გვანცა ღვედაშვილი
14.04.2017

 "მათ აქვთ უკმაყოფილობის მაღალი ხარისხი, მაგრამ აქვთ თუ არა ამ უკმაყოფილების გამოთქმის პოლიტიკური საფუძველი, ანუ ხალხის მიერ მიცემული პოლიტიკური მანდატი, რომ მათ ქვეყანა მოაწყონ ისე, როგორც თავად მიაჩნიათ, ეს სხვა საკითხია და ვთვლი რომ მათ ასეთი მანდატი არ აქვთ", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საკონსტიტუციო კომისიიდან ოპოზიციისა და არასამთავრობოთა შესაძლო გამოსვლასთან დაკავშირებით აკეთებს.

თიკო ოსმანოვა
14.04.2017

 "მთელი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მასში შედის, ყველაფერი მიმართულია ერთპარტიული საბჭოთა ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ. ანუ ნაბიჯი უკან წარუსლისკენ და არა ნაბიჯი წინ მომავლისკენ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი.

ნინო ქეთელაური
13.04.2017

 საკონსტიტუციო კომისიის გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც ყველაზე სადავო და პრინციპულ საკითხებს, საარჩევნო სისტემებს განიხილავენ, დღეს გაიმართება. ოპოზიციური პარტიები საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებენ და თუ ხელისუფლება მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს, ბოიკოტს გეგმავენ. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ახლანდელი ვერსია ძველ კონსტიტუციას "ათი თავით ჯობია" და მას ვენეციის კომისია მხარს აუცილებად დაუჭერს.

ეკატერინე ბასილაია
13.04.2017

 "ქართული ოცნება" ცდილობს, კონსტიტუციის ახალი ვარიანტით 2020 წელსაც შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მარტივად მიღება და ამისთვის კონსტიტუციის პროექტის ორ მუხლში ცვლილება უკვე გათვალისწინებულია. მმართველი ძალა გეგმავს, საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4-ის (113 დეპუტატის) ნაცვლად გახდეს 2/3 (100 დეპუტატი), რაც, ოპოზიციის და კონსტიტუციონალისტების ნაწილის მტკიცებით, ერთ-ერთი ბერკეტია იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებში "ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა ისევ მოიპოვოს და თან უფრო მარტივადაც.

თიკო ოსმანოვა
13.04.2017

 სააღდგომოდ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა მავთულხლართების იქით დარჩენილი ახლობლების საფლავების მონახულებას წელსაც ვერ შეძლებს. ოფიციალური თბილისის არაერთი თხოვნის მიუხედვად, დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელები მოსახლეობის გადასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ. უფრო მეტიც, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას სააღდგომოდ მავთულხლართების მეორე მხარეს დარჩენილ საფლავებზე გასვლის მსურველი ჭირისუფლების სიაც კი გადასცა, თუმცა არც ამაზე წამოვიდნენ.

თიკო ოსმანოვა
13.04.2017

 "საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებას აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესთან დაკავშირებით. ხალხს აქვს სურვილი, რომ თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი. ვფიქრობ, ამის უფლება არ უნდა წაერთვას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და დასძენს, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით ოფიციალურ შეფასებას მათ მიერ წამოწყებული კამპანიის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

გვანცა ღვედაშვილი
13.04.2017

 "პრიმიტიული ფანდი არ ეკადრება კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე პოლიტიკურ სუბიექტს, თუნდაც იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის იყოს. "ქართული ოცნება" ძალიან დაბალი წარმოდგენის არის ქვეყნის მოსახლეობაზე", - აღნიშნული შეფასება პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ია აბულაშვილი
13.04.2017

 სირიაში აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შემდეგ მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით და იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრემლი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
12.04.2017

 კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ნაწილს, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" კომისიის წევრებს გააცნო, არ ეთანხმებიან როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ნინო ქეთელაური
12.04.2017

 თბილისის მერის, დავით ნარმანიას გამოსვლა საკრებულოში ხმაურის, ტაშისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. დედაქალაქის მერმა დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა, სადაც უკვე განხორციელებულ თუ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და ოპოზიციის კრიტიკული შენიშვნებიც მოისმინა.

ნინო ქეთელაური
12.04.2017

 საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თურქეთის მებაჟეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და რომელსაც პოლიციელებზე თავდასხმას ედავებოდნენ, უდანაშაულო აღმოჩნდა და თავისუფალია. თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სარფის საბაჟოზე მსგავსი მოპყრობა ისევ გრძელდება და ამის გაპროტესტებას აქციითაც აპირებენ.

თიკო ოსმანოვა
12.04.2017

 ახალი კონსტიტუციის პროექტით, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქვეყნის უმაღლესი კანონით განსაზღვრული აღარ იქნება, რაც იმის ალბათობას ზრდის, ის თბილისში დაბრუნდეს, რაც დეპუტატების უმრავლესობის სურვილია. თუმცა საკონსტიტიციო კომისიის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით ძალიან მწვავე დებატები იყო და საბოლოოდ ჯერდებიან იმაზე, რომ პარლამენტი შენარჩუნდეს როგორც ქუთაისში, ისე თბილისში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×