თიკო ოსმანოვა
07.02.2017

 საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ძირეულ რეფორმას იწყებს და საინფორმაციო გამოშვების გარდა ყველა გადაცემის დახურვას ითხოვს. მათი ბედი ახლა სამეურვეო საბჭოს ხელშია. მაღლაფერიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ტელევიზიაში არსებული რთული ტექნიკური პრობლემების გამო მიიღო.

გვანცა ღვედაშვილი
07.02.2017

 "რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია ფაბრიკაციას უწოდებს გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც თითქოსდა იუსტიციის ყოფილი მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან მის საუბარს შეიცავს და ამბობს, რომ ეს "სუს-ის ხელწერაზე" მიუთითებს. ჩანაწერის აუთენტურობის უმცირესობას არ სჯერა, უმრავლესობის განცხადებით კი საუბრის რეალურობა გამოძიების დასადგენია.

ნინო ქეთელაური
07.02.2017

 "აფხაზეთის მოსახლეობისთვის იმდენად მიმზიდველი იქნება უვიზო მიმოსვლა, რომ შეიძლება შიშის ზღვარი გადაილახოს," - ამის შესახებ აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

ნინო ქეთელაური
07.02.2017

 ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება სახალხო დამცველისთვის გაუგებარია. უჩა ნანაუშვილის თქმით, "მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე არ უნდა აისახოს."

თიკო ოსმანოვა
06.02.2017

 ოფიციალური თბილისს, შვეიცარიელ შუამავლებთან ერთად, მოსკოვზე გარკვეული ზეწოლის განხორციელებას გეგმავს, რათა ბოლოს და ბოლოს მიაღწიოს 6 წლის წინ დადებული ხელშეკრულების ამოქმედებას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საკითხს კარასინი-აბაშიძის ფორმატში მიმდინარე შეხვედრებზე განიხილავდნენ, თუმცა, ამ განხილვის შედეგებზე დეტალური განცხადებები არ კეთდებოდა. მორიგ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კი პრემიერის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ წინმსწრება განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან 7 თებერვლის შეხვედრაზე ამ ხელშეკრულების ამოქმედების საკითხს მკვეთრად დასვამს.

სალომე სარიშვილი
06.02.2017

 მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზის ლიბერალიზაცია მიიღო, საზოგადოებაში ხშირად ისმის შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ ევროპის რომელიმე ქვეყნის საზღვრებზე და იქნება თუ არა საზღვრის უვიზოდ გადაკვეთა მესაზღვრის განწყობაზე დამოკიდებული. ამ შეკითხვებსა თუ ეჭვებს სპეციალისტების ნაწილი უსაფუძვლოს უწოდებს. ამბობს, რომ პრობლემების შექმნის ალბათობა ვიზის შემთხვევაშიც არსებობდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მესაზღვრე მოქალაქე საეჭვოდ მიიჩნია, უკან გამობრუნების რისკი უვიზოდაც ისეთივე მაღალია, როგორც ვიზის არსებობის შემთხვევაში.

თიკო ოსმანოვა
06.02.2017

 ქართული ტელე-მედია მორიგი მასშტაბური ცვლილებების ზღვარზეა. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენდირექტორი არხის რეორგანიზაციის გეგმას წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა პოლიტიკური შინაარსის გადაცემების დახურვას გულისხმობდეს, რასაც უკვე მოყვა გარკვეული ვნებათაღელვა. ასევე დაძაბული და გაურკვეველი ვითარებაა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებითაც, რაც ტელეკომპანიის საქმეში ჩართული უზენაესის სასამართლოს 2 მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლას უკავშირდება. ამასთან, ახლო მომავალში ტელეკომპანიას სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა მფლობელი შეეცვალოს.

სალომე სარიშვილი
06.02.2017

 "ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვითა და ამგვარი მიდგომით ჩვენ ვეხმარებით პუტინს გაატაროს პასპორტიზაციის პოლიტიკა, რადგან როცა ის ვინმეს რუსეთის პასპორტს აძლევს, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჩვენ იმთავითვე კანონით მოქალაქეობას ვართმევთ. ეს კი ნიშნავს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს მოქალაქეები აღარ გვყავს და ვკარგავთ ლეგიტიმურობის მთავარ ბერკეტებს," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციაში ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ცვლილების შეტანის ინიციატორია.

ეკატერინე ბასილაია
06.02.2017

 გაზაფხულზე ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდება და ოფიციალური თბილისის შეთავაზებას, რომ ოსებმა და აფხაზებმა ქართული ბიომეტრიული პასპორტებით უვიზოდ იმოგზაურონ ევროპაში, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მმართველები "კიდევ ერთ ქართულ სატყუარას" უწოდებენ, რომლესაც ისინი არ წამოეგებიან.

ნინო ქეთელაური
06.02.2017

 ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. როგორც სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, გარდა პოლიტიკურისა, ამ ეტაპზე ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების სხვა მიზეზები არ იკვეთება და ის აპირებს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციას, თუ საჭირო გახდა, საერთაშრისო სასამართლოსაც მიმართოს.

ეკატერინე ბასილაია
06.02.2017

 საპატრიარქოდან თბილისის საკრებულოში თითქმის ყოველ თვე შედის გარკვეული ქონების უფასოდ გადაცემაზე მოთხოვნა და ეს ყოველთვის კმაყოფილდება. ხოლო თუ ვინმე იკითხავს არგუმენტს, თუ რატომ ხდება ეს, მას მკრეხელობას და მართლმადიდებლობასთან ბრძოლას აბრალებენ, - ამის შესახებ "მთელ კვირასთან" საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი დავით ზურაბიშვილი საუბრობს.

სალომე სარიშვილი
04.02.2017

 "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის ფაქტს იურისტები უკიდურესად შემაშფოთებელს, ქვეყნისა და სასამართლო სისტემისთვის დამაზიანებელს უწოდებენ. თუ ვისგან მოდიოდა ზეწოლა, ამაზე გუშინ განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდებოდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×