მარი ჩიტაია 15.09.2017
იმპორტირებული პროდუქტის დიდი უმტესობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. იქიდან გამომდინარე, რომ შემოსული საკვების კონტროლი არ ხორციელდება და არც შესაბამისი კვლევა არსებობს, უცნობია, ხარისხის პრობლემა უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტის რა ნაწილს ეხება. სპეციალისტების ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 80-90% ან ცოტა მეტიც კი.
|
ნათია ლომიძე 15.09.2017
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მატულობს, ხოლო საქართველოში ბენზინი და დიზელი ძვირდება. ერთი ბარელი 55 დოლარს გადასცდა. ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია. ადგილობრივ ბაზარზე საწვავი 15 თეთრით უკვე გაძვირდა და როგორც ჩანს, პროცესი კიდევ გაგრძელდება.
|
ნათია ლომიძე 14.09.2017
ქვეყანა ხანძრებისა და მწერებისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, მაგრამ იმდენად დიდია, რომ ზუსტი რიცხვის დადგენაც შეუძლებელია. ბოლო 3 თვეში ზარალის რაოდენობა ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. ამას გარდა, აღდგენით სამუშაოებს ათეულობით წელი და მილიონობით ლარი სჭირდება.
|
მარი ჩიტაია 14.09.2017
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნება და ის კვლავ ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყნად რჩება. მართალია, ზრდის ტენდენცია ექსპორტმა აგვისტოშიც შეინარჩუნა და დინამიკა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს, მაგრამ სტრუქტურულად ქართულ ეკონომიკას თითქმის არაფერი ემატება. სპეციალისტების აზრს თუ გავითვალისწინებთ, სხვაობა მხოლოდ ციფრებშია და ბოლო 15 წლის განმავლობაში დიდად არაფერი შეცვლილა.
|
მარი ჩიტაია 14.09.2017
წელს შეშის გაძვირება გარდაუვალია. რეგიონებში ამბობენ, რომ ფასი 10-15%-ის ფარგლებში მოიმატებს. სპეციალისტების განცხადებით, აუცილებელია, მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადთან დაკავშირებით შეღავათი დაუწესდეს, რაც შეშაზე მოხმარებას შეამცირებს. რეგიონებში გაზი ძვირი ღირს და ამიტომ შეშაზე მოთხოვნა მაღალია.
|
ნათია ლომიძე 13.09.2017
სესხებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი ქვეყანაში ყოვედღიურად მატულობს. უმეტესობა იმდენად არის კრედიტომანიით დაავადებული, რომ მისი "განკურნება" ვერ ხერხდება. საბანკო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არც ერთი ტიპის სესხზე შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს, თუმცა აუცილებელია, განისაზღვროს მსესხებლის ასაკი.
|
ნათია ლომიძე 13.09.2017
ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფასების ინდექსი 16%-ით გაიზარდა. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, რეალურად კი უბრალო მოქალაქეებისათვის ცხოვრება გაცილებით მეტად გაძვირდა. განსაკუთრებით შესამჩნევია საკვებ პროფუქტებსა და პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების მატება. სპეციალისტების აზრით, ბოლო წლების ინფლაცია არც ისე მაღალია შედარებით მაღალი ფენისთვის, თუმცა მან დიდი დარტყმა მიაყენა გაჭირვებულ მოსახლეობას.
|
მარი ჩიტაია 13.09.2017
დასავლეთ საქართველოში წლევანდელი მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურებულია. სამეგრელოში ამბობენ, რომ თხილის მოსავლის თითქმის 80% გაფუჭდა, სიმინდის შემთხვევაში კი 50-60%-ით ნაკლებ მოსავალს ელოდებიან. სასიკეთო მდგომარეობა არც ხილ-ბოსტანეულს აქვს. რამდენიმე რაიონში ხილი თითქმის აღარც არის. ცალკე უამინდობით, ცალკეც მავნებლების გავრცელების გამო აგრარულმა სექტორმა დიდი ზარალი განიცადა.
|
ნათია ლომიძე 12.09.2017
საქართველოში ქორწინებათა რიცხვი 10-წლიან მინიმუმზეა. 2016 წელს 25 101 ოჯახი შეიქმნა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება განქორწინებათა რიცხვს, იგი ყოველწლიურად მატულობს.
|
ნათია ლომიძე 09.09.2017
მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, ქვეყანაში საინვესტიციო გარემო ვერ გაუმჯობესდა. შარშანდელთან შედარებით, ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობამ იკლო. ამან ქვეყნის ეკონომიკასა და წარმოებაზე შესაძლოა, არაეფექტურად იმოქმედოს. სპეციალისტების აზრით, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბაზარი, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ.
|
მარი ჩიტაია 08.09.2017
მთავრობა მიწის მორატორიუმთან დიკავშირებით ბანკებს თავზე ვერ გადაახტა. როგორც ყველა მიმართულებით, ამჯერადაც საფინანსო ინსტიტუტებმა ხელისუფლებას თავისი პირობები მოახვიეს თავზე. სპეციალისტები მთავრობის პოზიციის მოულოდნელი ცვლილებით აღშფოთებული არიან.
|
ნათია ლომიძე 08.09.2017
ჯრიკოთის მონაკვეთზე გზის მშენებლობის დაწყება 2018 წლიდან იგეგმება. ძვირი პროექტის მიუხედავად, ფასიანი გზის მშენებლობა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სხვა ალტენატივის გაჩენის შემდეგ, შესაძლებელია ამ ვარიანტის განხილვაც. რიკოთის მონაკვეთზე გამავალმა ჩქაროსნულმა მაგისტრალმა მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.
|