ნინო ქეთელაური
05.05.2017

 აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება, მხარდაჭერა გაუწიოს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის შესახებ აშშ-ის ახალ საბიუჯეტო დოკუმენტშია ნათქვამი.

ეკატერინე ბასილაია
05.05.2017

 "ის ტრადიცია, რომ ასეთ საერთო-სახალხო განხილვაზე ხელისუფლება მიიყვანდა საკუთარ აქტივს და ისინი მხოლოდ ტაშს უკრავდნენ მოწონების ნიშნად, არ უნდა განმეორდეს და ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ნინო ქეთელაური
05.05.2017

 "ე.წ ჰიბრიდული ომის პირობებში, რომელსაც რუსეთი ატარებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის საჭირო იყო ახალი ღონისძიებების შემუშავება.

აკაკი გვიმრაძე
05.05.2017

 "ალიანსში ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება აშშ-ს ინიციატივით და მისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. ამიტომაც, თუ საქართველოს სურს, რომ გახდეს ალიანსის წევრი, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს ამერიკელ პარტნიორებთან.

თიკო ოსმანოვა
04.05.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე თუ ვინ იბრძოლებს თბილისში პირველობისთვის, ჯერ კიდევ გაურკვეველია. შესაძლოა, მთავარი ორთაბრძოლა სახელისუფლებო და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის შედგეს. არსებული ინფორმაციით, "ოცნების" კანდიდატი შესაძლოა, ისევ დავით ნარმანია იყოს. თავად ნარმანია ამის წინააღმდეგი არ არის და ახლა ის გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება.

თიკო ოსმანოვა
04.05.2017

 საქალაქო სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები დამნაშავედ ცნო. ზურაბ ადეიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონის თანახმად, მას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მოსამართლემ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონით, სასჯელის ვადა მასაც შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გვანცა ღვედაშვილი
04.05.2017

 სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის შესაძლო უვადოდ დანიშვნას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

თიკო ოსმანოვა
04.05.2017

 ხუთ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან ყველაზე მეტი - 2 250 - თავდაცვის სამინისტროდან, 20 საჯარო მოხელე - ლტოლვილთა სამინისტროდან, 17 - ინფრასტრუქტურის, 11 - კულტურის სამინისტროდან, ხოლო ყველაზე ცოტა - 2 თანამშრომელი გათავისუფლდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაშია აღნიშნული.

თიკო ოსმანოვა
04.05.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე მთვარობაში შესაძლოა, მორიგი ცვლილებები განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ კულუარებში ამაზე უკვე აქტიურად საუბრობენ. გარკვეულწილად, ამას დეპუტატთა ნაწილიც ადასტურებს. რაც შეეხება თავად პრემიერ-მინისტრის შეცვლას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ზოგადად სამთავრობო ცვლილებების "ლოგიკურ აუცილებლობას" ხედავს. მაგრამ, კონკრეტულად ვის შეეხება ცვლილებები, ამის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. კონკრეტულ პერსონებზე საუბარი უჭირთ პოლიტოლოგებსაც და აქცენტს სისტემური ცვლილების აუცილებლობაზე აკეთებენ.

თიკო ოსმანოვა
04.05.2017

 "რუსთავი 2"-ის სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში გასულ კვირას გაიგზავნა. ახლა ორივე მხარე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. შეილახა თუ არა ქართულ სასამართლოებში ტელეკომპანიის უფლებები, ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში დაადგენს. მანამდე ტელევიზიას ისევ ყარამანიშვილები მართავენ.

ეკატერინე ბასილაია
03.05.2017

 სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტის გამო თვით "ქართულ ოცნებაშიც" კი დიდი დაპირისპირება და ვაჭრობაა გაჩაღებული. ორშაბათს კონსტიტუციის პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა, რომელსაც უმრავლესობაში შემავალი 116 დეპუტატის ნაცვლად ხელს აწერს 108, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის არასაკმარისია და "ოცნებამ" ისიც კი ვერ მოახერხა, მთელი ოპოზიციის, პრეზიდენტისა და არასამთავრობოების დიდი პროტესტის ფონზე, საკუთარი გუნდის ერთიანობა მაინც ეჩვენებინა ამ ხელმოწერებით.

ეკატერინე ბასილაია
03.05.2017

 რა ფორმებით უნდა გააპროტესტონ "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები - ეს არის მთელი ოპოზიციის ბოლო დღეების მთავრი დღის წესრიგი და გუშინ ამ ბრძოლაში "პატრიოტთა ალიანსმა" და ლეიბორისტულმა პარტიამ საკუთარი ცალკეული ინიციატივებიც გაახმოვანეს:


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×