გვანცა ღვედაშვილი 07.03.2017
8 მარტს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება.
|
ვახტანგ შამუგია 07.03.2017
აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი ორი, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. "სასაზღვრო გამშვები პუნქტები" ჩაკეტეს.
|
ნინო ქეთელაური 07.03.2017
"ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთი", - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა "ბილდ"-თან ინტერვიუში განაცხადა და განმარტა, რომ ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.
|
ნინო ქეთელაური 07.03.2017
"მთავარია, რომ ინიციატივა დაფიქსირდა. როგორც ჩანს, ეს მოთელვაა და ევროკავშირშიც ელოდებიან, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ ის სახელმწიფოები, ვისი მისამართითაც ამ იდეამ გაიჟღერა", - ასე ეხმაურება სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას ლტოლვილთა ცენტრების შესახებ, რომელმაც ერთ-ერთ სავარაუდო ლოკაციად საქართველოც დაასახელა.
|
ეკატერინე ბასილაია 06.03.2017
"ოცნებისა" და გიორგი მარგველაშვილის 4-წლიანი "სიტყვიერი ომი" გასული კვირის ბოლოს უკვე ულტიმატუმსა და შანტაჟში გადავიდა და პარლამენტის სპიკერი დაიმუქრა, რომ თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი გააგრძელებს არაკორექტულ განცხადებებს (რაშიც "ოცნების" მიმართ კრიტიკული შენიშვნები იგულისხმება), შეიძლება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები არა 7 წლის შემდეგ, არამედ უკვე მომავალი წლიდან დაკანონდეს და ეს იქნება "არაკორექტული" მარგველაშვილის ერთგვარი დასჯაც.
|
ნინო ქეთელაური 06.03.2017
ვიდრე "რუსთავი 2"-ის ბედი არ გაირკვევა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო არ ასრულებს პირობებს და ევროკავშირს აქვს ყველა საბაბი, რომ თავი მოტყუებულად იგრძნოს.
|
სალომე სარიშვილი 06.03.2017
საქართველოს ხელისუფლება ნატოს ფოთში სამხედრო-საღვაო ბაზის მოწყობას სთავაზობს, რაც შესაძლოა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების გამწვავების საფუძველი გახდეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ქართველი ექსპერტების შეფასებით კი, მოსკოვში ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც რეალობას არ შეესაბამება.
|
თიკო ოსმანოვა 06.03.2017
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია. მისი თქმით, ხელისუფლებამ იმდენი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რომ ევროპელებს ეჭვების გაჩენის მიზეზი მისცა.
|
თიკო ოსმანოვა 06.03.2017
"რუსთავი 2" საქართველოს წინააღმდეგ - თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რამდენიმე დღეში გაირკვევა. მანამდე კი ხელისუფლებას მოუწევს ევროპელი მოსამართლეების დარწმუნება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება და ქუჩაში საპროტესტო აქციები მოსალოდნელი არ არის. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტრო შესაბამის მტკიცებულებებს ვერ წარადგენს, საქმეს წარმოებაში მიიღებენ და ამის განხილვას კი უკვე წლები დასჭირდება.
|
სალომე სარიშვილი 06.03.2017
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის აზრით, ტელეკომპანია "რუსავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მხოლოდ სამართლებრივი დავაა და ამ თემის პოლიტიზება არ შეიძლება. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს, ამ ფონზე, ტელეკომპანიის მენეჯმენტი ცდილობს ვითარება ტრაგიკულად დახატოს და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ამგვარი ფორმით მიიქციოს, რისი ბერკეტიც მათ გააჩნიათ.
|
გვანცა ღვედაშვილი 06.03.2017
"საიდან მოდის ეს ქედმაღლობა ჩვენს მინისტრებში, ცოტა გაუგებარია. ბოლოს და ბოლოს, იგი ერთი სუსტი დემოკრატიის მქონე, ძალიან უსუსური მთავრობის წარმომადგენელია", - აღნიშნული შეფასება "რესპუბლიკური პარტი" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანზე საუბრისას გააკეთა.
|
გვანცა წულაია 06.03.2017
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრისგან დაზარალებულმა მოვაჭრეებმა შაბათს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავრობისგან კომპენსაციას მოითხოვენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|