ნინო ქეთელაური
25.04.2017

 "საკმარისია, ევროკავშირმა თურქეთის მიმართ ტონი ოდნავ შეცვალოს, საუბარი დაიწყოს მის ევროპულ პერსპექტივაზე და თურქეთის ხელისუფლების მხრიდანაც შეიცვლება დამოკიდებულება," - ამბობს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
24.04.2017

 გასულ კვირას საქართველომ 2 საყვედური მიიღო - 18 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქე ქალებს სასაზღვრო კონტროლის გავლისას ჰიჯაბის მოხსნას აიძულებენ და ეს მათი რელიგიური შეურაცხყოფაა. ცოტა ადრე კი თურქეთის საელჩომ "მეგობრულად თხოვა" თუ მოსთხოვა "ოცნების" პარლამენტარებს, რომ 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაული უქმე დღედ არ გამოცხადდეს, რადგან დიდგორის ბრძოლა მათი დამარცხების დღეა.

თიკო ოსმანოვა
24.04.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე გარკვეული კონტურები, თუ ვინ იბრძოლებს თბილისში პირველობისთვის, უკვე გამოიკვეთა. როგორც ამ ეტაპზე ჩანს, მთავარი ბრძოლა სახელისუფლებო და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის შედგება.

ნინო ქეთელაური
24.04.2017

 "ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ კანონის სახით არ მივიღოთ", - აცხადებენ ოპოზიციურ პარტიებში, სადაც არც აქციებს გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ "ეს ყველაფერი აუცილებლად გადაიზრდება ძალიან სერიოზულ რადიკალურ პროცესებში, რადგან ხელისუფლება არც პოლიტიკურ სპექტრს და არც საზოგადოებას სხვა ალტერნატივას არ უტოვებს".

გვანცა ღვედაშვილი
24.04.2017

 "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილის ოცნება აახდინა. თავის დროზე კონსტიტუცია, რომლის მიხედვითად ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელში გადავიდოდა, სწორედ სააკაშვილის მოგონილი იყო, რადგან ის ვეღარ იყრიდა პრეზიდენტის არჩევნებში კენჭს და უნდოდა, პრემიერობის პერიოდშიც მთელი ძალაუფლება მას ჰქონოდა, რაც, საბედნიეროდ, ვერ მოახერხა.

თიკო ოსმანოვა
24.04.2017

 7-წლის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებისთვის, "რესპუბლიკური პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები" კიდევ ერთხელ ერთიანდებიან. "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის-ლევან ბერძენიშვილის თქმით, ამ პარტიასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, რადგან ერთი ორიენტაციის ძალები არიან.

გვანცა წულაია
24.04.2017

 საქართველო მსოფლიოს უბედურ ქვეყნებს შორისაა. 2017 წლის ბედნიერების ინდექსის მიხედვით, მართალია, საქართველომ შარშანდელთან შედარებით 1 საფეხურით მაღლა აიწია, მაგრამ ხვლავ რეიტინგის ბოლოშია და 150 ქვეყანას შორის 125-ე ადგილს იკავებს.

თორნიკე შარაშენიძე
22.04.2017

 გვანცა ღვედაშვილი

ხვალ საკონსტიტუციო კომისია შემაჯამებელ სხდომას გამართავს, რომელზეც მის მიერვე შემუშავებულ სკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს უყრის შენჭს. ამის შემდეგ ეს ცვლილებები შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაეგზავნება. არც ისე დიდი ხნის წინ საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნები სრულად იქნებოდა გათვალისწინებული, თუმცა, დღეს მისი თანაგუნდელები განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ.

გვანცა ღვედაშვილი
22.04.2017

 საკონსტიტუციო კომისია მის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს კენჭს დღეს უყრის. თუმცა აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას 73 ნაცვლად, კომისიის 56 წევრი მიიღებს, რადგან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის 13-მა წევრმა კომისია რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაიის წამომადგენლებმა კი თავიდანვე უარი განაცხადეს კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე.

ეკატერინე ბასილაია
22.04.2017

 "თუ "ქართული ოცნების" ლოგიკას ავიღებთ, რომ ისინი სააკაშვილის დროინდელი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ საკუთარ თავზე მორგებულობისა და კონსესუსის არარსებობის გამო, იგივე ბრალდებები ისმის დღესაც "ოცნების" მისამართით. ამიტომ, როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება, ისევ ხელახლა დაიწყება კონსტიტუციის ცვლილება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია, რომლის თქმითაც, მეტი ლეგიტიმურობისთვის ხელისუფლება ვალდებულიცაა რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩაატაროს და ამომრჩეველმა დააფიქსიროს, მოსწონს თუ არა "ოცნების" მიერ შეცვლილი კონსტიტუცია.

მარიამ ელიაშვილი
22.04.2017

 "ბიბლიური თავისუფლება" ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს" - განუცხადა ზურა ჯაფარიძემ "რეზონანსს" პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" მიერ დაფუძნებული ახალი რელიგიური ორგანიზაციის შესახებ საუბრისას.

თიკო ოსმანოვა
22.04.2017

 რეგიონებში საკადრო გადაადგილებების შემდეგ, შესაძლოა ცვლილებები მთვარობაშიც განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში მმართველ გუნდში ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. რაც შეეხება თავად პრემიერ-მინისტრის შეცვლას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, ზოგადად, სამთავრობო ცვლილებების "ლოგიკურ აუცილებლობას" ხედავს. მაგრამ კონკრეტულად ვის შეეხება ცვლილებები, ამის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×