ეკატერინე ბასილაია
09.05.2017

 კონსტიტუციის ცვლილების საერთო-სახალხო განხილვა ბათუმში ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა. რიგით მე-4 განხილვაში პრეზიდენტიც ჩაერთო და "ოცნების" მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას მიუღებელი უწოდა.

თიკო ოსმანოვა
09.05.2017

 "სახალხო განხილვაში პრეზიდენტის ჩართვა იყო მნიშვნელოვანი. სიმართლე გითხრათ, ამას თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ დღეს, როცა შევხედე, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

გვანცა ღვედაშვილი
09.05.2017

 უკვე მეორედ გადაიდო უვადო მოსამართლედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძის დანიშვნა. მიზეზად მურუსიძე მომხსენებლის, შოთა გეწაძის, გამოუცხადებლობას ასახელებს. აქციის ორგანიზატორების თქმით კი, რომლებიც მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას გუშინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აპროტესტებდნენ, სხდომის გადადება საკითხის ჩავარდნას ნიშნავს.

გვანცა ღვედაშვილი
08.05.2017

 კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვა უკვე მეოთხე დღეა, მიმდინარეობს. ამ დროისთვის შეხვედრები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ამბროლაურსა და ჩოხატაურში.

ეკატერინე ბასილაია
08.05.2017

 რუსეთი იმუქრება, რომ შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებას გამოეთიშოს. მოსკოვის გაღიზიანება ბოლო კვირას დასავლეთში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თემის გააქტიურებამ და ამ კონფლიქტების მთავარ პასუხისმგებლად რუსეთის უკვე მერამდენედ დასახელებამ გამოიწვია.

ია აბულაშვილი
08.05.2017

 აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს, ან მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებს, პირველი ოფიციალური შეფასებები უკვე გაკეთდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ის კანონით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების რესეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება.

ეკატერინე ბასილაია
08.05.2017

 "ქართული ოცნების" მიერ სულ უფრო მეტია კოპირება იმ მიუღებელი ქმედებებისა, რაც ხდებოდა "ნაციონალების" პერიოდში. ქუჩაში შეხვედრისას გამარჯობაზე მეტად ისმის შეკითხვა - გვეშველება რამე?! სანამ ამ ფრაზას ვერ ამოიღებ საკუთარი მოსახლეობის ლექსიკონიდან, "ოცნებამ" ზედმეტ სავარძლებზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ სარკესთან უნდა დადგნენ და საკუთარი თავი შეარცხვინონ," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

გვანცა ღვედაშვილი
06.05.2017

 "დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საქმე დაიხურებოდა, რადგან მგონია, რომ მამა გიორგიზე ზემოქმედება მიდიოდა, რათა მას ბრალი ეღიარებინა", - აღნიშნული შეფასება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა "რეზონანსთან" ე.წ. ციანიდის საქმის სხდომის დახურვასთან დაკავშირებით გააკეთა.

ეკატერინე ბასილაია
06.05.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის პირველი დღე ქუთაისში შედგა და 4-საათიანი შეხვედრა დიდი ხმაურით დასრულდა. "დარჩეს პარლამენტი ქუთაისში" - ეს იყო ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა და ამ მოწოდებით შეკრებისას ბანერებიც გამოიფინა. ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის კი მთავარი დაპირისპირების თემა საარჩევნო სისტემა და ხმების გადანაწილების წესი იყო, რა დროსაც ერთმანეთი მუსოლინის იდეებისა თუ მართვის წესის გატარებაშიც კი დაადანაშაულეს.

თიკო ოსმანოვა
06.05.2017

 მომავალ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონსა და სენატის კომიტეტების თავმჯდომარეებს. საქართველოს დელეგაციის ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებენ პოლიტოლოგები და იმედოვნებენ, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

ნინო ქეთელაური
06.05.2017

 "მე ვფიქრობ, პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო განხილვის პროცესზე და ცვლილებეზე არანაირი გავლენა არ ექნება. თუმცა ის, როგორც მოქალაქე და თანამდებობის პირი, კარგია, რომ ჩაერთვება ამაში. მისი მხრიდან აქამდეც რომ გადადგმულიყო ასეთი ნაბიჯი, უკეთესი იქნებოდა", - ამის შესახებ ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

ეკატერინე ბასილაია
05.05.2017

 დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა იწყება. სულ 11 შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო 9-კაციან ჯგუფთან ერთად სახალხო განხილვაში ერთვება პრეზიდენტი მარგველაშვილი და პლუს ამ შეხვედრებზე დასწრებას აპირებს ოპოზიცია, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოსახლეობას უნდა აუხსნან, როგორ ცვლის კონსტიტუციას მმართველი პარტია სათავისოდ და ასევე დააანონსეს, რომ ამ განხილვისას დიდი პოლემიკა და დაპირისპირებაც იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×