თიკო ოსმანოვა 28.04.2017
პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის. სადავო საკითხი კობახიძის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან 13 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამოიღეს მათ მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო.
|
გვანცა ღვედაშვილი 28.04.2017
საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, 5-დან 15 მაისამდე კი სახალხო განხილვის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრები გაიმართება. თუმცა პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 10-დღიანი ვადა სახალხო განხილვისთვის მეტად მცირეა და რეალური შედეგის დასადებად არასაკმარისი იქნება.
|
ეკატერინე ბასილაია 28.04.2017
"ქართული ოცნების" დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია ოპოზიციის აზრს იზიარებს და უსამართლოს უწოდებს საკონსტიტუციო ცვლილების იმ მუხლს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაში გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის გადაცემას გულისხმობს.
|
ეკატერინე ბასილაია 27.04.2017
"რუსები ბოლო წლებში ცდილობდნენ, ყველაზე პრობლემატურ ორგანიზაციებში შეეღწიათ და რაღაცნაირად ანტირუსული განწყობები განეიტრალებულიყო. სწორედ ამის გამოხატულებაა ის, რაც ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გასკდა. ეს არის სკანდალი, რომლის მსგავსი ევროპის საბჭოს არ ახსოვს," - აცხადებს "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.
|
თიკო ოსმანოვა 27.04.2017
თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ მედიასივრცეში მორიგი ძვრები დაიწყო. "მაესტრომ" ბევრი გადაცემა უკვე დახურა, იგივე იგეგმება "პირველ არხსა" და "მეორე არხზე", ასევე რეორგანიზაცია მიმდინარეობს ტელეკომპანია "იმედში". გადაცემა "იმედის დილა" დაიხურა და მისი ერთ-ერთი წამყვანი სოფო ნარჩემაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა. მედიასივრცეში განვითარებულ მოვლენებს ერთიან ჯაჭვად აფასებენ ექსპერტები და ამაში ხელისუფლების ინტერესს ხედავენ.
|
თიკო ოსმანოვა 27.04.2017
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა ცუდად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე. მარგველაშვილის შენიშვნებს არ იზიარებს "ქართული ოცნება" და მიაჩნიათ, რომ მარგველაშვილი მათ ჯიბრში უდგას.
|
თიკო ოსმანოვა 27.04.2017
"ბიბლიური თავისუფლების" სერტიფიკატებმა, ანუ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით "გირჩის" ახალმა ინიციატივამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნაწილმა ინიციატივა მოიწონა, ნაწილმა კი - პირიქით. "ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარტიის ლიდერს დასვენებაც კი ურჩია. კამპანიაში საილუსტრაციოდ ჩაერთო ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც, რომელსაც შემდეგ სოციალურ ქსელში "ახსნა-განმარტების" გაკეთებაც კი მოუწია.
|
ია აბულაშვილი 27.04.2017
"წესითა და რიგით, მისაღებია კლასიკური საპარლამენტო რესპულიკის კონსტიტუცია. შესაბამისი ცვლილებების შეტანა იყო საჭირო, ამ მხრივ არაფერი გაკეთდა", - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
|
ნინო ქეთელაური 27.04.2017
"შესაძლოა, ერთი ყოფითი პრობლემით დაწყებული კონფლიქტი კიდევ ერთხელ გადაიზარდოს მასობრივ დაპირისპირებაში. ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ 11-12 მარტი არ განმეორდება. და თუ ასე მოხდა, მერწმუნეთ, ძალიან ცუდად დასრულდება," - ასეთია ბათუმელი უფლებათადამცვლების პროგნოზი. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივების პროტესტი არ ჩამცხრალა, რადგან საპატრულო პოლიციის "უხეში დამოკიდებულება" ისევ გრძელდება.
|
ნინო ქეთელაური 27.04.2017
მოსამართლეთა კორპუსის კრიტიკასთან დაკავშირებით, ევა გოცირიძის ინიციატივას საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ ტექსტზე, რომელიც მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვასთან არის დაკავშირებული.
|
ნინო ქეთელაური 26.04.2017
თვითმმართველობის არჩევნებზე აპირებენ თუ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას, ოპოზიციური პარტიები გადაჭრით არ პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ ეს "თანამშრომლობის ფორმატზეა" დამოკიდებული. იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას აპირებს, განცხადება პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.04.2017
პოლიტიკურ ცენტრ "გირჩის" მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაცია "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია ბიბლიური თავისუფლებამ", 25 აპრილის მონაცემებით, 150-მდე მღვდელმსახური აკურთხა
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|