ნათია ლომიძე 24.08.2017
წელს დაქირავებულ მუშახელთა მოთხოვნა, შარშანდლისგან განსხვავებით, შემცირებულია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამის მიზეზად მოსავლიანობის შემცირებას მიიჩნევენ. დაქირავებულთა ნაწილი კი, რომელთაც მუდმივად აქვთ სამუშაო, ანაზღაურებით უკმაყოფილონი არიან და აცხადებენ, რომ დაუღალავი შრომის მიუხედავად, დამქირავებლები ცოტას უხდიან. თუმცა მიზერულ თანხაზე მუშაობა ფინანსური პრობლაცემების გამო უღირთ და ნებისმიერ შეთავაზებას თანხმდებიან.
|
ნათია ლომიძე 23.08.2017
"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულ მოვაჭრეებს ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდის ვადა ეწურებათ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მოვაჭრეების დასახმარებლად "გაღებული მოწყალებით" კმაყოფილი მხოლოდ საბანკო სექტორია. რისი მოლოდინიც დაზარალებულებს ჰქონდათ, არ გამართლდა და საპროცენტო განაკვეთის შემცირების ნაცვლად, მათ ხარჯი კიდევ უფრო გაეზარდათ.
|
მარიკა გოგოხია 23.08.2017
ცხინვალის ოსებსა და ქართველებს შორის სავაჭრო ურთიერთობა ჯერ კიდევ აქტიურია. მიუხედავად იმისა, რომ ტვირთის გადაზიდვისას შეზღუდვები მოქმედებს, ხალხი საჭირო პროდუქტის შეტანას მაინც ახერხებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს ურთიერთობა უფრო ცალმხრივია და სურსათის თუ სხვა პროდუქციის შეტანა ხალხს იმდენად არ უჭირს, ვიდრე აქეთა ტერიტორიაზე გადმოტანა.
|
თეო გუდავაძე 23.08.2017
საზაფხულო სეზონი იწურება. 2017 წლის ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი აღმოჩნდა როგორც ამინდის, ასევე ფასების მხრივ. წელს როგორც საზღვაო კურორტები, ასევე მთის კურორტებიც საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა. ბათუმსა და ქობულეთს კი ანაკლიაში ჩატარებულმა ფესტივალმა დიდი კონკურენცია გაუწია და წელს ანაკლია-განმუხურის სანაპიროზე საკმაოდ ბევრი დამსვენებელი იყო.
|
მარი ჩიტაია 22.08.2017
ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირება, დიდი ალბათობით, "ინტერ რაოს" მხრიდან საარბიტრაჟო შანტაჟს უკავშირდება. მართალია, ეს ვერსია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ტარიფის გადახედვის ერთ-ერთი მიზეზი რეალურად ესეც იყოს. მით უმეტეს, გაბათილებულია ყველა კომპონენტი, რომელიც გადასახადის ზრდას უკავშირდება - როგორც ინვესტიციები, ასევე ლარის კურსი.
|
მარი ჩიტაია 22.08.2017
საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი მატულობს. როგორც მოსალოდნელი იყო, იმპორტმა ზაფხულიდან გეზი ზრდისკენ აიღო და ბოლო თვეების სტატისტიკა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, წინა თვეებისგან განსხვავებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში ივლისი განსაკუთრებით წარმატებული თვეა და იგი აშკარად გამოკვეთილი ზრდადი ტრენდით გამოირჩევა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ საწვავის გაზრდილი იმპორტი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას ადასტურებს, რასაც ტურიზმის სფეროში მიღწეული შედეგიც ცხადყოფს.
|
მარი ჩიტაია 19.08.2017
წლევანდელი სეზონი გალის რაიონისთვის უშემოსავლოა. ისედაც შემცირებული თხილისა და სიმინდის მოსავალი თითქმის ყველგან განადგურდა. პრობლემას ხალხი ოკუპირებული რაიონის თითქმის ყველა სოფელში აწყდება. ადგილობრივების თქმით, ფაროსანა მხოლოდ თხილისა და სიმინდის კი არა, ყველანაირი მცენარის მტერია.
|
ნათია ლომიძე 18.08.2017
ელექტროენერგიის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ სემეკმა ტარიფი სულ ახლახან დააკორექტირა და რამდენიმე პუნქტით გადასახადი გაძვირდა, ეს საკითხი დღის წესრიგში მაინც დგას. ენერგეტიკოსების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ საფუძველი არ არსებობს, ელექტროენერგიის გაძვირებას არ გამორიცხავს. ზოგიერთი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს. სხვები კი აცხადებს, რომ დღესდღეობით ტარიფის გაძვირებაზე საუბარი რეალობას მოკლებულია.
|
თამარ მუკბანიანი 18.08.2017
2017 წელს საქართველოში ტურისტების მოზღვავებაა. ზაფხულის სეზონზე საკურორტო ზონებს სტუმრობენ როგორც უცხოელი ვიზიტორები, ასევე ადგილობრივებიც. იქ, სადაც ყველაზე მეტი დამსვენებელია, მაღალია ფასებიც, რაც ხშირად ხარისხთან შეუსაბამოა.
|
სოფო ჩხიკვაძე 17.08.2017
კოსმეტიკურ საშუალებებზე ფასმა მოიმატა. პარფიუმერიული მაღაზიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ერთ წელიწადში პარფიუმერიული ნაწარმი 15%-ით გაძვირდა. წამახალისებელი აქციების ფარგლებშიც, მომხმარებელი კოსმეტიკაში საკმაოდ ძვირს იხდის. მიუხედავად ამისა, პარფიუმერიული ბიზნესის წარმომადგენლებს პროდუქციის რეალიზაცია არ უჭირთ. მყიდველის უკმაყოფილება კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვაზე ნაკლებად აისახება.
|
ნათია ლომიძე 17.08.2017
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსესხებზე საზედამხედველო ტვირთის შემსუბუქება დარგს განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს. საკანონმდებლო ცვლილება რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განხორციელდა.
|
მარი ჩიტაია 17.08.2017
საკურორტო რეგიონებში დამსვენებლების ბუმია. წელს ტურისტულ სექტორში დაკავებული ადამიანების მთავარი სამიზნე რუსი და უკრაინელი ტურისტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ერთ-ერთი ძვირი საკურორტო ქვეყანაა საქართველო, სამთო და საზღვაო კურორტებს ყველაზე ბევრი სტუმარი სწორედ ამ ქვეყნებიდან ჰყავთ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|