ია აბულაშვილი 03.05.2017
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და იმაზე, გამარჯვების რა შანსი აქვს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს, "რეზონანსი" ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს, პოლიტოლოგ იგორ კვესელავას გაესაუბრა.
|
ნინო ქეთელაური 03.05.2017
9 მაისის დღესასწაულის პერიოდში რუსი ბაიკერების, "ღამის მგლების" საქართველოში სტუმრობა შსს-ს არასასურველად მიაჩნია, თუმცა ღონიძიების ორგანიზატორი ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გეგმის შეცვლას მაინც არ აპირებს.
|
ეკატერინე ბასილაია 02.05.2017
მთელი ოპოზიცია, საპარლამენტოც და არასაპარლამენტოც, მათ შორის უკიდურესად დაპირისპირებული პარტიებიც კი, პლუს არასამთავრობოთა ნაწილი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ერთიანდებიან და ასე ერთად იწყებენ კონკრეტულ კამპანიას, რომ "ოცნების" მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აღუდგნენ წინ.
|
ეკატერინე ბასილაია 02.05.2017
"არ ვიცი, ირაკლი კობახიძე რას ეძახის დესტრუქციულობას. ის, რომ ხალხთან გახვიდე და კონსტიტუციის ცვლილებებზე დაელაპარაკო, დესტრუქციულობა არ არის.
|
თიკო ოსმანოვა 02.05.2017
"საარჩევნო სისტემა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, ფაქტობრივად, შანსს არ ტოვებს არჩევნებით ხელისუფლების შეცვლისა.
|
თიკო ოსმანოვა 02.05.2017
შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით ერთი თვის განმავლობაში საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ ისარგებლა და უკან გამობრუნების მხოლოდ 26 შემთხვევაა, რასაც ხელისუფლება და ექსპერტები დადებითად აფასებენ და იმედოვნებენ, ასეთივე პოზიტიური შედეგი იქნება 3 თვის შემდეგაც, როდესაც ქვეყანაში დაბრუნების დრო დადგება და არ გაიზრდება ევროპაში არალეგალთა რაოდენობა.
|
ეკატერინე ბასილაია 01.05.2017
ნეპოტიზმის ტრადიციას, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეელია, "ქართულ ოცნებაშიც" აგრძელებენ. თან აღშფოთებით აცხადებენ, რომ პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს მუშაობას თუ კარიერულ წინსვლას ვერავინ აუკრძალავს, "ოცნებაში" ნეპოტიზმის პრობლემა არ არსებობს და ამის დაბრალება "უსინდისო" და "ამორალური" განცხადებებია.
|
თიკო ოსმანოვა 01.05.2017
3 წლის განმავლობაში ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაძვირდება და არც გაიაფდება. თბილისის მიკროავტობუსების კომპანიებსა და მერიას შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მძღოლებს გარკვეული შეღავათები დაუწესდა და სამარშრუტო ტაქსების ტარიფის რეგულირება მერიის კომპეტენციაში გადავიდა.
|
გვანცა წულაია 01.05.2017
საქართველოში ბოლო ოთხ თვეში ოჯახში ძალადობის შედეგად 6 მკვლელობა მოხდა. აქედან ორი თბილისში, ხოლო ოთხი - იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.
|
ნინო ქეთელაური 01.05.2017
სოხუმის ე.წ. მერმა იტალიის საპორტო ქალაქ ბარისთან განზრახვების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა, რაც თანამშრომლობის გაფართოებას, ტურზმისა და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობს. აღნიშნული ინფორმაცია სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
|
გვანცა ღვედაშვილი 01.05.2017
"საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკა არ უნდა ყოფილიყო და საკონსტიტუციო კომისიას ეს საკითხი ერთ დღეში არ უნდა გადაეწყვიტა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ თავად კომისია არ აპირებდა კონსტიტუციაზე სიღრმისეულ მუშაობას და მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი იგეგმებოდა", - აღნიშნულ შეფასებას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აკეთებს.
|
ეკატერინე ბასილაია 01.05.2017
ნეპოტიზმს ვერსად ვერ გამოვრიცხავთ, მთავარია, მწვავე შემთხვევებზე საზოგადოება რეაგირებდეს, ისე, როგორც იყო კალაძის ცოლისძმის შემთხვევაში, როდესაც დაკავებულ თანამდებობასთან აშკარა შეუსაბამობა იყო, - აცხადებს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|