ეკატერინე ბასილაია 21.04.2017
"ქართული ოცნება" კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვას 2 კვირაში დაიწყებს, თუმცა პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ აუცილებელია დღის წესრიგში რეფერენდუმის ან პლებისციტის საკითხი დადგეს და ამომრჩეველმა ოფიციალურად დააფიქსიროს სურს თუ არა "ოცნების" მიერ შემოთავაზებული შეცვლილი კონსტიტუცია.
|
თიკო ოსმანოვა 21.04.2017
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის ახალ პროექტს აპროტესტებს და ამაში მთავრობის ინსტიტუტის გაძლიერებას უფრო ხედავს, ვიდრე ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას.
|
მარიამ ელიაშვილი 21.04.2017
გუშინ "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეების დაჯარიმება დაიწყეს - როგორც "თბილსერვის ჯგუფში" "რეზონანსს" განუცხადეს დღის ბოლომდე 14 კანონდამრღვევი დააფიქსირეს, მათგან 13 სიგარეტის ნამწვის გადაგებისთვის 80 ლარით დაჯარიმდა. ერთ იურიდიულ პირს კი სამშენებლო ნარჩენების უადგილოდ განთავსებისთვის დაეკისრა სანქცია 500 ლარის ოდენობით.
|
თიკო ოსმანოვა 21.04.2017
"საპარლამენტო მმართველობამ პირველ რიგში უნდა გამოიწვიოს ოპოზიციის გაძლიერება. პარლამენტში ერთი და ორი პარტიის კი არა, მრავალი პარტიის წარმოჩენას უნდა შეუწყოს ხელი.
|
ეკატერინე ბასილაია 20.04.2017
რუსეთის პირველი დიპლომატი ოკუპირებულ აფხაზეთში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აფხაზებს საერთაშორისო დონეზე დიდი მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, საქართველოს მხრიდან ცეცხლის განუახლებლობაზე იურიდიული დოკუმენტი გაფორმდეს და პლუს ისაუბრა იმაზე, რომ აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენა უნდა მოხდეს, ამისთვის სამართლებრივი ბაზაც არსებობს და დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბასთან ერთად განაცხადა, რომ რკინიგზის მუშაობის განახლებაზე ახლა მხოლოდ ქართული მხარის პასუხს ელოდება.
|
ანა დედაბრიშვილი 20.04.2017
ნინი ქეთელაური
ვინ დატოვებს საკონსტიტუციო კომისიას და ვინ დარჩება მასში, საბოლოოდ დღეს გაირკვევა. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვერსიის გადაგზავნას დაელოდებიან და თუკი ხელისუფლებას მათი შენიშვნები მაინც არ ექნება გაზიარებული, ბოიკოტსაც გამოაცხადებენ.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.04.2017
თორნიკე ამირხანაშვილი
საქართველოს პარლამენტში გამართულმა პლენარულმა სხდომამ დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. მორიგი კონფლიქტი ამჯერად "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანსა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის მოხდა.
|
გიორგი აბაშიძე 20.04.2017
გუშინ, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ოკუპირებული ტერიტორიები და მათზე განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხედ დაასახელა. მისი ინფორმაციით, გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა.
|
გვანცა ღვედაშვილი 20.04.2017
თორნიკე ამირხანაშვილი
პარლამენტში გუშინ კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც "ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე დაშავდა. კონფლიქტის შესახებ დეპუტატები არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ ინციდენტისას, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დეპუტატის ოთახში "ევროპული საქართველოს" წევრები ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი "ქართული ოცნების" წევრ ვანო ზარდიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.
|
ნინო ქეთელაური 20.04.2017
"თვეების განმავლობაში არაერთი გაზეთიდან ვიღებდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისი "მიჭირხვნა" იყო შეკვეთილი. სია იწყებოდა ალასანიათი, მას მიჰყვა უსუფაშვილი, პრეზიდენტი და ამ კვარტეტში, თავისი მაღალი პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით, ახლა უკვე ჩვენი ომბუდსმენიც მოხვდა, რომელიც, კარგად გვახსოვს, ჩვენი "კადრებთუხუცესის" პირადი არჩევანი არ გახლათ", - ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
თიკო ოსმანოვა 20.04.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, სადაც ფრანგ კოლეგა ჟან-ივ ლე დრაინს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იყო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს კარგად ასრულებს. მინისტრებმა კონტრაქტის მომდევნო ეტაპის შესახებ იმსჯელეს, რაც ფრანგული თავდაცვითი სისტემის გამოყენებისთვის ქართველი სპეციალისტების გადამზადებას ისახავს.
|
თიკო ოსმანოვა 19.04.2017
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშილის პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია დაახლოებით 1 კვირაში გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ყოფილ "რესპუბკილებთან" ერთად პარტიაში ახალი სახეებიც იქნებიან, თუმცა კონკრეტულად ვინ, უცნობია. უსუფაშვილის თქმით, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტია ვიწრო გაგებით - ეს იქნება "პოლიტიკური პროცესი ფართო გაგებით".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|