თამარ მუკბანიანი 26.09.2017
საქართველოს კონტრაბანდისტები უტევენ. ჯერჯერობით აშკარაა 3 ძირითადი მიმართულება: თამბაქო, ძვირფასი ლითონები და ნავთობპროდუქტები. უაქციზო სიგარეტის ბრუნვის მასშტაბი შარშანდელთან შედარებით რამდენჯერმეა გაზრდილი. იგივე ვითარებაა ძვირფასი ლითონების შემთხვევაშიც. ამ ყველაფრის მიზეზი სახელმწიფოს მიერ ხელოვნურად გაზრდილი გადასახადებია.
|
ნათია ლომიძე 23.09.2017
ავიაბილეთები, შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ამის წინაპირობა ამჯერად საწვავის მაღალი ფასია, 1 ტონა ავიანავთის ღირებულება 600 დოლარის ფარგლებშია, ამიტომ იგი ბილეთების ფასის ფორმირებაზე გავლენას მოახდენს. ავიასაწვავის გაძვირების შემდეგ ბილეთებზე ფასის ზრდას ადასტურებენ ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები და ავიაციის სფეროს სპეციალისტებიც. ბოლო პერიოდში მგზავრობის ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ვიზალიბერალიზაციის შემდგომმა პერიოდმაც, რის შემდეგაც ბილეთებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.
|
მარი ჩიტაია 23.09.2017
სემეკის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ხალხსაც და სპეციალისტებსაც პოზიტიური განწყობა შეუქმნა. გამორიცხული არ არის, ელექტროენერგიის ამჟამინდელი ტარიფის შენარჩუნდეს. ყველა კომპონენტი მოწმობს, რომ დენი არ უნდა გაძვირდეს. ამის ერთ-ერთი წინაპირობა თბოლექტროდადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის შემცირებაა, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება სემეკმა გუშინ მიიღო.
|
ნათია ლომიძე 22.09.2017
ლარის კურსი ყოველდღიურად ცოცვა-ცოცვით უფასურდება. ზამთრის მოახლოებამ ხალხსაც და ბიზნესმენებსაც ვალუტის სტაბილურობის ილუზია გაუქარწყლა. გაუფასურების გამო, სამომხმარებლო ბაზარი უკვე ფასების ზრდის საფრთხის წინაშეა. იმპორტიორები მიიჩნევენ, რომ თუ ლარი 2.50-იან ნიშნულს გადასცდა, გაძვირებისა და ინფლაციის მორიგი ტალღა გარდაუვალი იქნება.
|
მარი ჩიტაია 22.09.2017
გაზგასამართ სადგურებზე ტექნიკური მოწყობილობა და უსაფრთხოება არ კონტროლდება. მართალია, ბოლო დროს რეგულაცია გამკაცრდა გაზგასამართი სადგურების მშენებლობის ნებართვა გართულდა, მაგრამ უკვე არსებული გაუმართავი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თითქმის არაფერი კეთდება.
|
მარი ჩიტაია 21.09.2017
ლარის დევალვაციის პროცესი კვლავ არალოგიკურად გრძელდება. ფაქტს, რომ კურსის რყევა არც ერთი ეკონომიკური ფაქტორიდან არ მომდინარეობს, ეროვნული ბანკიც და მთავრობაც აღიარებს, მაგრამ ერთიც და მეორეც კურსის გამყარებას მიზანმიმართულად უშლის ხელს. სახელმწიფო თანამდებობის პირები, იმის ნაცვლად, რომ ვითარების სასწრაფოდ გამოსწორებაზე მუშაობდნენ, ყურით მოთრეულ მიზეზებს იგონებენ ხალხის თვალის ასახვევად.
|
მარი ჩიტაია 21.09.2017
ბინის ქირაობის მსურველთა რაოდენობა ქვეყანაში არ შემცირებულა, უბრალოდ, ამ დამქირავებელთა უმრავლესობამ სააგენტოების მომსახურებაზე უარი განაცხადა და საცხოვრებელ ფართს ინდივიდუალურად ეძებს. დილერების ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან ფინანსების დაზოგვით აიხსნება. ცენტრალურ უბნებში ერთოთახიანი ბინის ქირის ფასი ამჟამად 200-დან 400 დოლარამდეა, ხოლო გარეუბნებში ეს მაჩვენებელი 150-250 დოლარის ფარგლებშია, რაც საკმაოდ მაღალი ფასია.
|
ნათია ლომიძე 19.09.2017
საქართველოს ტყეებში შექმნილი რთული ვითარების შემდეგ სპეციალისტები შეშის იმპორტის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. გახშირებული ხანძრის გამო ქვეყანაში 100 ჰექტრამდე ფართობი განადგურდა. პირველ რიგში, აუცილებელია საშეშე მასალის მოჭრაზე მორატორიუმის დაწესება, მაგრამ ეს პრაქტიკაში ვერ განხორციელდება. უამრავი რაიონი გაზიფიცირებული არ არის და შეშის დამზადების აკრძალვით მოსახლეობას ზამთარში გათბობის პრობლემა შეექმნება.
|
მარი ჩიტაია 19.09.2017
გადაზიდვების ბაზარზე არსებული მონოპოლიის გამო ტვირთის მფლობელები ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში არიან. თითქმის ყველა სატრანსპორტო ობიექტი ერთი უწყების მფლობელობაშია, ამიტომ კომპანიები ტვირთების ტრანსპორტირებისას სერიოზულ ბარიერს აწყდებიან. ეს ერთადერთი უწყება, არც მეტი არც ნაკლები, "საქართველოს რკინიგზაა", რომლის ხელშიცაა როგორც საზღვაო ტერმინალები, ასევე სახმელეთო გადაზიდვები. ოპერირების საშუალებაც მხოლოდ "რკინიგზის" შვილობილ კომპანიებს აქვთ.
|
თამარ მუკბანიანი 19.09.2017
აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული, ლარის კურსი 8 თეთრით დაეცა, რაც მოსახლეობაში უარყოფით მოლოდინსა და შიშს აჩენს. წლების განმავლობაში, ეროვნული ვალუტისთვის ყველაზე კრიზისული პერიოდი შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი იყო, წელს კი გაუფასურება ზაფხულის ბოლოდან დაიწყო. სწორედ ეს აღუძრავს ეჭვს მოსახლეობას, რომ წინ კიდევ ერთი ურთულესი ზამთარი გველოდება. ფინანსისტები დევალვაციის ობიექტურ მიზეზებს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ლარის დაცემა საბანკო სპეკულაციების შედეგია.
|
მარი ჩიტაია 16.09.2017
ერთ წელიწადში საქონლის ხორცის ფასმა 2 ლარით მოიმატა. გაზრდილია როგორც ცოცხალი წონის ფასი, ასევე საბითუმო და საცალო ღირებულება. სპეციალისტების ინფორმაციით, საფასო ცვლილება ხორცის ექსპორტის ზრდას უკავშირდება, რამაც, თავის მხრივ, ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია.
|
ნათია ლომიძე 16.09.2017
მთავრობა საგარეო ვალის შემცირების გზებს ეძებს, მაგრამ - არასწორი მიმართულებით. არ არის გამორიცხული, ერთ-ერთი "გამოსავალი" საშინაო ვალის გაზრდა გახდეს. ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ შიგა ვალზე აქცენტის გაკეთება ეკონომიკური განვითარებისთვის დამღუპველია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|