გვანცა ღვედაშვილი
19.04.2017

 თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოადგენილი შენიშვნები კანონის გადავადების საფუძველი არ გახდება, ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ პროექტს, პარლამენტი სამივე მოსმენით 31 მაისამდე მიიღებს, რაც სიმბოლური იქნება, რადგან ეს დღე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

თიკო ოსმანოვა
19.04.2017

 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 3-თვიანი მუშაობა დასასრულს უახლოვდება. შემაჯამებელი სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება, სადაც კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტს კენჭს უყრიან. თუმცა, როგორც მოსალოდნელია, შემაჯამებელი სხდომის გამართვა ოპოზიციის გარეშე მოხდება, რადგან უმცირესობა კომისიის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს.

ნინო ქეთელაური
19.04.2017

 "ხელის გადაგრეხით, სხვისი აზრის არგათვალისწინებით, ფეხების ბაკუნითა და გაჯიქებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს გვინახავს, სააკაშვილმაც ასე გააკეთა. მიუხედავად წინააღმდეგობისა, კონსტიტუცია მოირგო თავის თავზე. სად არის ახლა სააკაშვილი? ეს არის თუ არა რამის მაჩვენებელი ხელისუფლებისთვის?! შეიძლება, არც არაფრის, მაგრამ ისინი ნელ-ნელა ადგებიან იმ გზას, რასაც სააკაშვილი დაადგა თავის დროზე," - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მიდგომას საკონსტიტიტუციო ცვლილებების მიმართ.

ია აბულაშვილი
19.04.2017

 "რამდენად ღრმა იქნება განხეთქილება ქვეყანაში, რამდენად დიდია დესტაბილიზაციის რისკი, შენარჩუნდება თუ არა საბოლოოდ სტაბილურობა, ეს ჯერ გაურკვეველია" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
18.04.2017

 "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ" შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს. პარტიის ლიდერ ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ მოდის და როგორც წინა არჩევნების დროს დაიწერა ივანიშვილმა შედეგები, ახლაც ასე იზამს.

პატრიარქი ილია II
18.04.2017

 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

"შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავიე ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი,-მორჩილების ქურაში"(ზირქ. 2,1,5.)

ეკატერინე ბასილაია
15.04.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებისთვის შექმნილი კომისია ოპოზიციური პარტიების გარეშე რჩება. კომისიას გასულ ორშაბათს ბოიკოტი გამოუცხადა პარტიამ "სახელმწიფო ხალხისთვის", ხუთშაბათს - "ნაციონალურმა მოძრაობამ", მომავალ კვირას კი კომისიის დასატოვებლად ემზადებიან არასაპარლამენტო ოპოზიცია და "პატრიოტთა ალიანსი". უფრო მეტიც, ირმა ინაშვილის გუნდი ბოიკოტთან ერთად მაისიდან შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს. 

რეზონანსი
15.04.2017

 მმართველი პარტიის წევრები შაბათს "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს უპირისპირდებიან. მათი თქმით, ბერძენიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ღიად მიაყენა შეურაცხყოფა.

რეზონანსი
15.04.2017

 "რუსთავი 2"-ის წილების გადანაწილებასთან დაკავშირებით არსებული შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შორის, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ხალვაში აქიმიძისა და დვალის ბოლოდროინდელი განცხადებებით უკმაყოფილოა და მათ ერთგვარ მუქარასაც უგზავნის. 

რეზონანსი
15.04.2017

 რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2" კიდევ ერთმა ტელეწამყვანმა დატოვა. გიორგი ვარდოსანიძე, რომელიც 3 წელი გადაცემა "გააცინე და მოიგეს" წამყვანი იყო, ტელეკომპანიიდან წავიდა. ვარდოსანიძემდე "რუსთავი 2" დატივეს დიამა ობოლაძემ, როსტომ წულუკიძემ და კოტე ბატმანიდმა.

ნინო ქეთელაური
15.04.2017

 "თავად საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დაიწყო არასწორად. ჯერ უნდა გაგვერკვია ჩვენი საზოგადოება მმართველობის რა მოდელს ემხრობა და კონსტიტუციაზე მუშაობა ამის შემდეგ დაწყებულიყო. ახლა ისე გამოვიდა, რომ ხალხის მაგივრად რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ და ექსპერტ-კონსტიტუციონალისტებმა გადაწყვიტეს ქვეყანის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა", - აცხადებს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

თიკო ოსმანოვა
14.04.2017

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა - ალექსადრე ტაბატაძესთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რასაც საპარლამნეტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა და ამისთვის ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×