ნინო ქეთელაური
01.05.2017

 "უშუალოდ სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის ბრძანების საფუძველზე დაგვაპატიმრეს, გვაწამეს და გვაღიარებინეს ის, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია", - ამბობს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას და აღიარებითი ჩვენების დაწერის დროს მასზე განხორციელებული ზემოქმედების დეტალებს იხსენებს.

თიკო ოსმანოვა
01.05.2017

 "რადიკალაზაციის წინააღმდეგი არანაირად არ ვარ. იმიტომ, რომ ხელისუფლების მხრიდან პროცესები ყველანაირად ჩიხშია შეყვანილი და რადიკალიზაცია ძალიან ბენებრივი განვითარება იქნება არსებული პოლიტიკური სიტუაციისა", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.

გვანცა წულაია
01.05.2017

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, პირველი მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე მეორე, 18-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.

ეკატერინე ბასილაია
29.04.2017

 უკვე საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი 300-მა ხმოსანმა არა 2023 წელს შეარჩიოს, არამედ გაისად - 2018 წელსვე. გუშინ "ოცნების" მხრიდან ეს მუქარა უკვე მტკიცედ გაისმა.

ნინო ქეთელაური
29.04.2017

 თურქეთის მხარის მოთხოვნით, საქართველოში თურქი ბიზნესმენი ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერის გამო დააპატიმრეს - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

ეკატერინე ბასილაია
29.04.2017

 "ვენეციის კომისია იშვიათად აკეთებს კატეგორიულ დასკვნებს, მაგრამ 2010 წლის საკონსტიტუციო პროექტში ძალიან უარყოფითად იყო შეფასებული მოსამართლეთა ე.წ. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა. პირდაპირ ეწერა, რომ ეს დებულება კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იყოს, მაგრამ კობახიძის კომისიამ ეს მაინც დატოვა და, აბა, გაითვალისწინა? რა, ეს არ იცის ირაკლი კობახიძემ? ძალიან კარგად იცის. კიდევ რამდენიმე, 3-4 შენიშვნა ჰქონდათ და ირაკლი კობახიძემ დღეს არ გაითვალისწინა," - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

თიკო ოსმანოვა
29.04.2017

 პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს მაისის ბოლოსთვის წარადგენს. მისივე თქმით, რამდენიმე საინტერესო კანდიდატი ჰყავს შერჩეული და ამათგან ერთ-ერთს წარადგენს. რაც შეეხება მისი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას, ამბობს, რომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა გეგმა და ახლა ეტაპობრივად იმუშავებს პარტიის ფორმირებაზე, რაც ადგილობრივი არჩევნების მერე დასრულდება.

ნინო ქეთელაური
28.04.2017

 რუსი ბაიკერების - "ღამის მგლების" ერთ ჯგუფს 9 მაისს თბილისში ჩამოსვლა სურს. როგორც "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ეს დამოკიდებულია იმ გარანტიებზე, რომელსაც ისინი სხვადასხვა უწყებას სთხოვენ, რათა ინციდენტების თავიდან არიდება მოხდეს.

ეკატერინე ბასილაია
28.04.2017

 "ქართული ოცნება" მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება-არგაუქმებაზე ერთგვარ სპეკულაცია-შანტაჟს იწყებს. მმართველი ძალა მის მიერვე შემოთავაზებული საარჩევნო სისტემით უკმაყოფილო ოპოზიცია-არასამთავრობოებს ახალ სტრატეგიას უპირისპირებს და ბრძოლის წინა ფლანგზე საკუთარი მაჟორიტარები გამოჰყავს, რომლებიც გუშინ უმრავლესობის შეკრებიდან გამოსულები მტკიცედ აცხადებდნენ, რომ საერთოდ ეწინააღმდეგებიან მაჟორიტარული წესის გაუქმებას და თან ეს პოზიცია აქვს გუნდში ძალიან ბევრს.

თიკო ოსმანოვა
28.04.2017

 პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის - დავით უსუფაშვილის მიერ დაანონსებული პარტიის ბედი კვლავ გაურკვეველია. დღეს უსუფაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა მისი პარტიის პრეზენტაციის ნაცვლად, საზოგადოებას სამოქალაქო და პოლიტიკურ ინიციატივებს შესთავაზებს.

ნინო ქეთელაური
28.04.2017

 დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. როგორც მისი ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, დაცვის მხარეს აქვს გარკვეული სამართლებრივი და სხვა სახის არგუმენტები, რომლის თანახმადაც ამ ეტაპზე ისინი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ.

გვანცა ღვედაშვილი
28.04.2017

 თუ "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტი არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩაატაროს, პრეზიდენტს ერთადერთი გამოსავალი დარჩება - მას შეუძლია, პროტესტის ნიშნად გადადგეს თანამდებობიდან და ამ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციის მოქმედი ნორმით, ანუ ხალხს საშუალება ექნება, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თავად აირჩიოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×