ მომხრეებს რუსეთში ეძებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×