გვანცა ღვედაშვილი 26.04.2017
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივა კონკრეტულად ერთი ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ივანიშვილი მთავარ საფრთხედ აღიქვამს.
|
ეკატერინე ბასილაია 26.04.2017
"მოსახლეობაში ოპოზიცია არ აინტერესებთ და არ აინტერესებთ, გადაუნაწილებელ მანდატებს ხელისუფლება მთლიანად წაიღებს თუ ოპოზიცას ექნება ორი მანდატით მეტი. საქართველოში არც ენჯეოებს აქვთ რეიტინგი... ამდენად, არიქა, ოპოზიცია და ენჯეოები არიან საარჩევნო სისტემაში მანდატების გადანაწილების წესის წინააღმდეგნი, ეს ორივე ჯგუფი ხალხისთვის არცთუ დიდ ღირებულებას წარმოადგენს და მათი მოთხოვნებიც ნდობას არ იმსახურებს," - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.04.2017
მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.04.2017
ეროვნული პატფორმისა და პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე და "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აღნიშნავს, შეხვედრისას ყველა გამომსვლელმა გაუსვა ხაზი იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც ამ ცვლილებებს თან ახლავს.
|
თიკო ოსმანოვა 26.04.2017
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა აქციის ფონზე მოუწევს. ოპოზიცია რეგიონებში ჩასასვლელად უკვე ემზადება. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ოპოზიცია კოორდინირებულად იმოქმედებს და "ოცნებას" საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალებას არ მისცემს.
|
ნინო ქეთელაური 26.04.2017
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ოთხთვიანი მუშაობა დაასრულა, ახლა წინ ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვაა, რომლის საშუალებითაც საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალებს უნდა გაეცნოს.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.04.2017
მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე მოხელის სამუშაო დრო არ უნდა იყოს 4 საათზე ნაკლები. ღამის საათებში არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს და ამ დროს მოხელეს კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამტი ეძლევა.
|
თორნიკე ამირხანაშვილი 26.04.2017
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არის პრობლემური საკითხები, რომლებიც უნდა გადაიხედოს.
|
ვახტანგ შამუგია 25.04.2017
თავდაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებას სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი წარუდგინა. ის თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული, ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს წარმოადგენს და აღწერს არსებულ ვითარებას, მიმოიხილავს საფრთხეებს, გამოწვევებს. დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების დროში გაწერილი სტრატეგია 2020 წლამდე.
|
ნინო ქეთელაური 25.04.2017
დაზიანებული სახლები და მანქანები, მოგლეჯილი ხეები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მთავარია, ერთი გარდაცვლილი - ეს ის შედეგებია, რაც საქართველოში ძლიერ ქარსა და უამინდობას მოჰყვა.
|
თიკო ოსმანოვა 25.04.2017
როდის დაიწყება ტვირთის ბრუნვის მონიტორინგი ფსოუსა და როკის გვირაბთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია. რუსეთმა 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაციას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ტექნიკური დეტალების მოგვარება და შვეიცარიულ მხარესთან შეთანხმების დოკუმენტურად გაფორმება. ქართული მხარე ამას დიდი ხანია, ელოდება, შვეიცარიელები კი დროს ითხოვენ.
|
თიკო ოსმანოვა 25.04.2017
პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ნახევარძმა მიხეილ მგალობლიშვილს საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მაკა ჩიჩუა და ამბობს, რომ ის იარაღი, რომელიც მას ჩხრეკვისას აღმოაჩნდა, მემკვიდრეობით ერგო და, ფაქტობრივად, სამუზეუმო ექსპონატია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|